წონაში კლებაჯანმრთელობა

რამდენი ნაბიჯი უნდა გაიაროთ ყოველდღიურად?

10 000 ნაბიჯი საკმარისი არ არის! დიახ, თვალი არ გატყუებთ, როგორც ახალმა კვლევებმა დაადასტურა, წონაში დასაკლებად დიეტის, ვარჯიშისა თუ სხვა საშუალებების გარდა, არც მეტი, არც ნაკლები ნაბიჯების სწორად დათვლაც კი აუცილებელი ყოფილა.

დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრს დადიხართ ან დარბიხართ, მაგრამ ამიერიდან დაიმახსოვრეთ რომ 10 ათასი ნაბიჯი არ არის ის მინიმუმი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრებისთვის გჭირდებათ.

ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალThe Obesity of International Journal-ში გამოქვეყნდა, მაგალითისთვის ითვალისწინებს ფოსტალიონების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით.

ანუ რამდენი ნაბიჯი უნდა გაიაროთ მინიმუმ?

როგორც გაირკვა, ფოსტალიონები დღეში მინიმუმ 15 ათას ნაბიჯს დგამენ, მათი სხეულის მასის ინდექსი კი მათ სიმაღლეს იდეალურად ესადაგება.

ამავდროულად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რაც მთავარია გულის დაავადებების რისკიც თითქმის არ არსებობს.

მეორეს მხრივ დაკვირვება წარმოებდა იმ ადამიანებზე, რომლებსაც მუშაობა მთელი დღის განმავლობაში მჯდომარე პოზაში უწევთ და სეირნობაც დიდად არ უყვართ.

როგორც კვლევამ აჩვენა, მათ  სისხლში შაქრის დონე გაცილებით მაღალი ჰქონდათ. ასევე მათი წონისა და სიმაღლის ინდექსები საერთოდ არ შეესაბამებოდა ერთმანეთს.

იმისათვის რომ ეს მონაცემები გააუმჯობესოთ, გირჩევთ რომ ფეხით სიარული აუცილებლად შეიყვაროთ.

იმ შემთხვევაში, თუ კი გამუდმებით კომპიუტერან გიწევთ ჯდომა რამდენიმე ხერხი არსებობს, მაგალითად 20-20 წუთიანი “სეირნობა” სამსახურში ლანჩამდე და ლანჩის შემდეგ.

 ასევე – უარი ლიფტზე და ყველაზე მაღალ სართულზეც კი ფეხით ასვლა, ნაბიჯების მთვლელი აპლიკაცია ტელეფონზე და ა.შ.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის, თუმცა გახსოვდეთ, რომ დღის განმავლობაში რამდენი ნაბიჯითაც მეტს გადადგამთ, იმდენივეთი უხლოვდებით თქვენთვის სასურველ შედეგს.

 

ასევე ნახეთ:  9 რამ, რაც არასდროს უნდა გააკეთოთ, თუ ლამაზი პრესი გინდათ