სწორი კვებაჯანმრთელობა

მჟავე კიტრი – 5 სასარგებლო თვისება

მჟავე კიტრი მხოლოდ ბურგერს როდი უხდება, ის სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

მჟავე კიტრი მიიღება კიტრის მარილში, ძმარსა და სხვადასხვა სანელებელში ფერმენტაციის გზით, ამ დროს კიტრში არსებული შაქარი გარდაიქმნება რძემჟავად. სწორედ რძემჟავა აძლევს მწნილს მომჟავო გემოს და კლავს ცუდ ბაქტერიებს.

ქვევით ჩამოთვლილია მჟავე კიტრის სასარგებლო თვისებები:

1. შეიცავს K ვიტამინს

მართალია, მჟავე კიტრი არ შეიცავს დიდი ოდენობით ვიტამინებს, ის შეიცავს K ვიტამინს.

ეს ვიტამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლის შედედებასა და ძვლებში კალციუმის შეთვისებაში.

მხოლოდ 4 კალორიის სანაცვლოდ – 14 მიკროგრამი K ვიტამინის მიღება შეგიძლიათ.

2. აქვს პრობიოტიკური თვისებები  

ფერმენტირებული საკვები შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს, რაც მომნელებელ სისტემაში ბალანსის დაცვას უწყობს ხელს.

ექსპერტები გვირჩევენ, რომ კვირაში რამდენჯერ მივიღოთ მწნილი.

3. კარგი ეფექტი აქვს შაქრის დონეზე

კვლევები აჩვენებს, რომ ძმარს შეუძლია, შეამციროს ზოგიერთი საკვების ეფექტი სისხლში შაქრის შემცველობაზე.

ისინი, ვინც პურთან ერთად იღებენ ძმარსაც, ნაკლებად განიცდიან შაქრის დონის ცვალებადობას, ეს ეფექტი კიდევ უფრო გამოკვეთილია მათში, ვინც ინსულინის მიმართ რეზისტენტულია ან მეორე ტიპის დიაბეტი აქვს.

4. მჟავე კიტრი კარგია თქვენი დიეტისთვის

რადგან მჟავე კიტრი კიტრისგან მზადდება, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ, ფაქტობრივად, ბოსტნეულს მიირთმევთ.

თუ სხვა ბოსტნეულის ჭამით დაიღალეთ, შეგიძლიათ, მჟავე კიტრიც მიამატოთ რაციონს.

5. შეგივსებთ ელექტროლიტებს და დაგეხმარებათ წყლის მარაგის აღდგენაში

არასდროს გიფიქრიათ ვარჯიშის შემდეგ მჟავე კიტრის ჭამაზე? სულ ტყუილად.

ის შეიცავს მარილსა და წყალს, რომელიც ვარჯიშის დროს დაკარგულ მარაგს შეგივსებთ.

ასევე ნახეთ:  5 დიდი შეცდომა კვების რაციონში | არასწორი კვების რაციონი