წონაში კლებაწონის კორექცია

როგორ შევძლოთ წონაში მარტივად დაკლება?

როგორ არის შესაძლებელი წონაში მარტივად დაკლება?

ადამიანი, რომელიც ბევრს მოძრაობს და ნორმალური კვების რეჟიმი აქვს, საშუალოდ 1-2 კილოს იკლებს კვირის განმავლობაში.

წარმოგიდგენთ წონის სწრაფად დაკლების რამოდენიმე რჩევას, რომელიც უნდა დაიცვათ და შედეგის მიღწევა ძალიან გაგიმარტივდებათ.

დაიწყეთ მარტივად დაკლება:

  • ამ წესებში მთავარია, რომ არ მიიღოთ შაქარი და რაც შეიძლება ბევრი სითხე დალიოთ დღის განმავლობაში, მაგალითად როდესაც დალევთ ჩაის აუცილებლად დალიეთ უშაქრო.
  • შეეცადეთ არ მიირთვათ ცომეული, პური, ნამცხვრები, ნაყინი, გაზიანი სასმელები, შოკოლადი, სასუსნავები და ა.შ.
  • თავი აარიდეთ ზედმეტად მარილის მიღებასაც, რადგან მიღებული სითხის რაოდენობა მარილების დაშლას მოხმარდება და არა ზედმეტი ცხიმების დაშლას.
  • კარგი იქნება რომ მიიღოთ რძის ნაწარმიც, რომელიც კუჭის მოქმედებას უწყობს ხელს.
  • შეეცადეთ ნახშირწყლები ძირითადად ბოსტნეულიდან მიიღოთ.
  •  ჭამეთ რაც შეიძლება ბევრი ხილი.

თუ დღის განმავლობაში ჭამთ სამჯერ, შეეცადეთ ეს საკვები ისე გაანაწილოთ, რომ დღეში 4-5 ჯერ ჭამოთ, მაგრამ ცოტა რაოდენობით, რადგან ასეთი სახით თქვენ ორგანიზმს გაუადვილებთ საკვების გადამუშავებას.

აუცილებელია რომ მიიღოთ ცილები და ცხიმები, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ ორგანიზმში – საჭიროა რომ მიიღოთ ხორცი, კვერცხი და ყველა სახის თევზი.

რა თქმა უნდა მარტო ამ წესების დაცვა ვერ დაგაკლებინებთ წონას თუ არ ივარჯიშეთ დღეში 15 წუთი მაინც.

კარგი იქნება რაიმე სახის სპორტით, რომ დაკავებულიყავით, თუ არა და ვარჯიში სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.

ჩვენ გთავაზობთ სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალურ პროგრამას, რომლის დახმარებითაც თავისუფლად შეძლებთ თქვენი მიზნების მიღწევას, სერვისი მოიცავს სახლიდან გაუსვლელად თქვენი გემოვნებისა და მიზნის მიხედვით კვების რაციონისა და სავარჯიშო პროგრამის შედგენას, რაც აუცლებლად მიგაღწევინებთ მიზანს, თუ ყველაფერს ზუსტად დაიცავთ. ეწვიეთ ამ ბმულს და გაიგეთ დეტალები ახლავე.

ასევე ნახეთ:  რამდენი ხანი უნდა დაისვენოთ ვარჯიშებს შორის? | შესვენება

ნუ გადადებთ ხვალისთვის, დაიწყეთ მარტივად დაკლება დღესვე!