სწორი კვებაჯანმრთელობა

რჩევები მომნელებელი სისტემის მუშაობის გაუმჯობესებისთვის

მონელება არის პროცესი, როდესაც სხეული საკვებს პატარა ნაწილაკებად შლის, რათა ის შეერიოს  ორგანიზმში სისხლის მოძრაობას. მომნელებელი სისტემის მუშაობა სწორედ ამ ყველაფერს უზრუნველყოფს.

საჭმლის მონელების სრული  პროცესი გრძელდება 24-დან 72 საათამდე და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, როგორიც არის საჭმლის ტიპი და მომნელებელი ნივთიერებების არსებობა.

ფაქტები მომნელებელ სისტემაზე:

  • ზოგადად, სხეული საკვებს ინელებს 24-დან 72 საათის განმავლობაში.
  • მონელების პროცესი იწყება საკვების პირში მოხვედრისთანავე.
  • კუჭში მოხვედრისთანავე საკვები ერევა კუჭის მჟავას.

რა დრო სჭირდება საკვების გადამუშავებას?

უმეტეს შემთხვევაში, საკვები კუჭსა და მცირე ნაწლავებს გადის 6-დან 8 საათამდე დროში. ხოლო ამის შემდეგ გადადის მსხვილ ნაწლავებში.

თუმცა, ზუსტი დროები განსხვავებულია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე:

  • საკვების ტიპსა და რაოდენობაზე: ცილებით მდიდარი და ცხიმიანი საკვები, როგორიც არის ხორცი და თევზი, უფრო დიდ დროს ანდომებს გადამუშავებას, ვიდრე ბოჭკოთი მდიდარი საკვები, როგორიც არის ხილი და ბოსტნეული. ტკბილეული, როგორიც არის კამფეტები, კრეკერები და საკონდიტრო ნაწარმი, ძალიან შორსაა სწრაფად გადამუშავებადი საკვებიდან.
  • სქესი: 1980 წლის კვლევის თანახმად, ქალებისთვის საკვების წვრილ ნაწლავში მოხვედრას 47 საათი სჭირდება, ხოლო კაცების შემთხვევაში 33 საათი.
  • მომნელებელი სისტემის საკითხები: კრონის დაავადება, დივერტიკულიტი და გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი არის ის, რამაც შესაძლოა, შეანელოს გადამუშავების პროცესი.

პროცესი

საყოველთაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ საკვების გადამუშავება ხდება კუჭში. თუმცა, სინამდვილეში, არსებობს გადამუშავების სამი სხვადასხვა  სტადია:

1. ორალური სტადია

ღეჭვა საჭმელს პატარა ნაწილაკებად აქცევს და ნერწყვთან ურევს.

ასევე ნახეთ:  მაპელაი - ქართულ ბაზარზე სასარგებლო წასახემსებელი გამოჩნდა

ფერმენტული ნერწყვი, რომელსაც ემილაზა ეწოდება, ნახშირწყლებზე მოქმედებს ისე, რომ პატარა ნაწილებად შლის მას.

საკვები იშლება ისე, რომ მარტივია მათი გადაყლაპვა.

2. კუჭის სტადია

კუჭში არსებული ფერმენტი, რომელსაც პეპსინი ეწოდება, ეხმარება ცილებს პატარა ნაწილაკებად დაშლაში.

კუჭის მჟავა, ასევე, დიდ როლს ასრულებს დაავადებული საკვების თავიდან ასაცილებლად; ის კლავს ყველა იმ ბაქტერიას თუ ვირუსს, რომელიც შესაძლოა, საკვებს გააჩნდეს.

3. კუჭ-ნაწლავის სტადია

გადამუშავებული საკვების მკვებავი ნივთიერებები და წყალი კუჭ-ნაწლავის კედლებს გადის. ისინი უერთდებიან სისხლის მიმართულებას და „მოგზაურობენ“ სხეულის სხვადასხვა ნაწილში, სადაც ისინი აღდგენისა და მშენებლობისთვის გამოიყენება.

ის საკვები, რომელიც ვერ გადამუშავდა, გადაინაცვლებს მსხვილ ნაწლავებში. აქ არის ზოგიერთი მკვებავი ნივთიერება და წყალი. ის ინახება სწორ ნაწლავში მანამ, სანამ ის არ დატოვებს სხეულს.

გადამუშავების დრო საკვების ჯგუფების მიხედვით:

  • წყალი და წვენი – 20-30 წუთი.
  • ხილი, სმუსი, წვნიანი – 30-45 წუთი.
  • ბოსტნეული – 30-45 წუთი.
  • მარცვლეული, ლობიო, სახამებელი – 2-3 საათი.
  • ხორცი, თევზი, შინაური ფრინველის ხორცი – 3 საათი და მეტი.

უფრო დეტალურად გადამუშავების დროის შესახებ:

  • წვენი: ხილის და ბოსტნეულის, ბოსტნეულის ბულიონი – 15-20 წთ.
  • ნახევრად თხევადი: დაბლენდერებული ხილი და ბოსტნეული – 20-30 წთ.
  • ხილი: საზამთრო – 20 წთ; ნესვი – 30 წთ; ფორთოხალი, გრეიფრუტი, ყურძენი – 30 წთ; ვაშლი, მსხალი, ატამი, ალუბალი და ა.შ – 40 წთ.
  • ბოსტნეული: სალათები (პომიდორი, კიტრი, ნიახური, პაპრიკა და სხვა) – 30-40 წთ; მოთუშული ან გამომცხვარი ბოსტნეული – 40 წთ; ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, პარკი ლობიო, სიმინდი – 45 წთ; სტაფილო, ჭარხალი, ძირთეთრა, ტურნეფსი – 50 წთ.
  • სახამებელი: პურის პროდუქცია, კარტოფილი, ტკბილი კარტოფილი, წაბლი – 60 წთ.
  • მარცვლეული: ყავისფერი ბრინჯი, შვრია, წიწიბურა, სიმინდი – 1.5 სთ.
  • თხილი და მცენარე: მზესუმზირა, სეზამი, გოგრა და ა.შ. – 2 სთ; ნუში, ტყის თხილი, მიწის თხილი, ამერიკული თხილი – 2,5-3 სთ.
  • რძის ნაწარმი: გამოუხდელი რძე, ყველი და ხაჭო – 1,5 სთ; მოუხდელი რძის ყველი – 2 სთ.
  • ცხოველური ცილა: კვერცხის გული – 30 წთ; მთლიანი კვერცხი – 45 წთ; ზღვის პროდუქტები – 30 წთ; ორაგული, კალმახი, ქაშაყი და სხვა ცხიმიანი თევზი – 45-60 წთ; ქათამი – 1,5-2 სთ; ინდაური – 2-2,5 სთ; ძროხის ხორცი, ცხვარი – 3-4 სთ; ღორი – 4.5-5 სთ.
ასევე ნახეთ:  პროტეინით მდიდარი ტოპ 15 ბოსტნეული

ეს რჩევები დაგეხმარებათ, რომ თქვენი მომნელებელი სისტემის მუშაობას ხელი შეუწყოთ. ასევე, სწორი კვების თქვენზე მორგებული პროგრამა გაცილებით გაგიადვილებთ ცხოვრებას.