ჯანმრთელობა

როგორ ავირიდოთ ქრონიკული თავის ტკივილი?

თავის ტკივილის გამოწვევა უამრავ ფაქტორს შეუძლია, როგორიც არის დაღლილობა, არასაკმარისი ძილი და მედიკამენტებიც კი. მაგრამ არსებობს დღეები, როდესაც თავის ტკივილი დიდხანს გრძელდება – ამ შემთხვევისთვის სპეციალური მიდგომები უნდა ვიცოდეთ.

1. დაძაბული თავის ტკივილი

სიმპტომები: თავის ორივე მხარეს ტკივილი. ეს არის ყველაზე გავრცელებული ტიპი, კაცების 70 პროცენტს აწუხებს და გამოწვეულია სტრესისგან ან კისრის დაძაბულობისგან.

მკურნალობა: მედიკამენტური მკურნალობა ყოველთვის კარგი გამოსავალია (ასპირინი, იბუპროფენი, აცეტამინოფენი). თუმცა, ასევე, შესაძლებელია მასაჟით მკურნალობა კისრის დაძაბულობის მოსახსნელად.

პრევენცია: ყოველთვის გამართული იჯექით სკამზე. მთელი დღის განმავლობაში მოხრილი ჯდომა შესაძლოა, ჩვევად გადაიქცეს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი სტრესი გაქვთ.

ამ დროს თავის ტკივილის არიდება შესაძლოა, მარტივი აღმოჩნდეს და მხოლოდ ოფისიდან შორს გასეირნებამ გიშველოთ.

2. შაკიკი

სიმპტომები: ინტენსიური, რიტმული ტკივილი, ყოველთვის თავის ერთ მხარესაა, რომელსაც მუდმივად თან ახლავს გულის რევა და/ან სინათლეზე და ხმაურზე მგრძნობელობა.

იშვიათია 20 წლამდე მამაკაცებში, ხოლო თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან არც ერთი არ გქონიათ, ე.ი. ეს სხვა რამაა და არა შაკიკი.

მკურნალობა: ისეთი წამლები, რომელსაც რეცეპტი სჭირდება, მაგალითად სუმატრიპტანი ყველაზე სასარგებლოა. ასევე, სასარგებლოა სიმშვიდესა და ჩაბნელებულ ოთახში დასვენება.

პრევენცია: იდენტიფიცირება და გადარჩევა მოახდინეთ გამომწვევი ფაქტორების (წითელი ღვინო, ყველი და კოფეინი).

რეგულარული ვარჯიში         ამცირებს ტკივილის სიხშირესა და სიმძიმეს.

3. თავის ტკივილი თვალის მიდამოებში

სიმპტომები: მწვავე ტკივილი ერთ-ერთი თვალის უკან, რომელიც უცაბებდად ჩნდება და ასევე სწრაფად ქრება.

ასევე ნახეთ:  6 სუპერ საკვები ნებისმიერი ფიტნეს მიზნისთვის

ეს ტკივილი ჩნდება ჯგუფურად და შესაძლოა, განმეორდეს დღეების ან თვეების განმავლობაში. ამ ტიპის ტკივილები ძალიან იშვიათია და ზრდასრულების 1%-ს აწუხებს, მაგრამ 20 წლის შემდეგ კაცები რისკის ქვეშ იმყოფებიან, რომ დაავადდნენ.

მკურნლობა: ჟანგბადის თერაპია ამცირებს ტკივილს. ასევე, კარგი იქნება თუ შეემოწმებით ძილის აპნოეზე – 80%-ს ახასიათებს ეს დარღვევაც, ამიტომ ერთის მკურნალობა მეორეს მკურნალობასაც ნიშნავს.

პრევენცია: მათი პროგნოზირება რთულია, მაგრამ არსებობს ბევრი წამალი, სანსერტის ჩათვლით, რომელსაც თქვენი ექიმი გაუწევს რეკომენდაციას.