ფიტნესიჯანმრთელობა

6 რჩევა ვარჯიშის მოტივაციის გასაზრდელად | მოტივაცია

ვარჯიში გინდათ, მაგრამ მოტივაცია გაკლიათ?

ჩვენ გთავაზობთ 5 ხერხს მოტივაციის გასაზრდელად და ვარჯიშის სურვილის მოსამატებლად.

მიიღეთ კოფეინის შემცველი სასმელი

შავ ყავასთან ერთად დილის ვარჯიში დადებითად აისახება თქვენს მოტივაციაზე.

კოვენტრის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სპორტდარბაზის ვიზიტორები, რომლებიც იღებდნენ კოფეინის შემცველ სასმელს, უფრო მეტხანს და ეფექტურად ვარჯიშობდნენ.

ეს არ ნიშნავს, რომ გადაჭარბებული რაოდენობით ყავა უნდა მიიღოთ, თუმცა, თუ მიჰყვებით დღიურ გეგმას, ეს დაგეხმარებათ მოტივაციის ამაღლებაში.

ისაუზმეთ

International Journal of Sports Nutrition and Exercise Metabolism-მა აღმოაჩინა, რომ საუზმის მიღება აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესს და, შესაბამისად, ხელს უწყობს ცხიმის წვას.

საუზმის მიღება, ასევე გეხმარებათ ენერგიულად იგრძნოთ თავი მთელი დღის განმავლობაში.

დაისახეთ მიზანი

International Journal of Sport and Exercise Psychology-მ აღმოაჩინა, რომ ყოველდღიურად გეგმების დასახვას დადებითი ეფექტი აქვს ადამიანებსი ცხოვრებაზე.

უმჯობესია, თუ დაისახავთ კვირის გეგმას.

აუცილებელია გეგმა იყოს რეალისტური და მიღწევადი. მისი მიღწევის შემთხვევაში კი იგრძნობთ ბედნიერებას და ეს მოგმატებთ მოტივაციას.

მაგალითისათვის, თუ გსურთ რომ  პლაჟზე კარგად გამოიყურებოდეთ, ეს დაგეხმარება ივარჯიშოთ მეტი მოტივაციით.

ივარჯიშეთ მეგობართან ერთად

კანზაზის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მეგობართან ერთად ვარჯიში ზრდის მოტივაციას და ვარჯიშის ინტენსივობას 200 %-ით.

ფინანსური წამახალისებლები და მოტივაცია

კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც უხდიდნენ, რათა სპორტდარბაზში ევლოთ, უფრო ხშირად ვარჯიშობდნენ.

არავინ ასპონსორებს თქვენს ვარჯიშს სპორტდარბაზში? თქვენ შეგიძლიათ თავად მოაგვაროთ ეს პროცესი და გამოიყენოთ აპლიკაცია Pact, რომელიც ფინანსურად გახალისებთ, როცა მიდიხართ სპორტდარბაზში, ხოლო „გსჯით“, როცა ვარჯიშებს აცდენთ.

ასევე ნახეთ:  თქვენი გეგმა ფიტნეს მიზნების მისაღწევად

დაგეგმილი კვების რაციონი და სავარჯიშო პროგრამა

დარბაზში მიდიხართ და არ იცით რა უნდა გააკეთოთ? ეს თქვენ მოტივაციას მალევე მოკლავს. ამიტომ აუცილებელია გქონდეთ წინასწარ გამზადებული სავარჯიშო პროგრამა და კვების რაციონი. როცა ზუსტად იცით, რა უნდა გააკეთოთ, დროს აღარ კარგავთ იმაზე ნერვიულობასა და ფიქრში რომ არაფერი გამოგივათ, შესაბამისად მოტივაციაც არ გეკარგებათ.

გსურთ თქვენი გემოვნებისა და მიზნების მიხედვით გაწერილი სავარჯიშო პროგრამა და კვების რაციონი? ეწვიეთ ამ ბმულს.