ფიტნესი

როგორ გამოვაჩინოთ ვენები ხელებზე?

მოგწონთ ვენები ხელებზე? მათი ზომის გაზრდა, იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამ შედეგის მიღწევა ჭკვიანური დიეტის პროგრამითაა შესაძლებელი.

თქვენი ვენების ზრდა პირდაპირ კავშირშია ფიზიკური აღნაგობის ცვლილებასთან, რაც წონაში დაკლების შედეგად არის შესაძლებელი.

ვენები ხელებზე თქვენს კუნთებსა და კანს შორის არის მოთავსებული. შესაბამისად, რაც უფრო მეტი კუნთოვანი მასა გექნებათ, უფრო მარტივადაა შესაძლებელი მათი გამოჩენა.

ვენები ხელებზე ყველაზე მეტად მაშინ ჩანს, როცა თქვენი სხეულის ცხიმების პროცენტული რაოდენობა 5-10%-ია.

ვენების მაქსიმალური ხილვადობისათვის  თქვენ მოგიწევთ აღნიშნულის რაოდენობა მინიმუმ 8%-ზე დაბლა დაიყვანოთ, ანუ დააწესოთ 8%-იანი ზღვარი თქვენი სხეულისათვის.

რატომ? იმიტომ რომ  ამ ეტაპზე თქვენი კუნთებისა და კანს შორის უსწრომასწორო გადანაწილება უმნიშვნელო რაოდენობით მცირდება, რაც უზრუნველყოფს ვენების სწორედ იმ ადგილას გამოკვეთას.

ყველაფრის მიუხედავად, ერთი რამ, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ, არის გენეტიკა. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რამდენად დაჯილდოვებული ხართ ათლეტურობით.

თუ ასე არ არის, ამისათვის საჭიროა შეამციროთ სხეულის წონა და გაზარდოთ კუნთური მასა.

კიდევ ერთი გზა სასურველი შედეგის მისაღწევად სპეციალური ვარჯიშების ჩატარებაა. თუ გსურთ ვენების გამოკვეთა გსურთ, უნდა ივარჯიშოთ სწრაფი და ხშირად გამეორებადი მეთოდის გამოყენებით.

მთავარი ამ შემთვევაში ის არის, რომ ეს პროცესი დროებითია. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ვარჯიშებს საჭირო რაოდენობით განახორციელებთ, შედეგიც სახეზე იქნება.

რეალურად რომ შევხედოთ, არ არსებობს სხვა უკეთესი საშუალება, ვიდრე ვარჯიში და წონაში დაკლებაა.

 

 

ასევე ნახეთ:  რატომ იწვევს ვარჯიში ზოგჯერ ღებინებას | ღებინება