ჯანმრთელობა

რატომ უნდა დაივიწყოთ გაზიანი სასმელი?

მიუხედავად ცუდი თვისებებისა, თითქმის ყველას გვიყვარს გაზიანი სასმელი და ხშირად მოვიხმართ მას.

გთავაზობთ სტატიას თუ რატომ უნდა მოიშოროთ თავიდან დიეტური გაზიანი სასმელი

კანადური მედიცინის ჟურნალში გამოქვეყნებულმა ახალმა ანგარიშმა, გაზიანი სასმლის გახსნამდე შესაძლოა დაგაფიქროთ თქვენი არჩევანის სისწორეზე.

მკვლევარებმა 37 სხვადასხვა კვლევა გაანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ ხელოვნური ტკბილეული ბევრად ცუდად იმოქმედებს თქვენზე.

“არ არსებობს მტკიცებულებები ხელოვნური ტკბილეულის გრძელვადიანი მოხმარების ბენეფიტების შესახებ, მაგრამ არსებობს გარკვეული მტკიცებულებები გრძელვადიანი ხელოვნური ტკბილეულის მოხმარების გვერდითი მოვლენების შესახებ.

მათ შორის წონის მომატების რისკი, სიმსუქნე, დიაბეტი და გულის დაავადებები.“ – გვეუბნება კვლევის მთავარი ხელმძღვანელი.

გარდა ამისა, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი 14% გაიზარდა იმ ადამიანებში, რომლებიც ხელოვნურ ტკბილეულს მოიხმარდნენ 10 წლის ან მეტის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ მეტი კვლევაა საჭირო, დანამდვილებით შეგვიძლია ითქვას, რომ ფსევდო ტკბილეულის მიღებაზე უარი უნდა თქვათ, ან უბრალოდ ჩაანაცვლოთ ნამდვილი შაქრის შემცველი ტკბილეულით.

თუ ჯანსაღი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტეთ გთავაზობთ სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალურ პროგრამას.

ის დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგის მიღწევაში, სულ რაღაც 8 კვირაში.

ასევე ნახეთ:  ფიტნეს დღიური: რატომ გვჭირდება პირადი მწვრთნელი?