წონაში კლებაწონის კორექცია

საიდან უნდა დაიწყოთ, თუ 20 კილოგრამი ან მეტი გაქვთ დასაკლები?

იცით საიდან უნდა დაიწყოთ, თუ ზედმეტი 20 კილოგრამი გაწუხებთ?

20 კილოზე მეტის დაკლება ნამდვილად გამომწვევი წინადადებაა.

ამ ტიპის წონის კლება, ვერ მოხერხდება მხოლოდ დიეტის ცვლილებებით.

ეს გულისხმობს აზროვნების, ქცევების და თქვენი გარემოს ცვლილებებსაც. ამ ყველაფერს ერთად შეუძლია შედეგის მიღწევა.

საშიშად ჟღერს არა? მაგრამ გვენდეთ, ასეთი თვალშისაცემი შედეგის მიღწევა შესაძლებელია.

თქვენ გჭირდებათ სოლიდური სამოქმედო გეგმა, რომელიც გააერთიანებს ქვემოთ მოყვანილ 9 აღიარებულ სტარატეგიას, რათა მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

აქვე, გთავაზობთ სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში.

გქონდეთ რეალისტური მოლოდინები

მანამ, სანამ იმაზე იფიქრებთ თუ რა უნდა იდოს თქვენს თეფშზე, საჭიროა სწორად აზროვნებდეთ.

20 კილოგრამი დასაკლებად არაა მარტივი და ბუნებრივია დრო სჭირდება.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გექნებათ, როგორც თვალშისაცემი შედეგები, ასევე მომენტები, როდესაც პროგრესს ვერ დაინახავთ.

თავიდანვე ამის ცოდნა დაგეხმარებათ იმედგაცრუება მინიმუმამდე დაიყვანოთ.

იფიქრეთ კომპლექსურად

შეიძლება დაიწყოთ ახალი დიეტა, მაგრამ ამან არაფერი შეცვალოს თქვენს ცხოვრებაში.

იფიქრეთ ძილზე, ვარჯიშზე და სტრესზეც, ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში.

თუკი ერთ-ერთ მათგანს დააიგნორებთ, ეს სხვებზეც იქონიებს გავლენას.

მაგალითისთვის: მტკიცებულებები ცხადჰყოფს, რომ არასაკმარისი ძილი (ნაკლები ვიდრე 7 საათი) იწვევს ზედმეტ ჭამას.

თქვენ მაშინ მიაღწევთ საუკეთესო შედეგს, როდესაც ყველაფერი მნიშვნელოვანი გექნებათ დაბალანსებული – არა მხოლოდ კვების რაციონი.

მზად იყავით ხანგრძლივი პროცესისთვის

როდესაც 20 კილოგრამის დაკლება გსურთ, დიეტური ცვლილებები უნდა აქციოთ ცხოვრების წესად.

იმ დონეზე უნდა მიხვიდეთ, რომ ჭამის ეს ჩვევები გახდეს თქვენთვის ბუნებრივი და არ აძალებდეთ საკუთარ თავს.

ასევე ნახეთ:  6 მიზეზი, რატომაც სიმძიმეებით ვარჯიში ქალებისთვის აუცილებელია

ამას სჭირდება დრო და პრაქტიკა, მაგრამ ყოველი ახალ დიეტაზე, როგორც ჩვევაზე ფიქრით, შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას.

ნუ ეცდებით ყველაფრის ერთბაშად გაკეთებას

არ დააძალოთ საკუთარ თავს 18 ჩვევის ერთად ათვისება.

დაიწყეთ ერთ-ერთი მათგანით – ეს შეიძლება იყოს 2 ლიტრი წყლის დალევა ყოველდღე, ან შუაღამისას ჩიფსების ჭამაზე უარის თქმა, ან სულაც, დილაობით ყავის შაქრის გარეშე მიირთმევა.

ბევრი რამის სწრაფად ათვისებამ შესაძლოა გამოიწვიოს იმედგაცრუება.

დაიწყეთ პატარათი და ისეთით, რომელშიც დარწუნებული ხართ, რომ გამოგივათ.

არ ფოკუსირდეთ რიცხვებზე

წონის კლებისას სასურველი შედეგის მიღწევა კარგია – მაგრამ ნუ გახდებით რიცხვებზე დამოკიდებული.

მიზნად ისეთი რაღაცები დაისახეთ, რასაც რიცხვებით ვერ გაზომავთ: სიმსუბუქის შეგრძნება, მარტივად მოძრაობა, მოქნილობა, მეტი თავისუფლება და ა.შ.

პროგრესის კილოგრამებით ვერ დანახვისას შეიძლება მოტივაცია დაკარგოთ.

უარი თქვით არაჯანსაღ საკვებზე

მანამ, სანამ უარს იტყოდეთ „ცუდ“ საჭმელზე, მაგალითად ტკბილეულზე, სცადეთ დიეტაში დაამატოთ სასარგებლო საკვები.

რეკომენდირებულია სულ მცირე 2 ლიტრი წყლისა და 7-8 პორცია ბოსტნეულის მიღება ყოველდღე.

რაც უფრო მეტს დაამატებთ, მით უფრო ნაკლებად იგრძნობთ დანაკლისს.

ბონუსი: წყლისა და ბოსტნეულის მიღება დაგეხმარებათ, როგორც წონის კლებაში, ასევე გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელებასა და იმუნურ სისტემას და დაგაყენებთ უკეთეს ხასიათზეც.

იკვებეთ ჯანსაღად

როგორ დანაყრდეთ სწრაფად და მარტივად? დამუშავებული საკვები ჩაანაცვლეთ ბოჭკოთი და ცილით მდიდარი სკავებით.

მაგრამ მხოლოდ თეთრი პურის ჩანაცვლებით ნუ შემოიფარგლებით, ამით ვერ მიიღებთ საკმარის შედეგს.

დიეტურ პურს დაახლოებით იმდენივე კალორია აქვს, რამდენიც ჩვეულებრივს.

მიირთვით ისეთი საკვები, როგორიცაა ყავისფერი ბრინჯი, ბურღულეული და ა.შ.

ასევე ნახეთ:  რა მოხდება, თუ შაქარს 3 დღე არ მიიღებთ

ყურადღება მიაქციეთ რამდენს ჭამთ

დიეტოლოგები თანხმდებიან: წონის კლებისას საკვების რაოდენობა, ისეთივე მნიშნელოვანია, როგორც ის თუ რას ჭამთ.

ცოდნა იმისა, თუ რამხელა პორციები უნდა მიიღოთ და შემდეგ ამის გამოყენება, საბოლოო ჯამში დიდ შედეგს მოგცემთ.

ნუ განჯით საკუთარ თავს მკაცრად

ვერავინ შეძლებს 20 კილოგრამზე მეტის დაკლებას ისე, რომ ერთი ნაჭერი პიცისკენ მაინც არ გაექცეს ხელი. თუ მსგავსი რამ მოგივათ, სულაც არ ნიშნავს იმას რომ პროგრესი აღარ გექნებათ.

როდესაც ცუდი დღე გაქვთ, დამშვიდდით და გაანალიზეთ, რომ ეს სწავლების პროცესია.

გაიხსენეთ ველოსიპედის ტარების სწავლის პროცესი, თუ რამდენჯერ დაცემულხართ სანამ ტარების ტექნიკას გამართულად ისწავლიდით.

არ განსაჯოთ საკუთარი თავი, ამან შეიძლება გამოიწვიოს დანებება. ასე, რომ უბრალოდ დაივიწყეთ და განაგრძეთ წინსვლა.

ახლა კი იცით, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ზედმეტი 20 კილოგრამი გაწუხებთ.