მოტივაციაფიტნესი

ზუმბა – 10 სასარგებლო თვისება

ვარჯიში არ უნდა დაემსგავსოს რუტინას. მეტიც, ვარჯიში თავად ვარჯიშსაც არ უნდა ჰგავდეს. მაგალითისთვის, ზუმბა სულაც არ არის ვარჯიში, ის არის მხიარულება, სოციალური ცეკვა, რაღა თქმა უნდა, მისი აქტიურობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი ვარჯიშთან ერთად.

მუსიკა არის სწრაფი, მხიარული და გადამდები, ამიტომ, ამ დროს გაჩერება შეუძლებელია.

რადგანაც ზუმბა ჯგუფური ვარჯიშია, საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ თქვენს სავარჯიშო პროგრამაში თქვენი მეგობრებიც ჩართოთ.

გთავაზობთ ზუმბას 10 სასარგებლო თვისებას:

კალორიებისა და ცხიმის წვა

ძირითადად ზუმბა გულისხმობს დიდი რაოდენობით კალორიების წვას, ისევე, როგორც ეს ხდება აერობიკის ინტერვალური ვარჯიშების დროს.

საშუალოდ ადამიანი 600-1000 კალორიას წვავს ზუმბას დროს.

ზუმბას ქორეოგრაფი ისე ადგენს სიმღერას, ინტენსივობასა და ინტერვალებს, რომ მაქსიმალურად აქტიური იყოთ ცეკვის დროს და მაქსიმალურად მეტი კალორია დაწვათ.

ფიტნეს მოძრაობები შერწყმულია ზუმბასთან. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუკი ცეკვის დროს აზიდვებს გააკეთებთ კედლის დახმარებით ან სულაც ჩაჯდომებსა და ხტომებს.

გაუმჯობესებული კოორდინაცია

თუკი შეუერთდებით ზუმბას ჯგუფს, ამით კოორდინაციის უნარსაც გაიუმჯობესებთ, რომლის შენარჩუნებაც ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო მნიშნელოვანი ხდება.

მთელი ტანის ვარჯიში

ზუმბა არის ორივე – ცეკვის ჯგუფიც და ფიტნესიც.

გარდა გულისთვის სარგებლიანობისა, ზუმბა უზრუნველყოფს მთელი ტანის ვარჯიშს.

თავისა და მხრების მოძრაობით, ასევე, მოძრაობს კისერი და ხურდება მთელი სხეული, ხოლო ფეხის მოძრაობები აძლიერებს და მოქნილს ხდის წვივის კუნთებსა და კოჭებს, ფიტნესის ეს მეთოდი ავარჯიშებს ყველა ახლო მდებარე კუნთსა და სახსარს.

ასევე ნახეთ:  მაპელაი - ქართულ ბაზარზე სასარგებლო წასახემსებელი გამოჩნდა

მათაც კი, ვინც ახლა სწავლობს ცეკვის ნაბიჯებს, ზუმბას შემდეგ, მეორე დღეს, გაღვიძებისას აუცილებლად ექნება ვარჯიშის შემდგომი მდგომარეობის განცდა.

აერობიკასთან დაკავშირებული ბენეფიტები

ზუმბას გამოყენებით უფრო მარტივად მიაღწევთ გულის ცემის საჭირო სიხშირეს, ვიდრე ამას სტანდარტული ვარჯიშით შეძლებთ, თუკი ისეთ სიმღერას გამოიყენებთ, რომელიც თითოეულ წუთში 145 ბიტია. ეს გეხმარებათ, იმოძრაოთ ბუნებრივად სწრაფად, რაც თავის თავში გულისმხობს ნამდვილ აერობიკის ვარჯიშებს.

მაშინაც კი, თუ თქვენ ცდილობთ გამძლეობის გაზრდას, ზუმბა საუკეთესო გზაა ამისთვის, ხანგრძლივი ვარჯიშით კი შეძლებთ გულის გაძლიერებას.

არააერობიკული ბენეფიტები

იმის გამო, რომ ზუბმა სწრაფი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობს, სულ რამდენიმე გაკვეთილშიც კი შესაძლებელია თქვენი სხეულის გაძლიერება.

თუმცა, კიდევ უფრო მარტივია არააერობიკული გაძლიერება.

საერთო ჯამში, ზუმბა ძალიან სასარგებლოა, რათა შეინარჩუნოთ სისხლძარღვთა კარგი რესპირატორული სისტემა. მას შეუძლია, გააუმჯიბესოს სუნთქვა მაღალი ინტენსიური ვარჯიშების დროს.

ვარჯიშზე მიჯაჭვა

ვარჯიშებით, რომლებიც სამსახურს ჰგავს, რთულია აღფრთოვანდე, მაგრამ ზუბმა საოცრად სასიამოვნო, გასართობი ვარჯიშია, რომელსაც მუდმივად გინდა, რომ მიუბრუნდე.

ის სრულებით ცვლის ვარჯიშის იდეას; ნამდვილად არის ისეთი რამ, რასაც მიეჯაჭვებით და ჯანსაღ გეგმაში მუდმივად დაიკავებს ადგილს.

ყველას შეუძლია, ჩაერთოს

კლასებში ჩართვა ყველა დონისთვის შესაძლებელია, რადგან არსებობს სტანდარტული ზუმბა, გოლდენ ზუმბა, საბავშვო ზუმბა და აკვა-ზუმბაც კი, რომელიც აუზში სრულდება.

იმის გამო, რომ ზუმბა დაფუძნებულია მუსიკასა და ცეკვაზე, ის ჰგავს უნივერსალურ ენას, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ილაპარაკოს.

ზუმბას არ სჭირდება წინასწარი მომზადება, როდესაც ახალი ხარ კლასში, შეგიძლია, ინსტრუქტორის მოძრაობებს მიჰყვე და მარტივად აითვისებ დიდ ცეკვებსაც კი.

ასევე ნახეთ:  ძლიერი მოტივატორები, რომლებიც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში | მოტივატორი

გაზრდილი თავდაჯერება 

ზუმბას უამრავ ბენეფიტს შორის არის კიდევ ერთი, მას შეუძლია, შეამციროს კომპლექსები, გაგიუმჯობესოთ კოორდინაცია და ჯდომის მანება და ამ ყველაფერთან ერთად შეგმატოთ თავდაჯერებულობა, რაც იმ წამსვე აისახება თქვენს ხასიათსა და მონდომებაზე.

ის, ვინც თავს კარგად გრძნობს, ასევე – თავდაჯერებულიცაა.

ხასიათის გამოსწორება

ზუმბა საუკეთესო ვარჯიშია, როდესაც გსურთ, თავი დააღწიოთ იმ სტრესს, რომელსაც მთელი დღების განმავლობაში იღებთ.

სწრაფი მოძრაობები გეხმარებათ, გამოყოთ დიდი რაოდენობის ენდორფინი, რომლებიც თავის მხრივ საჭიროა კარგი ხასიათისა და ბედნიერების შეგრძნებისთვის.

ხასიათის ცვლილებებს იმ წამსვე იგრძნობთ, როგორც კი მუსიკას გაიგებთ.

სოციალურობა

ზუმბას კლასებზე შეხვდებით და ურთიერთიბა გექნებათ ბევრ საინტერესო ადამიანთან.

ამ ტიპის ვარჯიშით შეგიძლიათ, დაკავდეთ კვირაში 2-3-ჯერ, სწორედ ამიტომ, გახდებით მეტად სოციალური და შეიძენთ უამრავ ახალ მეგობარს. მათთან ერთად კი შეძლებთ, მოაწყოთ ზუმბას წვეულებები, შეჯიბრებები და ა.შ.