ჯანმრთელობა

7 რამ, რაც არ უნდა გააკეთოთ თვითმფრინავით მგზავრობისას

თვითმფრინავით ფრენისას ჰაერში ყოფნა ბევრად განსხვავდება ჩვეულებრივი სიტუაციისგან, იცვლება წნევა და გარემო, რაც ორგანიზმისთვის ზოგჯერ შესამჩნევად დიდი სტრესია.

აი, როგორ უნდა და არ უნდა მოიქცეთ თვითმფრინავით მგზავრობისას:

  1. არ გამოიყენოთ კონტაქტური ლინზები – ისინი თვალის სიმშრალეს იწვევს, თვითფრინავში ისედაც მშრალი ჰაერია, ამიტომ ჯობს გამოიყენოთ სათვალე
  2. “გაინთავისუფლეთ” დაცობილი ყურები – ეს უსიამოვნო გრძნობა ყველამ ვიცით, ამიტომ აარიდეთ თავი მას – დაღეჭეთ საღეჭი რეზინი
  3. არ იმგზავროთ, თუ ცხვირით ვერ სუნთქავთ გაციების გამო – ჩაიშვით ცხვირის წვეთები და გაინთავისუფლეთ ცხვირი. თუ ცხვირით ვერ სუნთქავთ, ეს დამატებითი წნევის დამწოლია თქვენი ყურებისთვის
  4. არ იჯდეთ გაუნძრევლად – ამუშავეთ ფეხები
  5. არ დალიოთ გაზიანი სასმელები – ასეთი სასმელი წნევას ცვლის, ჰაერში კი ეს წნევა ერთი-ორად შესამჩნევია ორგანიზმისთვის, ამიტომ დალიეთ უგაზო წყალი.
  6. ნუ შეეხებით ნურაფერს – თუ ეს აუცილებელი არ არის, ნუ მოკიდებთ ხელს ყველაფერს თვითმფრინავში, ის არც ისე ხშირად იწმინდება და ბაქტერიებითაა სავსე
  7. ნუ მიირთმევთ თვითმფრინავის საკვებს – ყოველთვის ჯობს, თან ატაროთ თქვენი საკვები. ეს ბევრად იაფი და ჯანსაღი გამოსავალია.

 

 

ასევე ნახეთ:  11 ცვლილება ვარჯიშის დაწყებისას