სწორი კვებაწონის კორექციაწონის მომატება

ზრდის ჰორმონი და მისთვის სასარგებლო საკვები

თუ გსურთ ნატურალური გზით გაზარდოთ თქვენ ორგანიზმში ზრდის ჰორმონი, მაშინ აუცილებლად მოგიწევთ ყურადღება გაამახვილოთ თქვენ დიეტაზე.

გარდა ვარჯიშისა, ყველზე მნიშვნელოვანია ის თუ რას ჭამთ, თუკი გსურთ ზრდის ჰორმონის მომატება.

საკვები, რომელიც დაგეხმარებათ მოიმატოთ ზრდის ჰორმონი თქვენს ორგანიზმში:

კენკრა

მელატონინით მდიდარი საკვები ხელს უწყობს 175%-მდე გაზარდოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონი.

კენკრა საუკეთესო ვარიანტია, შესაბამისად საუზმეზე შვრიასთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ.

თევზი

ვიტამინ D-ს დეფიციტი პირდაპირ კავშირშია მამაკაცების ჰორმონის შემცირებასთან.

ორაგულის ყოველი 100 გრამი თქვენ დღიურ დოზას 271%-ით უზრუნველჰყოფს.

ანანასი

ანანასი სერიტინის (ჰორმონი რომელიც წარმოადგენს ტვინსა და კუჭს შორის ნეირო-გადამყვანს, თქვენი რელაქსაციისთვის) დიდ წყაროს წარმოადგენს.

ჭამეთ გვაინ, რათა ხელი შეუწყოს ძილს და ზრდის ჰორმონების მომატებას.
კარგად დაზეთილი მანქანა

ქოქოსი

ვარჯიშამდე დალიეთ შეიკი, რომელსაც დაამატებთ ქოქოსის ზეთს (თქვენი წონის ყოველ კგ.-ზე 1 გრამი), რომელიც გააძლიერებს ზრდის ჰორონს 4 საათის განმავლობაში – და წინააღმდეგობებით ვარჯიშისას შეგმატებთ ძალას.

სოიო

სოიოს მარცვლები მდიდარია ელ-არგინინით, რომელიც სულ რაღაც 30 წუთის შემდეგ ზრდის თქვენი ჰორმონის დონეს.

მწვანე ლობიო

ჰანიბალ ლექტერის საყვარელი, მწვანე ლობიო მდიდარია L-Dopa-ს შემცველობით, რომელიც ასტიმულირებს ჰიპოფიზის ჯირკვალს, რათა მიიღოთ დამატებითი ზრდის ჰორმონი კუნთოვან მასაზე.

ძროხის ხორცი

რა თქმა უნდა, იცოდით რომ აქ ამას შეხვდებოდით! მაგრამ ამ შემთხვევაში განზე გავწიოთ პროტეინის სარგებელი, თქვენი საყვარელი სტეიკის ამინომჟავები დაგემხარებათ ელ-ორთინინის სინთეზირებაში.

ნაერთი, რომელიც საბაზისო დონესთან შედარებით 4-ჯერ გაზრდის თქვენ ორგანიზმში ზრდის ჰორმონს.

ასევე ნახეთ:  გამოშრობა თუ მასის მომატება? 5 რამ, რაც უნდა იცოდეთ

იოგურტი

კვლევების თანახმად, გლუტამინის შემცველობის საკვების, როგორიც არის იოგურტი, 2 გრამის მიღებაც კი საკმარისია ზრდის ჰორმონის მოსამატებლად.

სადილის შემდეგ მიირთვით და გადადგით ნაბიჯი სასურველი შედეგისკენ.

რჩევებთან ერთად ჩვენ გთავაზობთ სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალურ პროგრამას, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება, დაიწყეთ დღესვე!

აი, რა არ უნდა მიირთვათ, თუ ზრდის ჰორმონის დონის მომატება გსურთ.