ფიტნესიწონაში კლებაწონის კორექციაწონის მომატებაწონის შენარჩუნება

რომელი კუნთები უნდა ავარჯიშოთ ერთად?

ნებისმიერი ვარჯიშის სესიის წარმატება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად შეძლებთ ერთად ავარჯიშოთ კუნთები და მათი წყვილები, რაც თქვენს კუნთებს უფრო მეტად გააქტიურებს.

არასწორი კომბინაციის კუნთების ვარჯიშმა შესაძლოა თქვენს სხეულზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

ტრენერი გევინ ველში აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ადამიანები სპორტდარბაზებში უშვებენ, ორი ძირითადი კუნთოვანი ჯგუფის ერთდროულად ვარჯიშია.

მაგალითისათვის, ზურგისა და ფეხების  კუნთების ერთად ვარჯიში ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს, რაც უარყოფითად აისახება თქვენს ნერვულ სისტემაზე. ასეთ დროს მთელ ენერგიას კუნთების მხოლოდ ერთ ნაწილზე დახარჯავთ და შემდეგი ვარჯიშებისათვის ენერგია აღარ გეყოფათ. – ამბობს ველში.  ამისი მიზეზი ის არის, რომ კუნთოვანი ჯგუფები ინდივიდუალურად არ მუშაობს.  მაგალითისათვის, გულმკერდის კუნთების ვარჯიშის დროს  ასევე აქტიურდება მხრები და სამთავა კუნთი.

იმისათვის, რომ ორივე კუნთოვანი ჯგუფი აქტიურად ავარჯიშოთ, რეკომენდირებულია სწორი კომბინაციები აარჩიოთ. ეცადეთ თითო სესიაზე ერთი  ძირითადი კონთოვანი ჯგუფი ავარჯიშოთ (გულმკერდი, წვივები და ზურგი). შემდეგ დარჩენილი ვარჯიშის დრო უფრო მცირე კუნთოვან ჯგუფზე გადაიტანოთ (სამთავა კუნთზე, მხრებზე,ორთავა კუნთზე, მუხლის ქვედა მყესის კუნთზე, მუცელზე და ბარძაყებზე).

გთავაზობთ  კუნთების საუკეთესო კომბინაციებს, რომლებიც რეკომენდირებულია, ერთად ავარჯიშოთ.

დაანაწილეთ თქვენი ვარჯიშის პერიოდი  – დაისვენეთ ერთი დღე მაინც, სანამ გადახვალთ შემდეგ სავარჯიშო პერიოდზე.

კუნთები და კომბინაციები:

ვარჯიში კვირაში 2-ჯერ: 

ზედა ტანის ყველა კუნთი

ქვედა ტანის ყველა კუნთი

ვარჯიში კვირაში 3-ჯერ:

მკერდი, მხრები, ტრიცეფსი

ზურგი, ბიცეფსი, პრესი

ასევე ნახეთ:  როგორ ავიცილოთ წონის მატება მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ

ფეხი

ვარჯიში კვირაში 4-ჯერ:

მკერდი, ტრიცეფსი, პრესი

ზურგი, ბიცეფსი, წინამხრები

მხრები, ტრაპეცია, პრესი

ფეხები

ვარჯიში კვირაში 5-ჯერ:

მკერდი, პრესი

ზურგი

ფეხი

მხრები

ხელები

ვარჯიში კვირაში 6-ჯერ:

მკერდი, მხრები, პრესი

ზურგი, ბიცეფსი

ფეხები

მკერდი, მხრები, პრესი

ზურგი, ბიცეფსი

ფეხები

თუ დარწმუნებული არ ხართ და გსურთ თქვენზე მორგებული სავარჯიშო პროგრამა კვების რაციონთან ერთად პროფესიონალმა ტრენერმა შეგიდგინოთ, ნახეთ ეს გვერდი.