წონის კორექციაწონის მომატება

4 მარტივი ნაბიჯი თუ კუნთური მასის მომატება გსურთ

კუნთური მასის მომატება გინდათ?

ჯანმრთელი ორგანიზმისა და თქვენთვის სასურველი  სხეულის ფორმების მისაღებად, ალბათ უკვე ზღვა ინფორმაციასა და არაერთ გამოუსადეგარ მეთოდს გაეცანით.

მიუხედავად დახარჯული დროის, ფინანსების და ენერგიისა, შედეგს ვერ ხედავთ?

ნუ დანებდებით, რადგან მიზნის მიღწევაში ჩვენი რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ.

მათი გათვალისწინების შემთხვევაში კი სავარჯიშო დარბაზში თქვენი ყოველი მომდევნო სტუმრობა უფრო ეფექტური და ნაყოფიერი გახდება.  

თუ კუნთური მასის მომატება გსურთ, სავარჯიშო დარბაზში ჩვეულებრივზე ნაკლები დრო გაატარეთ

დამღლელი ვარჯიშისა და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, თქვენს კუნთებს გარკვეული დროის განმავლობაში დასვენება და აღდგენა სჭირდება.

ამიტომ კარგი იქნება თუ ვარჯიშის შემდეგ რამდენიმე დღიან ინტერვალებს გააკეთებთ, თავდაპირველად კი სავარჯიშო დარბაზში, ჩვეულებრივზე ნაკლები დრო გაატარეთ ხოლმე .

სწორი კვება და არა დიეტა

როგორც ძველი გამოთქმა ამბობს შენ ხარ ის, რასაც მიირთმევ და მართლაც ასეა.

თუ მიირთმევთ ცხიმიან და მაღალი ქოლესტერინის შემცველ საკვებს, გახსოვდეთ რომ ეს თქვენს კუნთებს ვერა, მაგრამ მუცლის გარშემოწირილობას აუცილებლად გაზრდის.

ბევრი ვარჯიშთან ერთად მიმართავს დიეტასაც, თუმცა გირჩევთ დიეტის ნაცვლად სწორი კვების რეჟიმზე გადახვიდეთ, მაგალითად მიირთვათ მოხარშული თეთრი ხორცი, თევზი, ბოსტნეული – მაგალითად ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო, კვერცხი და აუცილებლად ხილი.

გააკეთეთ სწორი ვარჯიშები

ვაღიაროთ, სპორტ დარბაზში მისვლისას ხშირად ვაკეთებთ იმ ვარჯიშებს რომელი ტრენაჟორიც თავისუფალია, ან უფრო უარესი – ვაკეთებთ ყველაფერს, გახსოვდეთ რომ ეს ჩანასახშივე განწირული იდეაა, რადგან ამ დროს თქვენ ვარჯიშის ნაცვლად ანადგურებთ იმას რის მიღწევასაც ცდილობთ.

გირჩევთ, მიმართოთ პერსონალურ ფიტნეს ტრენერს, რომელიც აუცილებლად შეგიდგენთ სავარჯიშო პროგრამას და მიგაღწევინებთ საუკეთესო შედეგს.

გყავდეთ მისაბაძი მაგალითი

შესაძლოა ეს რჩევა სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა ვარჯიშს მხოლოდ იმიტომ იწყებს, რომ ისეთი ტანი ჰქონდეს როგორიც რომელიმე ფილმის პერსონაჟს, მის საყავრელ მსახიობსა თუ ჟურნალის ყდაზე გამოსახულ სექსუალურ ბიჭს აქვს.

ვარჯიში ჯანმრთელი ცხოვრების წესია, კარგი იქნება თუ გეყოლებათ ისეთი მისაბაძი მსახიობი ან მოდელი, რომლის ფოტოების თვალიერების დროსაც იტყვით – ასეთი სხეული მეც უნდა მქონდეს!

შედეგად, თქვენი კუნთური მასის მომატება ნამდვილად სწრაფად დაიწყება!

ასევე ნახეთ:  რა არის კრეატინი და რატომ უნდა მიიღოთ ის