ჯანმრთელობა

სასარგებლოა, თუ არა, პასტა ჯანმრთელობისთვის?

ძალიან მარტივია მიიღოთ დიდი რაოდენობით პასტა (მაკარონი).

შეგიძლიათ თეფში გაავსოთ პასტით, ყველის სოუსისა და სხვა საკვები ნივთიერებებით, თუმცა რამდენად მიზანშეწონილია პასტის მიღება?

პასტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი მხარეები:

ის ენერგიის საუკეთესო წყაროა.

პასტაში დაბალია გლიკოგენის ინდექსი, რაც ნიშნავს, რომ ნახშირწყლები სხეულში უფრო ნელა იხსნება.

ეს სისხლში შაქრის კონცეტრაციას ზრდის, რაც პირდაპირ კავშირშია ენერგიასთან.

რაც ასევე დაგეხმარებათ აკონტროლოთ შემდეგში მიღებული საკვების რაოდენობაც, რადგან აღნიშნული პროცესი გავლენას ახდენს მადაზე.

ის, ასევე უზრუნველყოფს ბოჭკოს რაოდენობას სხეულში, რაც სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის.

თუ მასზე უარს ვერ ამბობთ, თუმცა ვარჯიშის დაწყებაც გსურთ, არც ესაა პრობლემა.

ჩვენ გთავაზობთ სწორი კვებისა და ვარჯიშის თქვენზე მორგებულ პროგრამას, შეიძინეთ ახლავე, ნუ გადადებთ ხვალისთვის.

უარყოფითი მხარეები

ხშირად ხალხს ჰგონია, რომ პასტა პირდაპირ კავშირშია წონაში მომატებასთან, თუმცა სინამდვილეში წონაში მომატებას იწვევს ის სოუსები, რომლებსაც პასტასთან ერთად მივირთმევთ.

ზოგიერთი კვლევის თანხმად, განცალკევებით პასტის მიღება არ დაგანაყრებთ.

აუცილებელია მიიღოთ იგი ხორცთან, ან დიდი რაოდენობით ბოსტნეულთან ერთად, რაც, საბოლოო ჯამში, ბევრი კალორიის მიღებას გულისხმობს.

რითი განსხვავდება პასტა სხვა მსგავსი საკვებისაგან მათ შორის პურის, კარტოფილისა და ბრინჯისაგან?

თითოეული ეს საკვები ერთმანეთისაგან მცირედით განსხვავდება.

კერძოდ, განსხვავება აისახება მათი მიღების შემდეგ, სხეულისათვის მინიჭებული ენერგიით.

გარდა ამისა, კარტოფილი, პასტისაგან განსხვავებით, დამატებით შეიცავს ვიტამინ „ცე-ს.

ასევე ნახეთ:  10 შედეგი, რომლებიც თან ახლავს შუადღისით წაძინებას