ჯანმრთელობა

გაიგეთ რამდენად ჯანმრთელი ხართ ამ 7 რიცხვის მეშვეობით

7 რიცხვის მეშვეობით, თავისუფლად, შეგიძლიათ გაიგოთ რამდენად ჯანმრთელი ხართ.

ჰიდრატაციის პროცესის შენარჩუნება ჯანმრთელი ცხოვრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.ხალხი ითვლის ყველაფერს კალორიებიდან დაწყებული ნაბიჯებით დამთავრებული.

არის ერთი მაჩვენებელი, რომელსაც განსაკუთრებით ხშირად ითვლიან – წონას. ამის გამო, ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ მხოლოდ წონის მაჩვენებელია ღირებული.

თუმცა, როგორც ნუტრიტიონისტი და Wholitarian Lifestyle-ის დამფუძნებელი მალინა ლინკას მალკანი გირჩევთ,  თქვენს კარგად ყოფნაზე არა მხოლოდ  წონის მაჩვენებელი ახდენს გავლენას, არამედ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც.

წონის მაჩვენებელზე ორიენტირების ნაცვლად, შეგიძლიათ გადაერთოთ ყოველდღიური ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე, რათა უფრო უკეთ შეაფასოთ ჯანმრთელობა.

წელის გარშემოწერილობა

ადამიანის ჯანმრთელობის გასაზომად მნიშვნელოვანია შევხედოთ უფრო დიდ სურათს.

წელის გარშემოწერილობის რიცხვი დაგეხმარებათ  შეაფასოთ სერიოზული დაავადებების რისკები, მათ შორის ინსულტის, გულსისძარღვთა დაავადებების, აპნოეს შეტევები ძილში.

ამ რიცხვს შეუძლია ბევრად მეტი ინფორმაცია მოგვცეს იმაზე, თუ რამდენად მიდრეკილია პაციენტი კონკრეტული დაავადებების მიმართ, ვიდრე მისმა წონამ.

წელის გარშემოწერილობის მაჩვენებელი არის ვისცერალური ცხიმების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, ეს კი ცხიმებია, რომლებიც გარს ერტყმის შინაგან ორგანოებს.

ვისცერალური ცხიმები სიმსუქნესთან დაკავშირებული დაავადებების უფრო ზუსტი პროგნოზისტია, ვიდრე მთლიანი სხეულის სიმსუქნე.

გადაწყიტეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით დაკავდეთ და არ იცით საიდან დაიწყოთ? ეწვიეთ ბმულს, ჩვენ შეგიდგენთ თქვენზე მორგებულ სწორი კვებისა და ვარჯიშის პროგრამას, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი მიზნების მიღწევაში.

რამდენ ჭიქა წყალს სვამთ

დღის განმავლობაში მიღებული წყლისა და გაზიანი სასმელების რაოდენობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე.

ასევე ნახეთ:  17 შესანიშნავი მიზეზი ცურვის დასაწყებად

პრიორიტეტი ჰიდრატაციის პროცესზე გააკეთეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა უნდა გაითავისონ, წყლის რა რაოდენობას იღებენ ყოველდღიურად და რა რაოდენობა სჭირდება მათ სხეულს.

ხალხში გავრცელებულია არასწორი შეხედულება იმის თაობაზე, რომ ყველა ადამიანმა დღეში აუცილებლად 8 ჭიქა წყალი უნდა მიიღოს, თუმცა სინამდვილეში რეკომენდირებული წყლის რაოდენობა ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ასაკზე, სქესზე, აქტიურობის დონეზე და კლიმატზე.

ასე რომ, უმჯობესია მიღებული წყლის ჭიქების რაოდენობის თვლის ნაცვლად, დააკვირდეთ შარდის გამოყოფას.

თუ გამოყოფილი შარდი ყვითელი ან უფრო ღიაა, მაშინ ყველაფერი რიგზეა, თუმცა თუ შარდი უფრო მუქი ფერისაა, ესე იგი, თქვენ საკმარისი რაოდენობით წყალს არ იღებთ. წაიკითხეთ ამ თემაზე დაწვრილებით აქ. 

არტერიული წნევა

არტერიული წნევა კიდევ ერთი ფაქტორია, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ გსურთ იყოთ ჯანმრთელი.

როცა ჰიპერტენსია გაუკონტროლებელია, ათეოსკლეროზით დაავადების რისკი ბევრად მაღალია.

ზედმეტად  მაღალი არტერიული წნევა შესაძლოა იწვევდეს თქვენი სისხლძარღვების განადგურებას.

American Heart Association-ის რეპორტის მიხედვით, ამ ყველაფერს შეუძლია გაზარდოს გულის დაავადების ან ინსულტის რისკი.

თუ არტერიული წნევა ძალიან მაღალია, ეს ნიშნავს, რომ თქვენს არტერიებს შორის ზედმეტად დიდი წინაღობებია.

არ არის აუცილებელი არტერიული წნევის ყოველდღიურად შემოწმება, მთავარია ეს მაჩვენებლები აკონტროლოთ და გაზომოთ წნევა მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლით.

მიღებული ბოსტნეული

სხვადასხვა სახის ხილისა და ბოსტნეულის მიღება მნიშვნელოვანია კვების რაციონის დასაბალანსებლად.

როცა საქმე ეხება დიეტას აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ დღის განმავლობაში მიღებული ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობას.

ასევე ნახეთ:  ბროკოლი - საუკეთესო საშუალება წონის დასაკლებად

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დიდი რაოდენობით გლიცემინის შემცველი საკვები გეხმარებათ სისხლში შაქრის მომატებაში.

მართალია, ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ეს გაზრდის დიაბეტით დაავადების რისკს, თუმცა მისი შემოწმებისა და კონტროლის გზით, შესაძლებელია გაიგოთ, მიდრეკილია ადამიანი დიაბეტისაკენ, თუ არა.

უმჯობესია, თუ მიიღებთ სხვადასხვა სახის ხილს.  Victoria State Government of Australia-მ დაწერა, რომ ქიმიკატები, რომლებიც ფერს აძლევს ხილსა და ბოსტნეულს  სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. ასე რომ სხვადასხვა ფერის ხილის მიღება სასარგებლოა თქვენთვის.

ზოგადი წესის თანახმად, რაც უფრო მეტ ხილს ან ბოსტნეულს მიიღებთ დღის განმავლობაში, უფრო ჯანმრთელად იგრძნობთ თავს, რადგან  ისინი გაწვდიან ბევრ ჯანსაღ მიკრონუტრიტს, ვიტამინებისა და მინერალების სახით.

SFGate-ის რეპორტის თანახმად, დღეში რეკომენდირებულია 4-5 სახეობის ბოსტნეულის მიღება. ამით თქვენ მიიღებთ საკმაო რაოდენობის სხვადასხვა ვიტამინსა თუ საკვებ ნივთიერებას.

ქოლესტეროლის დონე

20 წლის ასაკისათვის თქვენი ქოლესტეროლის დონე უნდა შემოწმდეს სპეციალისტის მიერ.

შემოწმება უნდა გაიაროთ სულ ცოტა ხუთ წელიწადში ერთხელ. თუმცა, თუ არსებობს სხვა დაავადებების რისკი, მაშინ უმჯობესია, თუ ამგვარ შემოწმებას უფრო ხშირად მიმართავთ.

ნაბიჯები და აქტივობები

ფიზიკური აქტივობა გეხმარებათ მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში

Centers for Disease Control and Prevention-ის ანგარიშის თანახმად, ფიზიკური აქტივობა აუცილებელია ძლიერი ძვლების შესანარჩუნებლად.

ის ასევე ამცირებს ორი ტიპის დიაბეტით დაავადების რისკს და აუმჯობესებს თქვენს განწყობას.

კვლევებმა აჩვენა, რომ არსებობს რეალური კავშირი დღეში 30 წუთ ვარჯიშსა და ნაადრევი გარდაცვალების რისკის შემცირებასთან.

ასევე ნახეთ:  დეტოქსიკაციის 7 გზა ახალი წლის შემდეგ | დეტოქსი

აუცილებელია შეინარჩუნოთ ფიზიკური აქტიურობა, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია, რათა მიიღოთ სხვადასხვა ბენეფიტი.

ძილზე დახარჯული საათები

ძილი აუცილებელია თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვისაც.  აუცილებელია იძინოთ 8-9 საათი დღე-ღამეში, ხოლო The National Sleep Foundation-ის რეკომენდაციით 18 წელს ზემოთ ადამიანებმა უმჯობესია დღე-ღამეში 7-9 საათი გამოიძინონ.

თუ შეძლებთ გამოიძინოთ დღე-ღამეში ზემოთ მოცემული რაოდენობით , ეს შეამცირებს სხვადასხვა ქრონიკული დაავადების რისკს. კვლევების თანახმად, ძილის ნაკლებობა დაკავშირებულია ჰიპერტენზიასთან, დიაბეტთან და გულის დაავადებებთანაც.

The Guardian-მა ისიც აღნიშნა, რომ, რაც უფრო ცოტა გძინავთ, მით უფრო მოკლე იქნება თქვენი ცხოვრება.

ახლა კი ნამდვილად იცით, როგორ გაიგოთ ხართ თუ არა ჯანმრთელი