ფიტნესიწონაში კლებაწონის კორექცია

როგორ დავწვათ მუცლის ცხიმი?

მართალია, ქალებსა და მამაკაცებს განსხვავებული ფიტნეს მიზნები აქვთ, მაგრამ როცა საქმე მუცლის ცხიმის დაწვას შეეხება, მათ საერთო სურვილები ამოძრავებთ.  მუცლის ცხიმი არა მხოლოდ ჭარბწონიან ადამიანებს აწუხებთ, არამედ გამხდარი სხეულის მქონენიც კი ხშირად უჩივიან ამ პრობლემას.

ყველას ჰგონია, რომ არსებობს განსაკუთრებული ჯადოსნური ფორმულა, რომელიც მუცლის ცხიმის დაწვაში დაეხმარებათ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. თუ გსურთ მუცლის ცხიმის დაწვა, აუცილებელია იმუშვოთ მთელი სხეულის მასშტაბით ცხიმების დასაწვავად.

იკვებეთ კარგად, რათა დაწვათ მუცლის ცხიმი

ფიტნესში ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, რომ კვების რეჟიმი არის N1 ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს პროგრესზე.

ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, მხოლოდ სპორტდარბაზში სიარული ვერ დაგეხმარებათ ფიტნეს მიზნების მიღწევაში, თუ არ იკვებებით ჯანსაღად და სწორად. ამისთვის აუცილებელია გქონდეთ თქვენზე მორგებული სწორი კვების პროგრამა.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ მუცლის ცხიმის დაწვის პროცესში:

დაწვით უფრო მეტი კალორია, ვიდრე მოიხმართ: შეგიძლიათ მიიღოთ იმ რაოდენობით ჯანსაღი საკვები, რამდენიც გსურთ, თუმცა აუცილებელია დაწვათ მიღებულ კალორიებზე მეტი.

ჭამეთ მეტი საკვები, მაგრამ მიიღეთ ნაკლები კალორია.

მიიღეთ ჯანსაღი წასახემსებელი საკვები მთავარი საკვების მიღებამდე შუალედში: ცხიმების წვა არ ნიშნავს ნაკლები საკვების მიღებას, ეს ნიშნავს კვებას თქვენი მიზნების შესაბამსიად, დაამატეთ ჯანსაღი წასახემსებელი საკვები თქვენს კვების რაციონს, ეს დაგეხმარებათ შიმშილის გრძნობის მოკვლაში.

მიიღეთ რთული ნახშირწყლები და კარგი ცხიმები: თუ გსურთ მიიღოთ ლამაზი მუცელი,  კვების რაციონიდან ცხიმების სრულად ამოღება არ არის აუცილებელი.

ასევე ნახეთ:  6 ფიტნეს ჩვევა, რომლებიც შედეგის მიღწევაში ხელს გიშლით

მთავარია გადახვიდეთ სწორი მოხმარების რეჟიმზე, მიიღოთ უფრო მეტი კარგი ცხიმი, ვიდრე ცუდი ცხიმი, მეტი რთული ნახშირწყალი, ვიდრე მარტივი.

მიიღეთ უფრო მეტი პროტეინი: ცილა გეხმარებათ ქსოვილების აღდგენისა და მშენებლობის პროცესში.

თუმცა ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ პროტეინი ასევე სასარგებლოა ცხიმების დაწვის პროცესისთვისაც. იგი ასევე დაგანაყრებთ უფრო მეტი ხნის განმავლობაში.

კარდიო ვარჯიშები მუცლის ცხიმების დასაწვავად:  რა თქმა უნდა, კარგი დიეტა მნიშვნელოვანია მუცლის ცხიმის დაწვის პროცესში, თუმცა საუკეთესო გზა კარდიოვასკულური ვარჯიშებია.

ამ გზით თქვენ აუცილებლად შეძლებთ მეტი კალორიის დაწვას, მიუხედავად იმისა, მაღალი ინტენსივობის ინტერვალის ვარჯიშებს აკეთებთ, თუ ჩვეულებრივ კარდიო ვარჯიშებს.

სიმძიმეების აწევა გეხმარებათ ცხიმების დაწვაში: ვარჯიში არა მარტო კუნთების გაზრდაში, არამედ კალორიების წვაშიც გეხმარებათ. ინტენსიური ვარჯიში მოკლე შესვენების პერიოდებით დაგეხმარებათ დაწვათ უფრო მეტი ცხიმი.

ძილის ნაკლებობა იწვევს ცხიმების ზრდას: დაღლილობის შეგრძნებასთან ერთად, ძილის ნაკლებობა ასევე საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას, მათ შორის წონაში მომატებას და მეტაბოლიზმის შენელებას.

კვლევებმა უჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც 6 საათზე ნაკლები სძინავთ, უფრო მიდრეკილი არიან წონაში მომატებისაკენ.

საქმის გამარტივება – თქვენზე მორგებული სწორი კვების რაციონი

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის რთული გასაგებია და საქმის გამარტივება გინდათ, მოგვანდეთ თქვენი რაციონის შედგენა ჩვენ. შეგვიძლია შემოგთავაზოთ ორი ტიპის სწორი კვების რაციონი:

ვარჯიშისა და სწორი კვების პროგრამა განკუთვნილია გრძელვადიანი კლებისთვის, მისი დაცვა საკმაოდ მარტივია, შედეგი კი გარდაუვალი. პროგრამაში ზუსტადაა გაწერილი რა უნდა მიირთვათ დღის განმავლობაში სასურველი შედეგის მისაღებად. ეს ყველაფერი თქვენი ასაკის, აქტიურობის დონის, სიმაღლის და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების მიხედვით იწერება. სწორი კვების რაციონის ფასი შეზღუდული დროით 20 ლარია. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ამ გვერდს.

ასევე ნახეთ:  რა არის კრეატინი და რატომ უნდა მიიღოთ ის

სწორი კვების ორკვირიანი რაციონი წონის სწრაფად დასაკლებად განკუთვნილია მათთვის, ვისაც გარკვეული წონის სწრაფად დაკლება სურს. ეს კვების რაციონი ჩვეულებრივ რაციონთან შედარებით რთულია და მისი დაცვა ორ კვირაზე მეტი არ არის რეკომენდირებული. ორკვირიანი სწორი კვების რაციონის ფასი შეზღუდული დროით 17 ლარია. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ამ გვერდს.

შევაჯამოთ

თუ გსურთ მუცლის ცხიმების დაწვა:

• წაიხემსეთ ძირითადი საკვების მიღებამდე
• შეამცირეთ ცუდი ცხიმებისა და მარტივი ნახშირწყლების მიღება
• მიიღეთ მეტი პროტეინი, რათა დაწვათ მეტი კალორია
• აწიეთ მძიმეები
• გამოიძინეთ კარგად