საკვებდანამატებიფიტნესიჯანმრთელობაჯანმრთელობა

ყველაფერი, რაც ვიტამინებზე უნდა იცოდეთ | ვიტამინი

ვიტამინები ორგანული ნარევებია, რომლებიც ორგანიზმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ვიტამინი უმეტესწილად სხვადასხვა საკვებშია განთავსებული.

მთავარი ფაქტები ვიტამინის შესახებ:

სულ 13 ცნობილი სახის ვიტამინია.

ვიტამინები ან წყალში ხსნადია ან ცხიმში გახსნადი.

ცხიმში გახსნად ვიტამინებს სხეული უფრო მარტივად ითვისებს.

ვიტამინები ყოველთვის შეიცავენ ნახშირორჟანგს, ამიტომ მათ „ორგანულსაც“ უწოდებენ.

საკვები ვიტამინების მისაღებად საუკეთესო წყაროა, თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია დანამატების მიღებაც.

რა არის ვიტამინი?

ვიტამინი ორგანული შემადგენლობის ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია თქვენი ორგანიზმისათვის.

ვიტამინები, ერთის მხრივ, ნახშირორჟანგის შემცველი სასარგებლო ნივთიერებებია და, მეორე მხრივ, აუცილებელი ნუტრიტი, რომელიც ძირითადად საკვები ნივთიერებიდან შეგიძლიათ მიიღოთ.

ამ ეტაპზე ცნობილია 13 ორგანიზებული ვიტამინი.

ცხიმში გახსნადი და წყალში გახსნადი ვიტამინები

ვიტამინები A, D, E და K ვიტამინები ცხიმში გახსნადია.

მათ უფრო მარტივად ითვისებს ორგანიზმი, ვიდრე წყალში გახსნადს, ორგანიზმში რჩება რამდენიმე დღის და ზოგჯერ თვის განმავლობაშიც კი.

ვიტამინები C და B  წყალში გახნადია. ორგანიზმში, ცხიმში გახსნადი ვიტამინების მსგავსად, არ ინახება.

ვიტამინების სია

ვიტამინი A

ქიმიური სახელები – რეტინოლი, რეტინალი და ოთხი კაროტენოიდი, ბეტა კაროტენის ჩათვლით.

ცხიმში ხსნადია

ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის გაუარესება, კერატომალაცია

კარგი წყაროები – ბროკოლი, ტკბილი კარტოფილი, კარაქი, გოგრა,ყველი, კვერცხი,რძე,ნესვი და სხვ.

ვიტამინი B

ქიმიური დასახელება: თიამინი.

წყალში გახსნადია.

ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ალიმენტარული პოლინევრიტი და ვერნიკე-კორსაკოფის სინდრომი.

კარგი წყაროები – კვერცხი,ყავისფერი ბრინჯი,ფორთოხალი, მზესუმზირის თესლები,  ყვავილოვანი კომბოსტო, ჭვავი,  ცხოველის ღვიძლი, ღორის ხორცი,  საფუარი.

ვიტამინი B2

ქიმიური დასახელება: რიბოფლავინი

ასევე ნახეთ:  ტოპ 3 ყველაზე ეფექტური საკვებდანამატი

წყალში გახსნადია.

ნაკლებობა იწვევს არიბოფლავინოზს.

კარგი წყაროებია -ბანანი, კვერცხი,მწვანე ბანანი, იოგურტი, რძე, სატაცური,  ხურმა,  ბოსტნეული,  წითელი მხალი, ყველი.

ვიტამინი B3

ქიმიური დასახელება: ნიაცინი, ნიაცინამიდი

წყალში გახსნადია.

ნაკლებობა იწვევს დიარეას,მენტალურ პრობლემებს, პელაგრას

კარგი წყაროები – რძე, კვერცხი, ქათმის ხორცი, ცხვრის ხორცი, თევზი, ავოკადო, პომიდორი, ბროკოლი, კარგი კარტოფილი, ბროკოლი, სოკო და სხვ.

ვიტამინი B5

ქიმიური დასახელება-  პანთოტენორი მჟავა

წყალში გახსნადია.

ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს პარესტეზია, ან „pins and needles”

კარგი წყაროები – ხორცი,  ბროკოლი, ავოკადო, თევზი და სხვ.

ვიტამინი B6

ქიმიური დასახელება – პირიდოქსინი, პირიდოქსამინი, პირიდოქსალი

წყალში გახსნადია.

ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია,  პერიფერიული ნეუროპათია, ნერვული სისტემის დაზიანება და სხვ.

კარგი წყაროები -ხორცი,ბანანი,ბოსტნეული,თხილი.

ვიტამინი B7

ქიმიური დასახელება  – ბიოტინი.

წყალში გახსნადია.

ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს დერმატიტი, ენტერიტი, ინფლამაცია.

კარგი წყაროები -კვერცხი, ბოსტნეული, ცხოველის ღვიძლი.

ვიტამინი B9

ქიმიური დასახელება – ფოლიუმის მჟავა, ფოლინის მჟავა.

წყალში გახსნადია.

ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები ორსულობის პერიოდში. ორსული ქალებმა რეკომენდირებულია მიიღონ ფოლიუმის მჟავა მთელი ორსულობის პერიოდში.

კარგი წყაროები -მზესუმზირა, მწვანე ბოსტნეული, ცხოველის ღვიძლი, პარკოსანი მცენარეები და სხვ.

ვიტამინი B12

ქიმიური დასახელება – კიანოკობალამინი, ჰიდროქსოკობალამინი, მეთილკობალამინი.

წყალში გახსნადია.

ნაკლებობა, შეიძლება გამოიწვიოს მეგალობლასტიკური ანემია, ვითარება, როცა სისხლის უჯრედები არანორმალურად დიდი ზომის ხდება.

კარგი წყაროები – თევზი, ხორცი, კვერცხი, რძე, სოიოს პროდუქტები.

ვეგანებისთვის  განსაკუთრებით რეკომენდირებულია B12 დანამატის მიღება.

ვიტამინი C

ქიმიური დასახელება – აზკორბიკული მჟავა

ასევე ნახეთ:  დეტოქსიკაციის 7 გზა ახალი წლის შემდეგ | დეტოქსი

წყალში გახსნადია

ნაკლებობას შეუძლია გამოიწვიოს მეგალობლასტიკური ანემდია.

კარგი წყაროები – ხილი და ბოსტნეული.

ვიტამინი D

ქიმიური დასახელება – ერგოკალციფეროლი, ქოლეკალციფეროლი.

ცხიმში გახსნადია.

ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს რაქიტი  და ოსტეომალაცია, ასუსტებს ძვლებს.

კარგი წყაროები – კვერცხი, ცხვრის ხორცი, სოკო. მისი გამომუშავება ხდება კანში.

ვიტამინი E

ქიმიური დასახელება – ტოქოპეროლი, ტოქოტრიენოლი.

ცხიმში გახსნადია.

ნაკლებობამ შეიძლება ახალდაბადებულებს შორის გამოიწვიოს ჰემოლოტიკური ანემია. ეს არის მდგომარეობა, როცა სისხლის უჯერედები ნადგურდება და სისხლისგან ქრება.

კარგი წყაროები – კივი, ავოკადო, კვერცხი, რძე, მიწის თხილის კარაქი, მწვანე ბოსტნეული, ბოსტნეულის ზეთი.

ვიტამინი K

ქიმიური დასახელება – ფილოქვინონი, მენაქვინონი.

ცხიმში გახსნადია.

ნაკლებობამ შეიძლება დიათეზისი გამოიწვიოს, რაც სისხლდენას უწყობს ხელს.

კარგი წყაროები – ავოკადო, მწვანე ბოსტნეული, კივი.

საჭმელი თუ დანამატები?

დანამატების მიღება დასაშვებია, თუმცა მაქსიმალურ დოზას არ უნდა გადააჭარბოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.