წონის კორექციაჯანმრთელობა

როგორ მოქმედებს ჭარბი წონა ნაყოფიერებაზე? | ნაყოფიერება

ორსულობის გზა ყველასთვის განსხვავებულია. ზოგიერთი წყვილი უბრალოდ სექსზე ლაპარაკითაც ორსულდება, მაშინ როდესაც სხვები თვეები ან წლები უნაყოფობას ებრძვიან.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, უნაყოფობა საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. ამერიკაში 15-დან 44 წლამდე ქალების 12%-ს აქვს დაორსულებასთან ან ორსულობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული პრობლემები, მიუხედავად მათი ოჯახური მდგომარეობისა.

უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები ვერ აკონტროლებენ იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე,  თუმცა არსებობს ზოგიერთ ცვლილებაზე დაქვემდებარებული ფაქტორი, რაც დაორსულებასთანაა დაკავშირებული.

მაგალითად, კვლევებმა აჩვენა, რომ ჯანსაღი წონა სასარგებლოა, როდესაც საქმე ეხება განაყოფიერებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჭარბი წონა ან პირიქით სიგამხდრე არ ჩაითვლება კონტრაცეპტივად. ასევე, ჯანსაღი წონა არ არის აუცილებლად დაორსულების გარანტი, თუმცა თქვენს წონას შეუძლია, გავლენა იქონიოს შვილის ყოლის შესაძლებლობებზე.

რა იგულისხმება „ჯანსაღ წონაში“?

იყო ჯანსაღი წონის მქონე, ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს და ეს დამოკიდებულია თქვენს სპეციფიკურ ჯანმრთელობის ისტორიაზე.

წონა ხშირად ჯანმრთელობას უსვამს ხაზს. ეს დაკავშირებულია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ან თუნდაც მედიკამენტების მიღებასთან. ყველა ეს ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე სკალაზე გამოსახული რიცხვები.  ასე რომ, გულახდილად ესაუბრეთ თქვენს ექიმს ზოგადად ჯანმრთელობაზე და იმაზე, თუ რას ნიშნავს თქვენთვის „ჯანსაღი წონა“, რომელიც ძალიან ინდივიდუალური საზომი გააჩნია.

ამ ყველაფერს კი სხეულის მასის ინდექსამდე მივყავართ. მიუხედავად იმისა, რომ სხეულის მასის ინდექსი არ არის ყოვლისმომცველი, მაინც ბევრი რამაა მასთან დაკავშირებული.

ასევე, ბევრი კვლევის თანახმად, ნაყოფიერების დასადგენად სხეულის მასის ინდექსს იყენებენ, როგორც ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია მისი შეზღუდვები.

ასევე ნახეთ:  როგორ ვიმკურნალოთ და თავიდან ავიცილოთ წელის ტკივილი

სხეულის მასის ინდექსი არის სხეულის ცხიმის  არაპირდაპირი საზომი, რომელიც ითვლება თქვენი წონის შეფარდებით თქვენს სიმაღლესთან.  მისი შეზღუდვა კი იმაში მდგომარეობს, რომ არ ითვალისწინებს კუნთოვან მასას, კვებას, აქტიურობას, სამედიცინო ისტორიას ან ნებისმიერ სხვა რამეს წონისა და სიმაღლის გარდა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგიერთ ჯანმრთელ ადამიანს სხეულის მასის მაღალი ინდექსი აქვს. ზოგიერთი მათგანი კი სხეულის მასის ნორმალური ინდექსით არ არიან ისეთი ჯანმრთელები, როგორც მათ ჰგონიათ.

ცხადია, თქვენი სხეულის მასის ინდექსს ყველაფერს ვერ გეტყვით. უფრო სრულყოფილად შეფასება შეუძლია თქვენს ექიმს ფიზიკური გამოცდით.

თუკი წონაზე (ან სხვა ნებისმიერ რამეზე) ექიმს დაუსვამთ კითხვას, არასდროს შეგეშინდეთ განსჯის, ექიმები ზუსტად იმისთვის არიან, რომ დაგეხმარონ.

წონამ შეიძლება გავლენა იქონიოს სხეულში ესტროგენის ოდენობაზე

ბევრმა ადამიანმა იცის, რომ საკვერცხეები თავად აწარმოებენ ესტროგენს, მაგრამ ის აღარ იციან, რომ ესტროგენს ცხიმოვანი უჯრედებიც აწარმოებენ.

როდესაც სხეულის ჯანსაღი წონა გაგაჩნიათ, თქვენ გაქვთ უფრო დიდი შესაძლებლობა, აწარმოოთ საკმარისი რაოდენობის ესტროგენი, მაგრამ როდესაც ხართ ჭარბწონიანი ან სიმსუქნით დაავადებული, ამ დროს უფრო მეტ ესტროგენს აწარმოებთ ვიდრე საჭიროა – რაც ხელს უშლის რეგულარულ ოვულაციას.

ასევეა, როდესაც ხართ ძალიან გამხდარი, ამ დროს გამოიმუშავებთ მცირე რაოდენობით ესტროგენს, რომელიც   გავლენას ახდენს ოვულაციაზე.

ჭარბწონიანობა ზრდის ინსულინის მიმართ რეზისტენტულობის რისკს

ინსულინის რეზისტენტულობა არა მხოლოდ ორივე სახის დიაბეტს იწვევს, არამედ უარყოფითად მოქმედებს ნაყოფიერებაზე.

ძირითადად ინსულინის საქმიანობაა სისხლში გლუკოზის გადაადგილება უჯრედებამდე. მაგრამ ინსულინის რეზისტენტულობის შემთხვევაში, უჯრედები „აღარ უსმენენ“ ინსულინს, რომელიც გლუკოზის უჯრედში გადაადგილებას სთავაზობს.

ასევე ნახეთ:  22 გზა კუნთოვანი მასის გასაზრდელად | კუნთის ზრდა

სხეული აღმოაჩენს, რომ დიდი ოდენობით გლუკოზაა სისხლში, ამიტომ, დახმარების მიზნით, პანკრეასი იწყებს მეტი და მეტი ინსულინის ამოტუმბვას.

სწორედ ამ დროს შემოდის “თამაშში” ნაყოფიერება: სისხლში ინსულინის მაღალი დონის არსებობა მეტაბოლურ დარღვევებს იწვევს, რომელიც გავლენას ახდენს ოვულაციაზე.

ინსულინის რეზისტენტულობა, ისევე, როგორც ინსულინის სეკრეცია, დაკავშირებულია პოლიცისტოზური საკვერცხის სინდრომთან (PCOS), რომელიც უკავშირდება ნაყოფიერების საკითხებს.

PCOS-ის ზუსტი გამომწვევი მიზეზები უცნობია, მაგრამ ჭარბმა ინსულინმა შეიძლება, გამოიწვიოს ანდროგენის ჭარბი წარმოება, რაც ოვულაციის პრობლემას იწვევს.

ყველას, ვისაც აქვს ინსულინის რეზისტენტულობის პრობლემა, არ არის  PCOS-ის დაავადებული. ქალები, რომლებსაც აქვს ინსულინის რეზისტენტულობა  PCOS-ის გარეშე, მაინც შეიძლება განიცდიდნენ ოვულაციის დისფუნქციას.

შეიძლება, მძიმე წონამ გავლენა იქონიოს ორსულობაზე და მასთან დაკავშირებულ გართულებებზე

2010 წლის რეპროდუქციული მედიცინის ჟურნალში გამოქვეყნებული განხილვის მიხედვით, მაღალი სხეულის მასის ინდექსის მქონე ქალები კარგად ვერ პასუხობენ ნაყოფიერების მკურნალობას.

მაღალი სხეულის მასის ინდექსი ასევე უკავშირდება ორსულობასთან დაკაშირებულ გართულებებს. იგივე ჟურნალში გამოქვეყნებული მეტა-ანალიზის მიხედვით, ქალები, რომლებსაც აწუხებთ სიმსუქნე ან ჭარბწონიანობა, ინსულინის რეზისტენტულობასთან და  PCOS-ს პრობლემებთანაა კავშირში.

ამერიკული კოლეჯის კვლევის თანახმად, სიმსუქნით დაავადებული ქალების მიერ გაჩენილ ბავშვებს აქვთ თანდაყოლილი დეფექტები, როგორიც არის გულის ან ნერვული მილის დეფექტი.

ასევე, მაღალია ორსულობასთან დაკავშირებული გართულებები სიმსუქნის შემთხვევაში, მაგალითად, მაღალი სისხლის წნევა, დიაბეტი და ნაადრევი მშობიარობა.

სიმსუქნე გავლენას ახდენს მამაკაცების ნაყოფიერებაზე

თუ ექიმი/მეგობარი/ოჯახის წევრი გეუბნებათ, რომ განაყოფიერების პრობლემები მხოლოდ ქალების პრობლემებია – არაა სიმართლე.

დაახლოებით, წყვილების 35%-ში, მამაკაცების პრობლემები დაკავშირებულია ქალების პრობლემებთან და საერთო პრობლემად განიხილება. (მხოლოდ 8% არის იდენტიფიცირებული, როგორც მხოლოდ მამაკაცის პრობლემა.)

ასევე ნახეთ:  კარდიო ვარჯიში კუნთოვანი მასის კლების გარეშე

კაცებში სიმსუქნე დაკავშირებულია დაბალ ტესტოსტერონთან და დაბალ სპერმის ხარისხთან, ასევე მაღალი ერექციის დისფუნქციასთან.

2007 წლის კვლევის მიხედვით, გამოკითხულ 1,667  40 წლის მამაკაცებში მომატებული სხეულის მასის ინდექსი დაკავშირებულია ტესტოსტერონის შემცირებასთან.

2012 წლის კვლევაზე დაყრდნობით, მამაკაცები, რომელთა წელის გარშემოწერილობაც 100 სანტიმეტრზე მეტს შეადგენდა, მიდრეკილნი იყვნენ ერექციის დისფუნქციისკენ.

თუ ჭარბი ან მცირე წონა პრობლემებს გიქმნით, ამ პრობლემებში კი ნაყოფიერება და მასთან დაკავშირებული საკითხებიც შედის, მაშინ კარგი იქნება, მიმართოთ ექიმს; მას შეუძლია, გირჩიოთ, როგორი მეთოდი იქნება საუკეთესო თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად.