ფიტნესიწონის კორექციაწონის მომატება

კუნთოვანი მასის მომატება სახლის პირობებში

შესაძლოა თუ არა საკუთარი წონით ვარჯიშით კუნთოვანი მასის მომატება?

თუ გსურთ კუნთების ზომისა და სიძლიერის გაზრდა, ამან შესაძლოა გიბიძგოთ წონების ზონისკენ და რთული აწევების კეთებისკენ, როგორიც არის წოლჭიმი და ჩაჯდომები სიმძმით, ვიდრე გააკეთოთ აზიდვები, ლანჯები და სხვა ვარჯიშები სხეულის წონით.

არსებობს გავრცელებული ვარაუდი, რომ საკუთარი წონით ვარჯიში ნაკლებად ეფექტურია კუნთოვანი მასის გასაზრდელად, მაშინ, როდესაც ძალიან მძიმის აწევით შეიძლება კუნთის ბოჭკოების ჩამოშლა გამოიწვიოთ.

მიუხედავად იმისა, რომ  სხეულის წონით ვარჯიშს გააჩნია შეზღუდვები (ეფექტური ფოკუსირება არ მოხდეს ზურგსა და ბიცეფსზე) ასევე გააჩნია ბევრი ბენეფიტიც.

ის ამცირებს დაზიანებების რისკს, საუკეთესო საშუალებაა გახურებისთვის და ნამდვილად ზრდის თქვენ შესაძლებლობებს აწიოთ უფრო მძიმე – პლუს ამას შეგიძლიათ გააკეთოთ ყველგან და ყოველთვის.

აქ არის ის რამდენიმე პუნქტი რაც უნდა იცოდეთ, რათა სხეულის წონით ვარჯიში სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენთვის.

დამწყებებს შეუძლიათ კუნთოვანი მასის მომატება სხეულის წონით ვარჯიშით

სხეულის წონით ვარჯიში არის საუკეთესო გზა მათთვის, ვისაც არ გააჩნია სპორტდარბაზის აბონიმენტი ან არ აქვს ხელმისაწვდომი ეკიპირება.

განსაკუთრებით სარგებლიანია დამწყებთათვის, ვისთვისაც საკუთარი წონა საკმარისი სტიმულია კუნთოვანი მასისა და სიძლიერის გაზრდისთვის.

სხულის წონით ვარჯიში საკმაოდ კარგი საშუალებაა დამწყებთათვის რადგან არ არის აუცილებელი სწორად აკეთებდეთ ვარჯიშს, რადგან ტრავმის მიღების რისკი მცირეა.

იმის გამო რომ ვარჯიშები, რომელიც სრულდება სხეულის წონით საჭიროებს მრავალი პატარა თუ დიდი კუნთის მონაწილეობას, მომავლაში ტრავმის რისკი მცირდება კიდეც და თამამად შეიძლება წონებით ვარჯიშზე გადასვლა.

ასევე ნახეთ:  ფიტნეს დღიური: რატომ გვჭირდება პირადი მწვრთნელი?

მაგალითად აზიდვები შესანიშნავი გზაა ჩვეულებრივი სუსტი მხრების გასაძლიერებლად.

საუკეთესო შედეგის მისაღწევად ეწვიეთ ბმულს და შეიძინეთ სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალური პროგრამა. ჩვენ შეგვიძლია შეგიდგინოთ პროგრამა სასურველი მიზნის მისაღწევად როგორც დარბაზის, ისე სახლის პირობებში.

სხეულის წონით ვარჯიში ეხმარებას სპორტსმენებს კუნთების გამძლეობისა და ძალის გაზრდაში

იმის გამო, რომ თავს ვერ მოიწონებს სხეულის წონით ვარჯიშით, ბევრი მოვარჯიშე უბრალოდ უგულებელყოფს მათ.

მაგრამ თუ თქვენ არა მხოლოდ კუნთოვანი მასის მომატება, არამედ გამძლე კუნთებიც გინდათ სხეულის წონით ვარჯიში შესანიშნავი გზაა ამის მისაღწევად.

სწორედ ამის გამო ძალიან ბევრი მებრძოლი ხშირად ვარჯიშობს ასე.

სხეულის წონით ვარჯიში განსაკუთრებით პოპულარულია შერეული საბრძოლო ხელოვნებების მიმდევრებში, რადგან მათთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა მოქნილი, გამძლე კუნთები.

ამის მისაღწევად მცირე წონითა და ბევრი გამეორებით ვარჯიში კარგი საშუალებაა. პლაიომეტრული ვარჯიშები კუნთებს „ფეთქებადობასა“ და ძალას მატებს და არა დიდ მასას, შესაბამისად კუნთი ძლიერდება მაგრამ არ კარგავს მოქნილობას.

სხეულის წონით ვარჯიში შეიძლება გამოიყენოთ როგორც გახურება წონებით ვარჯიშისთვის, მაგალითად გააკეთეთ აზიდვები ან 20 მეტრიანი სპრინტები სანამ სხვა ვარჯიშებს შეასრულებთ.

როდის გადავიდეთ სხეულის წონით ვარჯიშიდან წონებით ვარჯიშზე

თუ გსურთ დიდი და ძლიერი კუნთები მაშინ სიმძიმეების აწევა აუცილებელია. როდესაც სხეულის წონის კომფორტულად აწევას შეძლებთ მხოლოდ ასეთი  ვარჯიშით შედეგების გაუმჯობესებას ვეღარ გააგრძელებთ.

როდესაც კომფორტულად აკეთებთ აზიდვებს 20 ჯერ, ეს იმას ნიშნავს რომ დროა წონებით ვარჯიშზე გადახვიდეთ.

სხეულის წონით საკმაოდ კარგად შეიძლება ავარჯიშოთ მკერდი, ფეხები და მხრები, მაგრამ ძლიან რთულია ზურგისა და ბიცეპსის კარგად ვარჯიში.

ასევე ნახეთ:  11 ცვლილება ვარჯიშის დაწყებისას

ამიტომ სხეულის წონით ვარჯიშთან ერთად რეკომენდებულია გარკვეული ტიპის ეკიპირებით ვარჯიში, თუნდაც ეს არ იყოს დიდი წონები.

როგორ მივიღოთ ლამაზი მუცელი სხეულის წონით ვარჯიშით

შეიძლება გგონიათ, რომ მუცლის კუნთების საუკეთესო ვარჯიშები სხეულის წონით სრულდება, ( პრესები, რუსული პრესები და ა.შ.), მაგრამ სინამდვილეში ყველაზე ეფექტური ვარჯიშები სწორედ წონით სრულდება (შტანგით ჩაჯდომები, და შტანგის აწევა).

ერთი ტიპის ვარჯიშების კეთება არ ნიშნავს, რომ სხვა ტიპის ვარჯიშებზე უარი თქვათ, პირიქით მაქსიმალური ეფექტისთვის მათი ერთად გაკეთება უმჯობესია.

ყველა ვარჯიშს კონკრეტული ეფექტი აქვს და ვარჯიშების სწორი კომბინაცია არის შედეგის მიღწევის საუკეთსო გზა.