სწორი კვებაჯანმრთელობა

სასარგებლოა, თუ არა, ნიორი თქვენი ორგანიზმისთვის?

100 გრამი ნიორი შეიცავს დღიურად რეკომენდირებული ვიტამინ „ბე 6“-ის 95%-ს, თუმცა თუ ერთდროულად 100 გრამ ნიორს მიიღებთ, ამას შესაძლოა უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს თქვენს ორგანიზმდე.

უმჯობესია ის რეგულარულად მიიღოთ მცირე რაოდენობით.

გთავაზობთ 5 მიზეზს, რატომაც უნდა მიიღოთ ნიორი:

1.     ნიორი დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში

კვლევებმა უჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად იღებდნენ ნიორს, სამჯერ უფრო ნაკლებად იყვნენ მიდრეკილი გრიპისა და გაციებისაკენ.

მაგალითისათვის, ასეთი კვლევა ჩაატარა დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტმა.

2.     ის ამცირებს ინფლამაციას

ნიორი შეიცავს ინფლამაციის საწინააღმდეგო ნივთიერებებს.

შესაბამისად, მისი მიღებით შეძლებთ დაეხმაროთ ორგანიზმს  თავიდან აიცილოს ისეთი ფიზიკური დაზიანებები, რომლებიც ხშირად სტრესით, გარემოს დაბინძურებით, ცხოვრების წესით არის განპირობებული.

3.     ნიორის მიღებით შეაშინებთ მწერებს

კოლორადოს შტატის უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, ნიორის მიღების შემდეგ თქვენი სუნთქვა მწერებისათვის აღიქმება ისე, რომ მათ აღარ უჩნდებათ სურვილი მოგიახლოვნდნენ.

4.     ნიორის მიღება ხელს უწყობს გულის სიჯანსაღესაც

ნიორის მიღებით თქვენი ორგანიზმი იღებს ჰიდროგენის სულფიდის მარაგსაც, რომელიც თქვენს სხეულს სისხლის მიმოქცევაში ეხმარება და, შესაბამისად, ხელს უწყობს გულსისძარღვთა სისტემის  სიჯანსაღესც.

ნიორის ამ დადებით მხარეზე ინფორმაცია მოცემულია ალაბამის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის ანალიზში.

5.     ნიორის მიღება თავიდან აგარიდებთ საკვებით მოწამვლის რისკს

ვაშინგტონის შტატის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სულფიდის რაოდენობა, რომელსაც ნიორის მირთმევის შემთხვევაში მიიღებთ, 100-ჯერ უფრო ეფექტურია საკვებით მოწამვლისაგან თავის ასარიდებლად, ვიდრე სხვადასხვა ანტიბიოტიკი.

 

ასევე ნახეთ:  ვარჯიშის დროს კომპრესორი ტანსაცმლის გამოყენების 10 დადებითი მხარე