სწორი კვებაჯანმრთელობა

როგორ განვასხვავოთ კარგი და ცუდი ნახშირწყლები?

ზოგიერთი ნახშირწყალი ნადვილად ცუდია, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც კარგია თქვენთვის.

როგორ უნდა გავარჩიოთ ისინი?

სწორედ ეს იწვევს დაბნეულობას.

ზოგიერთი ექიმი საუბრობს გლიკემიურ ინდექსზე (ესაა მაჩვენებელი, რომელიც ასახავს, თუ რა სისწრაფით იშლება ესა თუ ის პროდუქტი ადამიანის ორგანიზმში და გარდაიქმნება გლუკოზად).

ზოგი ინსულინის ბიძგებს ადანაშაულებს.

ზოგიერთი თავად ინგრედიენტებს ადანაშაულებს, როგორიც არის მაღალი ფრუქტოზის შემცველი სიმინდის სიროფი.

ზოგიერთ მათგანს კი თქვენი მეტაბოლური მაჩვენებლის ცოდნა უნდა.

დაიბენით? რა თქმა უნდა, ყველა ასე იქნება.

სინამდვილე კი არის შემდეგი – ყველა არეულობის ერთად მოქცევა ორ ძირითად წესშია შესაძლებელი:

1.    შეავსეთ თქვენი ყოველდღიური დიეტა რეალური საკვებით. მიირთვით მთლიანი სიმინდი, მაგალითად, სიმინდის ფხვნილის ნაცვლად.

მიირთვით მთლიანი ფორთოხალი – ფორთოხლის წვენის მაგივრად.

უპირატესობა მიანიჭეთ თეთრის მაგივრად ყავისფერ ბრინჯს. ნაკლებად დამუშავებული და რაფინირებული ნახშირწყალი არის უფრო ჯანმრთელი – უკეთესი თქვენი წელის ხაზისთვისაც.

2.    ერიდეთ ყალბ ნახშირწყლებს. ყალბში ჩვენ ვგულისხმობთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც უფრო მეტია ქარხნებში, ვიდრე ნიადაგზე.

ხელოვნური საკვები ზედმეტადაა დამუშავებული – ბოჭკოებისგან და მკვებავი ნივთიერებებისგან თავისუფალი, ცხიმდამატებული, მარილდამატებული, შაქარდამატებული და კალორიადამატებული – ეს არის ის, რასაც ჩვენი წინაპრები საკვებად არ აღიარებდნენ.

თქვენმა ბებიამ კარგად იცის კარტოფილის შესახებ, მაგრამ ძალიან ფრთხილად იქნებოდა კარტოფილის ჩიფსებთან; არაფერი რომ არ ვთქვათ კარტოფილის ფრიზე ყველის სოუსთან ერთად.

რომელი ნახშიწყლებია უფრო კარგი, რეალური და სასარგებლო?

ეს არის ახალი ხილი; მთლიანი მარცვლეულები, როგორიც არის შვრია, ხორბალი, ქერი, ყავისფერი ბრინჯი, მარცვლეულის პური. სახამებლური ბოსტნეული, როგორიც არის კარტოფილი, სიმინდი და პარკოსანი მცენარეები (ლობიო, ბარდა…)

ასევე ნახეთ:  შხაპის იდეალური ხანგრძლივობა

ჰგავს ზემოთ ჩამოთვლილი თანამედროვე “დიეტას”? ახლოსაც კი არ არის.

დრევანდელი რაციონის ძირითადი მახასიათებელი ბევრი ხორცია. ცხიმით მდიდარი რძის პროდუქტები, როგორიც არის კარაქი და ყველი. ასევე, გადამუშავებული სუპერ კალორიული ნახშირწყლები სავსე ცხიმით, მარილით/შაქრით, როგორიც არის დონატები, სიმინდის ჩიფსები, თეთრი ფქვილის პური, მაკარონი და ყველი, პრეტცელი და ა.შ.

მოკლედ რომ ითქვას, დრევანდელი ფართოდ გავრცელებული რაციონი ყველაფერია ხილის, ბოსტნეულის, პარკოსანი მცენარეებისა და მარცვლეულის გარდა.

კარგი ნახშირწყლები ცუდი ნახშირწყლების წინააღმდეგ

რატომ არის კარგი ნახშირწყლები, ხილი, ბოსტნეული, პარკოსანი მცენარეები და მარცვლეული ჩვენთვის სასარგებლო?

კარგი ნახშირწყლები:

  • დაბალი კალორიის შემცველობა, რაც გულისხმობს ჭამასა და დანაყრებას, ზედმეტი კალორიების მიღების გარეშე.
  • მრავალფეროვანი საკვები ნივთიერებების შემცველობა.
  • რაფინირებულ შაქარსა და მარცვლეულს მოშორებული. რაფინირებული შაქარი შეიცავს 20% კალორიას, რაც მთელი დღის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმს სჭირდება. შაქრის დიდი რაოდენობის მიღებას შეუძლია ორივე სახის დიაბეტის გამოწვევა.
  • ბუნებრივი ბოჭკოს მაღალი შემცველობა, რაც გეხმარებათ სისხლში შაქრისა და ინსულინის დონის და ასევე ცუდი ქოლესტერინის რეგულირებაში.
  • დაბალი ნატრიუმი.
  • დაბალი გაჯერებული ცხიმები.
  • ძალიან დაბალი (ხანდახან 0) ქოლესტერინი და ტრანს-ცხიმები.

ხელოვნური, გადამუშავებული (ცუდი) ნახშირწყლები:

  • მაღალი კალორიულობა (საკმარისია ლუკმა ენერგიის ფილა და იღებთ ტონობით კალორიას)
  • რაფინირებული შაქარი (თეთრი შაქარი, სიმინდის სიროფი, თაფლი და ხილის წვენებში დამატებული შაქარი)
  • მაღალი რაფინირებული მარცვლები, როგორიც არის თეთრი ფქვილი.
  • დაბალი მკვებავი ნივთიერებები.
  • დაბალი ბოჭკო.
  • მაღალი (ხშირად ძალიან მაღალი) ნატრიუმი.
  • ხანდახან მაღალი ნაჯერი ცხიმები.
  • ხანდახან მაღალი ქოლესტერინი და ტრანს-ცხიმები.