მოტივაციაფიტნესი

როგორ ზემოქმედებს მუსიკა ვარჯიშზე?

მრავალი ჩვენგანი ვარჯიშის დროს ყურადღების გადატანის საშუალებებს ვიყენებთ, რათა ვარჯიში ნაკლებად დამღლელი გავხადოთ. იქნება ეს რამე მუსიკა თუ სერიალების ყურება, ყველას საკუთარი მეთოდი აქვს ამისთვის.

მაგრამ, ჩნდება კითხვა, ასეთ დროს გასართობები კარგია თუ ცუდი?

ვარჯიშისას ყურადღების გაფანტვას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

გასართობის გამოყენება განსხვავდება მოტივირებისგან. სერიალის ყურება და ჩქარი მუსიკის მოსმენა სხვადასხვაა. ექსპერტის მოსაზრებით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რისთვის იყენებთ, რა ტიპის ვარჯიშს ასრულებთ და რა მეთოდს მიმართავთ ყურადღების გადასატანად.

მუსიკის გამოყენება ვარჯიშისას შესანიშნავი იდეაა.

ზოგი მიიჩნევს, რომ ამ დროს სრული ყურადღება ვარჯიშის სწორად შესრულებას უნდა დაუთმოთ;

ეს ასეა ზოგი ვარჯიშის შემთხვევაში, მაგრამ მონოტონური და ხანგრძლივი ვარჯიშების დროს, როგორებიცაა სირბილი ან ველოსიპედი, სწორად შერჩეული სიმღერაც საკმაოდ კარგი საშუალებაა.

ამ მეთოდით არ დაკარგავთ მოტივაციას და ნაკლებად მიაქცევთ ყურადღებას დაღლილობას.

ასეთ დროს სწორად შერჩეულ მუსიკას შეუძლია, ხელი შეგიწყოთ სწორი ტემპის შენარჩუნებაშიც.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და ადამიანის ფსიქოლოგიაზეა დამოკიდებული.

ასევე ნახეთ:  რას მიირთმევს 48 წლის ჯენიფერ ენისტონი 28 წლის გოგოს რომ ჰგავს