ჯანმრთელობა

როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა პროგრესი?

როგორ მივხვდეთ რომ ჩვენი პროგრესი უმჯობესდება?

საერთო ჯანმრთელობის შეფასების მრავალი გზა არსებობს: სიძლიერე, ფიტნეს აერობიკა, ქოლესტერინის დონე, განწყობა და რა თქმა უნდა, სასწორის სკალაზე შემცირებული რიცხვები.

რა ხდება მაშინ, თუკი რიცხვები არ მცირდება და მეტიც იმატებს, მიუხედავად იმისა, რომ ზედმიწევნით იცავთ დიეტასა და ვარჯიშების პროგრამას?

ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დანებდეთ. რიცხვები, ერთ-ერთი ფაქტორია თქვენი ჯანმრთელობის და წონის კლებისას და სასურველი შედეგის მისაღებად ბევრი შრომაა საჭირო.

ვარჯიშისა და კვების მიუხედავად, თუ თქვენ შესამჩნევად ვერ იკლებთ წონაში, გთავაზობთ 7 ნიშანს, რომ თქვენ ბევრად უფრო ჯანმრთელი ხდებით:

1. მეტი ენერგია

ჯორჯიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კვლევამ განამტკიცა მოსაზრება, რომ ვარჯიში არა მხოლოდ გმატებთ ბაზისურ ენერგიას, არამედ გიცავთ დაღლილობისგან.

ეს შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს. როგორ შეიძლება ენერგიის ხარჯვამ გაზარდოს საერთო ენერგიის დონე. მაგრამ მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ენერგიისთვის სარგებელი აქვს ვარჯიშს ყველა დონეზე.

ვარჯიში უფრო მეტად ებრძვის დაღლილობას, ვიდრე რაიმე წამალი ან სტიმულანტი.

2. მეტი გამძლეობა

რაც უფრო ჯანმრთელი ხდებით, მით უფრო იზრდება თქვენი გამძლეობა, რაც ნიშნავს, რომ უფრო სწრაფად და შორს წახვალთ, ვიდრე დანებდებოდეთ.

ბევრი ფაქტორი ახდენს გამძლეობაზე გავლენას, მაგრამ გულ-სისხლძარღვთა ფიტნესი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ ის დაკავშირებულია წონის კლებასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენი კილოგრამი დაკარგეთ.

როდესაც თქვენი გამძლეობის შემოწმება გსურთ, ჩაატარეთ პატარა ტესტი, მაგალითად რამდენი საფეხური შეგიძლიათ აიაროთ სანამ გაგიხშირდებათ სუნთქვა ან რამდენად დიდი მანძლის დაფარვა შეგიძლიათ სირბილით, შესვენების გარეშე.

ასევე ნახეთ:  წონის მატება - დილის 5 მავნე ჩვევა, რომლებიც გასუქებთ

3. უფრო ჭკვიანი ხდებით

ცხადია, რომ ჯანმრთელობის გაუმჯობესება, მხოლოდ სხეულს არ გულისხმობს – ტვინის სიჯანსაღე წამყვან როლს თამაშობს.

თუ შეგინიშნავთ, რომ უკეთესი მახსოვრობა გაქვთ, გონებრივი სიჯანსაღე და გარშემო ყველაფერს უკეთ აღიქვამთ, შეგიძლიათ მადლობა თქვენ სავარჯიშო პროგრამას გადაუხადოთ.

კვლევების დიდმა ნაწილმა აჩვენა ვარჯიშის გავლენა ტვინზე, თუ როგორ აუმჯობესებს ჯანსაღი ცხოვრების წესი შემეცნებას.

თუ უეცრად აღმოაჩენთ, რომ ყველა იმ ადამიანის სახელი გახსოვთ ვისაც შეხვდით, ესეიგი თქვენი წინ მიდის.

4. უფრო ბედნიერი ხართ

რა ფასი აქვს სიჯანსაღისთვის ბრძოლას, თუ არ ხართ ბედნიერი? საბედნიეროდ, კვლევემა აღმოაჩინეს რომ ეს უკანასკნელი ორი რამ მჭიდრო კავშირში იმყოფება.

თუ თქვენი ფიზიკური პროგრესი უმჯობესდება, ესეიგი განწყობაც კარგია. 2015 წლის ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ვარჯიშის პროგრამასთან ერთად, რვა კვირის შემდეგ საგრძნობლად გაიზრდება თქვენი ბედნიერებაც.

აირჩიეთ ჯანმრთელობა და იყავით უფრო ბედნიერი, ამისათვის ეწვიეთ ბმულს, ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პროგრამას სწორი კვებისა და ვარჯიშისთვის.

5. გაზრდილი გამეორებები

არ დაივიწყოთ ჯანმრთელობის სწორად გაზომვა, მაშინაც კი, თუ ცოტა კილოგრამი დაიკელით.

რაც უფრო ძლიერდებით, მით უფრო ნაკლებს იკლებთ. ნუ დაპანიკდებით.

თუ სასწორზე თქვენი წონის რიცხვები ნელ-ნელა მცირდება, მაგრამ გამეორებების და მისვლების რაოდენობა იმატებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უფრო ძლიერი და ჯანმრთელი ხდებით.

დაიმახსოვრეთ: კუნთი უფრო სქელია ვიდრე ცხიმი. ამიტომ კუნთის წონა უფრო მეტია, ვიდრე ცხიმის.

თუ თქვენი წონა არ იცვლება, ესეიგი ცხიმის ჩანაცვლება ხდება კუნთით. მაშინაც კი, თუ საგრძნობლად არ იკლებთ წონაში, უფრო გამომშრალი ხართ, ვიდრე იყავით.

ასევე ნახეთ:  რა არის კრეატინი და რატომ უნდა მიიღოთ ის

6. ნაკლებს ჭამთ

ლოგიკურად, თუკი ბევრ კალორიას წვავთ ვარჯიშისას, კიდევ უფრო მეტის მიღება მოგინდებათ ვარჯიშის შემდეგ, რათა აღიდგინოთ ისნი.

მკვლევარები ამის საწინააღმდეგოს ამბობენ, ისინი ვინც თანმიმდევრულად მიყვებიან ვარჯიშის პროგრამას უფრო ნაკლებს ჭამენ და მადაც უმცირდებათ.

2016 წლის ერთ-ერთმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ვარჯიში ასუსტებს შიმშლის ჰორმონს, ცდის პირები ბევრად ნაკლებ კალორიას მოიხმარდნენ მათთან შედარებით, ვინც მხოლოდ დიეტას იცავდა და არ ვარჯიშობდა.

7. პირად რეკორდს დაამყარებთ

ახალი ფინეტს მიზნების მიღწევის უნარი, ალბათ ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, მაშინაც კი თუ სასწორის სკალაზე ისარი არ მოძრაობს.

უფრო მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ თუ რას გეუბნებათ საკუთარი სხეული და არა სასწორი.

თუ გუშნდელზე უკეთ დარბიხართ, უფრო გიმარტივდებათ ვარჯიში და თანმიმდევრულად სწორად მისდევთ სავარჯიშო პროგრამას, ესეიგი ჯანმრთელობისკენ მიმავალ სწორ გზას ადგახართ.

რა მდგომარეობაშია თქვენი პროგრესი ამ ნიშნების გათვალისწინებით?