მედიტაციაწონაში კლებაწონის კორექციაწონის მომატებაწონის შენარჩუნებაჯანმრთელობა

10 მიზეზი, რატომაც იოგა თქვენთვის აუცილებელია

იოგა უნიკალური საშუალებაა ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარობის გასაუმჯობესებლად და სულიერი წონასწორობის მისაღწევად.

როგორც ამბობენ, ის ცხოვრების ფილოსოფიაა და გარკვეულად აღმოსავლური რელიგიების ნაწილადაც მოიაზრებენ, თუმცა მისი ვარჯიშების სისტემის საშუალებით მიღწეული შედეგები, ხშირად არაფრით ჩამოუვარდება ფიტნესის ნებისმიერი სახეობით მიღებულ შედეგებს.

ზოგ ასპექტებში კი ჯობნის კიდეც, რადგან ის ზრუნავს, არამარტო ფიზიკურ და გარეგნულ მხარეზე, ის ეხმარება ადამიანს შინაგანი სამყაროს სიმშვიდის და ჰარმონიის მიღწევაში.

იოგა ასევე რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრების დინამიურ ტემპში ჩართული ადამიანისათვის.

უნდა გახსოვდეთ, რომ იოგას ყველა ვარჯიში მშიერ კუჭზე უნდა შეასრულოთ, ან კარგი დანაყრებიდან 3-4 საათი მაინც უნდა იყოს გასული.

ერთი საათით ადრე დაშვებულია მაქსიმუმ ჩაის ან ყავის ან სხვა სითხის დალევა.

რაში გვეხმარება იოგა:

  1. თუ შენ დაკავებული ხარ იოგით, შენ სხვებისგან განსხვავებით უკეთესად გძინავს და უკეთესად გრძნობ თავს ღამე.
  2. ის აძლიერებს შენს გულს პოზების საშუალებით.
  3. იოგა განიჭებს შვებას სტრესის დროს. როდესაც დეპრესია შემოგიტევთ საჭიროა დაკავდეთ იოგით.
  4. ის გეხმარებათ დაიკლოთ წონაში. ჯანმრთელი კვება და იოგის სავარჯიშოები თქვენს სხეულის წონას აკლებს.
  5. წონის დაკლების გარდა, თქვენი სურვილისამებრ, მას შეუძლია დაგიყენოთ კუნთები. ამისათვის სპეციალური ვარჯიშები არსებობს.
  6. რეგულარული იოგა რადიკალურად ეხმარება გონებრივ გაუმჯობესებას, მეხსიერებას.
  7. ის ახდენს ყველაფრის რეგულირებას მთელს სხეულში. თუ თქვენ რაიმე პრობლემა გაქვთ ის საუკეთსო დამხმარეა თქვენს მწყობრში მოსაყვანად.
  8. ის არაჩვეულებრივად აწესრიგებს თქვენი კვების რეჟიმს, განებებინებთ მოწევას და გკვებავთ ჯანსაღი საკვებით.
  9. ის განიჭებთ სულიერ სიმშვიდეს.
  10. გხდით ელასტიურს.

 

 

 

 

ასევე ნახეთ:  როდის ჯობს ვარჯიში? | ვარჯიშის დრო