ჯანმრთელობა

რა შეიცვლება, თუ შიშველი დაიძინებთ?

ზოგიერთ ადამიანს ძალიან უყვარს ძილის დროს სიშიშვლე, ზოგი კი თავის კომფორტულ საღამურებს ვერ ელევა. თუკი თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ და შიშველი ვერ იძინებთ, არაკომფორტულად გრძნობთ თავს, გაეცანით შიშვლად ძილის უამრავ კარგ თვისებას, რომელთაგანაც უმეტესობა ძალიან სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

შიშველი ძილის დროს თქვენი სხეული დაცულია გადახურებისგან და უმეტესობა სასარგებლო ჩვევებისა სწორედ ამ ეფექტზე მოდის.

სხეულის მაღალმა ტემპერატურამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს მელატონინის გამოთავისუფლებაზე, ეს სწორედ ის ჰორმონია, რომელიც ჩვენს სხეულს ეხმარება, მიხვდეს, როდის უნდა გაიღვიძოს და როდის არის ძილის დრო.

ჩაცმულმა ძილმა, შეიძლება, აამაღლოს სხეულის ტემპერატურა და იმოქმედოს მელატონინის ფუნქციაზე.

თუკი თქვენთვის შიშველ მდგომარეობაში ძილი უხერხულია, მას შემდეგ, რაც მისი სარგებლიანობის შესახებ შეიტყობთ, აუცილებლად შეიცვლით წარმოდგენას.

გთავაზობთ 6 მთავარ დადებით თვისებას:

1. უკეთესი ხარისხის ძილი

შიშველი ძილი ეხმარება ჩვენს სხეულს, ნატურალურად შეინარჩუნოს ტემპერატურა მთელი ღამის განმავლობაში, რაც, თავის მხრივ, მოქმედებს ძილის უკეთესს ხარისხზე.

ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ამ დროს, გავლენას ახდენს უფრო ღრმა და კარგ ძილზე.

მეცნიერების თქმით, ღამის განმავლობაში გაზრდილი სხეულის ტემპერატურა ზრდის „დაბალტალღოვან ძილს“, რომელიც ღრმა ძილია და რთულია გამოღვიძება.

2. სოკოვანი დაავადებების დაბალი რისკი

შიშვლად ძილი, ასევე, დაეხმარება თქვენს ვაგინალურ ჯანმრთელობას, რადგან საცვლების გარეშე ძილი თქვენს ვაგინას საშუალებას მისცემს, ისუნთქოს.

განსაკუთრებით კი სასარგებლოა ქალბატონებისთვის, რომელთაც მიდრეკილება აქვთ სოკოვანი დაავადებებისკენ.

3. ბაქტერიული ვაგინოზი – ინფექციები

მომდგარმა პიჟამოებმა ან საცვლებმა, შესაძლებელია, ხელი შეუწყოს, ასევე, სხვა ვაგინალურ ინფექციებსაც, როგორიც არის ბაქტერიული ვაგინოზი, ხოლო შიშველ მდგომარეობაში ძილი დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში.

ასევე ნახეთ:  როგორ დავიძინოთ ერთ წუთზე ნაკლებში?

ბაქტერიული ვაგინოზი იწვევს საშოს ნორმალური ბაქტერიის დიდი რაოდენობით ზრდას, რაც ვაგინაში იწვევს შეცვლილ pH-ს.

ექიმების მიერ რეკომენდირებულია მხოლოდ და მხოლოდ ბამბის საცვლების ჩაცმა და რა თქმა უნდა, საცვლების გარეშე ძილი.

4. გაზრდილი ოქსიტოცინი

თუ ვინმესთან ერთად იძინებთ, შიშვლად ძილისას იზრდება ოქსიტოცინის გამოყოფა.

შეყვარებულებისთვის ასეთ მდგომარეობაში ძილი ზრდის მათ შორის ინტიმურობას. ჩახუტება შიშველ მდგომარეობაში ჩვენს ორგანიზმში აღვიძებს ჰორმონს – ოქსიტოცინს, რომელსაც სიყვარულის ჰორმონს ეძახიან, რასაც პოზიტიური გავლენა აქვს ემოციურ ქცევაზე და ამძაფრებს პარტნიორის მიმართ მიზიდულობას.

5. გაუმჯობესებული თმა და კანი

ძილის დროს გამოყოფილმა ოფლმა, შესაძლოა, ცუდად იმოქმედოს კანსა და თმაზე და გამოიწვიოს მათი გაუწყლოება.

ღამით სიგრილის შენარჩუნება ამ პრობლემის მოგვარების გზაა, რაც დამატებით აგარიდებთ თმის დაზიანებას.

გარდა ამისა, როგორც კი ნაკლებ ოფლს გამოჰყოფთ ღამით, აღმოაჩენთ, რომ  ღამით გამოღვიძების შანსი ნაკლებია.

6. დაბალანსებული ჰორმონები

გახდილი ძილი – რაც ნაკლებ სიმხურვალეს იწვევს ღამით – თქვენი ჯანმრთელობის სხვა ასპექტებზეც იქონიებს გავლენას, მათ შორის – ჰორმონებზე.

სხეულის დაბალი ტემპერატურით ძილი დაგირეგულირებთ ჰორმონებს, როგორიც არის მელატონინი, ზრდის ჰორმონი და კორტიზოლი.

ეს ჰორმონები მნიშვნელოვანია ხასიათისთვის, ძილის ხარისხისთვის და სისხლის წნევისთვის.

ამ რჩევების შემდეგ დიდია შანსი, რომ აზრი შეიცვალოთ და შიშველი ძილი თქვენთვის პრობლემას აღარ წარმოადგენდეს.