ფიტნესიწონის კორექციაჯანმრთელობა

6 აქტივობა, რომლითაც ვარჯიშის გარეშე დაწვავთ კალორიებს

რეგულარული ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ზოგჯერ ძალიან გვეზარება. საბედნიეროდ, არ არის აუცილებელი დარბაზში სიარული, რათა ივარჯიშოთ. არსებობს მრავალი სხვა აქტივობა, რომელიც კალორიებს დაგაწვევინებთ და დისკომფორტსაც არ შეგიქმნით.

დაამატეთ ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივობები თქვენს ყოველდღიურ ან ყოველკვირეულ რუტინას და იგრძენით შედეგები მარტივად.

სიარული – მარტივი სოციალური აქტივობა

ყველამ იცის, რომ სიარული ვარჯიშის ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ აღარ იციან, თუ რამდენად ეფექტურია ის კალორიების დასაწვავად.

ზუსტად რამდენ კალორიას დაწვავთ, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიც არის თქვენი მეტაბოლიზმი – რამდენად სწრაფად დადიხართ და ა.შ. მაგრამ 1 საათი სიარულის დროს დაახლოებით 200 კალორია იწვება.

ამ „ვარჯიშის“ საუკეთესო თვისება ის არის, რომ შესაძლებელია, სოციალური იყოს. ყოველკვირეულად ან დღიურად მეგობრებთან ერთად როცა დადიხართ და თან საუბრობთ, ვერც კი ამჩნევთ, რომ  ეს ვარჯიშია.

ლაშქრობა – ბუნებასთან ერთად კალორიების წვა

სიარულთან შედარებით უფრო მეტ კალორიას დაწვავთ ლაშქრობით.

ყველას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ლაშქრობებზე იაროს, მაგრამ თუკი თქვენ გარშემო ბორცვები ან პატარა მთებია, ეს მშვენიერი გზაა ბუნებასთან დაკავშირებისთვის, რათა ნახოთ ფანტასტიური ხედები და დაწვათ კალორიები.

ისევე, როგორც სიარული, ლაშქრობაც თავისუფალი ვარჯიშია და არ გჭირდებათ არანაირი აღჭურვილობა.

იოგა – გახურებით კუნთების ფორმაში მოყვანა

იოგას ბაზისურ ვარჯიშს საკმაოდ დიდი შედეგის მოტანა შეუძლია, არანაკლებ მნიშვნელოვნის, ვიდრე კალორიების დაწვაა.

თუ თქვენთვის იოგა რთულია, უბრალოდ ეცადეთ, მიიღოთ ის მარტივად და ასეც მოხდება.

ასევე ნახეთ:  Lion Fitness PRO - ახალი უმაღლესი დონის დარბაზი თბილისში

მაგრამ თუ რთულად შეხედავთ, ამით ძალიან ბევრ კალორიასაც დაწვავთ. იოგა ასევე გეხმარებათ, გახურდეთ ვარჯიშამდე, ამით შემდგომი ვარჯიშები გაგიადვილდებათ.

ყოველ დილით მსუბუქი იოგა დაგეხმარებათ, მოხვიდეთ ენერგიაზე კოფეინის მიღების გარეშე.

ცეკვა – ბევრად უფრო მხიარული, ვიდრე სახტუნაოთი ვარჯიში

მიუხედავად იმისა, დადიხართ თუ არა სალსას ჯგუფურ გაკვეთილებზე, მაინც შეგიძლიათ, საღამოობით ქალაქის კლუბს ეწვიოთ თქვენს მეგობრებთან ერთად და მოხვიდეთ ენერგიაზე. ასევე, დაწვათ კალორიები.

ამ ყველაფერში საუკეთესო ისაა, რომ მხიარულებასთან და გართობასთან ერთად ვერც კი გრძნობთ, რამდენი დრო გავიდა და რამდენი კალორია დაწვით.

ცურვა – შენიღბული კარდიო ვარჯიში

ცურვა ფანტასტიური საშუალებაა კალორიების დასაწვავად, რადგან ამ აქტივობით მთავარი კუნთების ჯგუფს ავარჯიშებთ.

ნუ იფიქრებთ, თითქოს ოლიმპიური დონის აღჭურვილობა და საცურაო აუზი გჭირდებათ ამისთვის. სულაც არა!

მიაკითხეთ თქვენთან ახლოს მდებარე საცურაო აუზს ან ტბას და წყალში გარკვეული დროის გატარება დაგეხმარებათ კალორიების დაწვაში.

ხოლო თუკი ზღვას ესტუმრებით, კალორიებს სანაპიროზე ლუდით ნუ აინაზღაურებთ.

დალაგება – ერთი გასროლით ორი კურდღელი

ალბათ, არასდროს იფიქრებდით დალაგებაზე, როგორც ვარჯიშზე, თუმცა დაფიქრდით, სახლის დალაგებისას რამდენ რამეს აკეთებთ. სიმძიმის აწევა, მოწმენდა, გადაწმენდა, ერთი ოთახიდან მეორე ოთახში ნივთების გატანა…

დასუფთავება ნამდვილად კარგი რამაა, როგორც ვარჯიში. თუ დალაგება თქვენ ყოველდღიურ საქმიანობას არ გულისხმობს, შეგიძლიათ, კვირაში ერთხელ დაასუფთავოთ და დაალაგოთ მთელი სახლი.

ამ 6 აქტივობასთან ერთად თუ კვების რაციონის გამოსწორებაც გსურთ, შეგიძლიათ, სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალური პროგრამა შეიძინოთ. ეს კი უკეთ დაგეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში.