ჯანმრთელობა

რა უნდა ვიცოდეთ მედიკამენტებისა და მათი გამოყენების შესახებ? | მედიკამენტები

მედიკამენტები და მათი როლი თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში შეუფასებელია. მათი სწორი გამოყენება ხელს უწყობს გულის მუშაობის ოპტიმიზაციას, აისახება ჩვენს ემოციონალურ მდგომარეობაზე და მადაზე. თუმცა, მედიკამენტების მიღება და მკურნალობის ჩატარება სწორი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, როცა ექიმისპეციალისტის კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს.

დღეისათვის სააფთიაქო ქსელებში გაყიდვაში არის უამრავი მედიკამენტი, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ ორგანიზმის ფაქტიურად ყველა სისტემაზე. მედიკამენტების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო წლებში. გამომდინარე იქედან, რომ ბევრი მათგანი გამოიყენება სხვადასხვა კომბინაციაში, ნათელი ხდება, რომ მედიკამენტების ასორტიმენტი ძალიან ფართეა.

აუცილებელია იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ მარტივი მედიკამენტი რეალურად არ არსებობს. მაგალითად, ზოგიერთი პრეპარატის დანიშნულებას წარმოადგენს ორგანიზმის გარკვეული სისტემის აღდგენა. ასე მუშაობენ მედიკამენტები , რომელბიც ორგამიზმში ამციერებენ ქოლესტერინის დონეს ან ადაბლებენ მადას. სხვა მედიკამენტებს შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ ორგანიზმის რამოდენიმე სისტემაზე ერთდროულადასეთი მედიკამენტების რიცხვს მიეკუთვნება ჰორმონები და ვიტამინები.

მნიშვნელოვანია ასევე ის მომენტი, რომ პრეპარატებისგან მიღებული ეფექტი შეიძლება იყოს პირდაპირი ან ირიბი. მაგალითად, ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების უმრავლესობა შველის ხველის ცენტრის გაღიზიანებას და ამშვიდებს მას, ხოლო ანტიბიოტიკები ანადგურებენ მიკროორგანიზმებს.  
უნდა ვიცოდეთ, რომ მიღების შემდეგ მედიკამენტები მოქმდებას მაშინვე არ იწყებენ. თავდაპირველად მათი გაწოვა ხდება კუჭნაწლავის მიერ, რის შემდეგაც ისინი ხვდებიან სისხლში, ხოლო სისხლიდან ღვიძლში. გაწოვის გარეშე დარჩენილი ნაწილის ათვისება ხდება ორგანიზმის სხვა ქსოვილებისა და ორგანოების მიერ.

მედიკამენტის ქიმიურ შემადგენლობაზეა დამოკიდებული ის, თუ ორგანიზმის რომელ ნაწილში მოხდება მისი დაკავდება ყველაზე დიდხანს.


გახსოვდეთ, რომ მედიკამენტის პროდუქტიულობა განისაზღვრება არა მისი აბების ზომით, არამედ მის შემადგენლობაში არსებული მოქმედი ელემენტებით, რომელთა მოცულობა სხვდასხვა მედიკამენტში სხვადასხვაა.


გაინტერესებთ რამდენი, ან რამდენჯერ შეიძლება მედიკამენტის მიღება?

ამაზე ზუსტი და სწორი პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ კვალიფიციურ ექიმსპეციალისტს, რომელიც ეყრდნობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მთელ რიგ მედიკამენტებს ჩვენი ორგანიზმი არ იღებს, რადგან ისინი მისთვის უცხო სხულებივით არის და ორგანიზმი ყველანაირად ცდილობს მათგან გათავისუფლებას. ზოგიერთი მედიკამენტის გაწოვა ხდება ღვიძლისა და კუნთების მიერ, ზოგიერთი კი ისევ უკან გამოიდევნება თავდაპირველი ფორმით.

მედიკამენტის მღებისა და გაწოვის პროცესი ადამიანის ორგანიზმში რიგ შემთხვევებში მიმდინარეობს სწრაფად, რიგ შემთხვევებში კი ნელა. სისხლში ზოგიერთი მედიკამენტის შემცველობა რჩება მაღალი, ზოგიერთის კი საკმაოდ სწრაფად იკლებსეს ძირითადად დამოკიდებულია მიღებული მედიკამენტების დოზაზე.


ბევრი ადამიანი ცდილობს თავად შეარჩიოს მედიკამენტი და ასე მოიგვაროს ორგანიზმში არსებული სხვადასხვა პრობლემა, მაგალითად უძილობისთვის ძილის წინ გარკვეულ აბებს იღებენ, რომლებსაც ძილის ეფექტი აქვთ, ვინც კვებას ვერ აკონტროლებს, ცდილობს მიიღოს საჭმლის სწრაფად მონელებისთვის განკუთვნილი მედიკამენტები საკვების მიღების წინ და ..

გახსოვდეთ, რომ იმისდა მიუხედავად, როგორი ფორმა აქვს თქვენი ჯანმრთელობის პრობლემას, აუცილებელია კვალიფიციურ ექიმსპეციალისტთან ვიზიტი, რომელიც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ჩაატარებს გარკვეულ კვლევებს, ხოლო მიღებული შედეგებით განსაზღვრავს კონკრეტულ და სწორ მედიკამენტებს, რომელთა მიღება იქნება ეფექტური და რაც მთავარია უსაფრთხო თქვენი ორგანიზმისთვის.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, სერიოზულად მიუდექით ჯანმრთელობის საკითხს და ნუ დაიზარებთ ეიქმთან ვიზიტზე წასვლას!

tsamali.ge გუნდი გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!

[R]
ასევე ნახეთ:  7 შთამბეჭდავი გზა, თუ როგორ მოქმედებს ვარჯიში ტვინზე