ფიტნესიწონაში კლებაწონის კორექციაწონის მომატებაწონის შენარჩუნებაჯანმრთელობა

19 საუკეთესო სავარჯიშო აპლიკაცია

თქვენი აზრით რომელია საუკეთესო სავარჯიშო აპლიკაცია?

თუ ზუსტად არ იცით, რა უნდა გააკეთოთ, შესაძლოა ვარჯიშისას ძალიან ბევრი დრო დაკარგოთ.

აპლიკაციები დაგეხმარებათ, მიიღოთ რჩევები და დრო ნაყოფიერად გამოიყენოთ.

19 საუკეთესო აპლიკაცია:

1.   Strong

Strong ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) აპლიკაციაა სავარჯიშო პროგრამის დასაგეგმად და ვარჯიშის დროს გამოსაყენებლად. მისი მინიმალისტური და ჭკვიანი ინტერფეისი ნამდვილად გაგიმარტივებთ ვარჯიშს. აპლიაკციაში ასობით ვარჯიში წინასწარაა ჩაწერილი, მას მოყვება თან ინსტრუქციები და აღწერები.

Strong-ს მილიონზე მეტი გადმოწერა აქვს, ჩვენი გუნდიც აქტიურად იყენებს და ნამდვილად უწევს რეკომენდაციას.

მისი გადმოწერა შეგიძლიათ App Store -ის, Google Play-სა და  strongapp.io-ის მეშვეობით.

2.   Cody

ეს სავარჯიშო აპლიკაცია გთავაზობთ სხავდასხვა ინტერაქტიულ გაკვეთილებს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის იოგის, რესტორატიული დაჭიმვისა და pilates გაკვეთილებს.

პროგრამა შეგიძლიათ გადმოწეროთ App Store -ის, Google Play-ს და codyapp.com -ის საშუალებით.

რაც მთავარია უფასოა.

3.   Under Armour Record

ის დაგეხმარებათ ფიტნეს მიზნების მიღწევაში.

აქ ნახავთ ინფორმაციას კუნთოვანი მასის ზრდის, ცხიმის წვის პროცესის, სპორტული აქტივობისა და ძილის ხარისხის გაუმჯობესების შესახებ.

აპლიკაცია შეგიძლიათ გადმოწეროთ App Store -ის, Google Play-ს და record.underarmour.co.uk-ის საშუალებით ( უფასოა).

4.   Gravitus

სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, მას აქვს სოციალური ფუნქციაც.

იგი გაკავშირებთ სხვა მომხმარებლებთან, არის ლიგის მაგიდა, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან.

სავარჯიშო აპლიკაცია შეგიძლიათ გადმოწეროთ App Store -ის, gravitus.com-ის საშუალებით (უფასოა).

5.   BurnAlong

განთავსებულია ვარჯიშის ვიდეოები, რომლებსაც შეგიძლიათ უყუროთ ვარჯიშის დროს.

ასევე ნახეთ:  როგორ დავიკლოთ 2კგ გონების გამოყენებით

პროგრამაში მოცემულია ბევვრი საინტერესო გაკვეთილიც, მათ შორის იოგისა და ბოქსინგის გაკვეთილები.

აპლიკაციის პირველი თვე უფასოა, ხოლო შემდეგ თვიურად იხდით £9.49.

შეგიძლიათ გადმოწეროთ  App Store -ის, Google Play-სა და  burnalog.com-ის მეშვეობით.

6.   RISETODAY

თუ გიყვართ თავისუფლება, ამ აპლიკაციის საშუალებით შეძლებთ თავად აარჩიოთ სასურველი გაკვეთილები.

ამისათვის არ დაგჭირდებათ დარეგისტრირება ან რომელიმე სპორტდარბაზის წევრობა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ადგილმდებარეობისა და გაკვეთილების ტიპის მიხედვით მოძებნოთ და აარჩიოთ სასურველი კურსი.

აპლიკაცია უფასოა. მისი გადმოწერა შეგიძლიათ App Store -ის, Google Play-სა და  risetoday.co-ის მეშვეობით.

7.   Beachbody On Demand

ამ პროგრამის გამოყენებით შეგიძლიათ ჩატვირთოთ ვიდეოები, ან გადმოწეროთ.

თუ გაქვთ  Apple Watch or Wahoo TICKR X chest strap, თქვენ შეგიძლიათ მისი გამოყენებით დათვალოთ კალორიები, ამოწმოთ გულის ცემის სიხშირე და სხვ.

აპლიკაცია შეგიძლიათ გადმოწეროთ App Store -ის, Google Play-სა და beachbodyondemand.co.uk -ის მეშვეობით. აპლიკაციის ფასი კვარტლურად £39-ია.

8.   Freeletics Bodyweight

ამ მიმართულებით ხელმისაწვდომია ოთხი საუკეთესო აპლიკაცია: Bodyweight, Gym, Running და Nutrition.

ყველაზე ხელსაყრელი Bodyweight აპლიკაციაა, რომელიც უფასოა. ხოლო თუ აპლიკაციის საშუალებით სპეციალური ფიტნეს გეგმის შედეგაც გსურთ, სამთვიანი გეგმისათვის , £32.99-ის გადახდა მოგიწევთ.

აპლიკაცია შეგიძლიათ გადმოწეროთ  App Store-ის, Google Play-სა და freeletics.com – ის საშუალებით.

9.   CARROT Fit

ეს სავარჯიშო აპლიკაცია შემოიტანს იუმორს თქვენს ფიტნეს სამყაროში. აპლიკაცია გესაუბრებათ შვიდ-რვაწუთიანი ვარჯიშის დროს, მოგიწოდებთ ივარჯიშოთ და გააკეთოთ სხვადასხვა აქტივობები.

მისი ფასი  £3.99-ია და შეგიძლიათ გადმოწეროთ  App Store-ის და meetcarrot.com/fit – ის საშუალებით.

ასევე ნახეთ:  5 ნიშანი, რომ თქვენი პროგრამა საჭიროებს შეცვლას

10.  30 Day Fitness Challenge

ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ ჩაერთოთ 30-დღიან ე.წ. ტურნირში და ამოწმოთ პროგრესი.

ის უფასოა და გადმოწერა შეგიძლიათ Google Play-სა და App Store-ის მეშვეობით.

11.   Keelo

ერთ-ერთი საუკეთესო აპლიკაცია Keelo ძალიან მრავალფეროვანია და შეიცავს ბევრ საინტერესო (მაქსიმუმ ოცწუთიან) ვარჯიშს.

პროგრამის საშუალებით შეძლებთ ნახოთ HD ვიდეოები. მისი ჩაწერა შეგიძლიათ Apple Watch-შიც, რომლის გამოყენებითაც შეძლებთ ტელეფონის გარეშეც ივარჯიშოთ.

აპლიკაციის თვიური ღირებულებაა £7.99 და მისი გადმოწერა შეგიძლიათ App Store-ის და keelo.com-ის მეშვეობით.

12.    Sworkit

ეს პროგრამა დაგეხმარებათ მიიღოთ ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით – ძალის, კარდიო-ვარჯიშების, იოგის და სხვ.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სხეულის სასურველი ნაწილი და მიიღოთ ინფორმაცია ფიტნეს მიზნების შესახებ, რომლებიც უშუალოდ  მას უკავშირდება.

აპლიკაციის თვიური ღირებულებაა £2.29 და მისი გადმოწერა შეგიძლიათ  App Store-ის, Google Play-სა  და sworkit.com-ის მეშვეობით.

13.   Runtastic Six Pack Abs

ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ მთლიანი სხეულის ფიტნესი გადაჭარბებულია, ამიტომ შესაძლოა კონცეტრირდეთ სხეულზე ექვსი-უჯრის ფორმის მქონე კუნთების შესაქმნელად, ან გაზარდოთ სხეულის ძალა, რაც ასევე კარგია.

ამ პროგრამის ფასია £3.99, მისი  გადმოწერა შეგიძლიათ App Store-ისა და Google Play-დან, იხილეთ გვერდი: runtastic.com/sixpack

14.    StrongLifts 5×5

დაივიწყე შენი ძველი, რუტინული ვარჯიში სიმძიმეებით. ეს აპლიკაცია გეხმარება გაიგო, რა სიმძიმით რა ვარჯიში გააკეთო, რა სიხშირით გაიმეორო ისინი და რამდენი ხანი შეისვენო სეტებს შორის.

ამ პროგრამის ფასია £7.99 და შეგიძლიათ გადმოიწეროთ , App Store-ის Google Play -ის და stronglifts.com  მეშვეობით.

ასევე ნახეთ:  10 საუკეთესო საკვებდანამატი წონის კლებისთვის | წონის დაკლება

15.    Seven

არავის შეუძლია ფორმაში მოვიდეს 6 წუთში, ამისთვის მინიმუმ 7 წუთი გჭირდებათ.

თქვენ არ გჭირდებათ დაგეგმოთ, თუ რა გააკეთოთ ამ 7 წუთში, აპლიკაცია ყველაფერს აკეთებს თქვენთვის.

მისი ფასია £1.49 და შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ App StoreGoogle Play, perigee.se  საშუალებით.

16.    Intervals

თუ ხართ გაცნობიერებული რა ვარჯიშები გჭირდებათ თქვენს HIIT sessions-ში, მაგრამ გსურთ გქონდეთ გამიზნული წამზომი, რომელიც ვარჯიშში დაგეხმარებათ,  ამაში მოცემულ პროგრამაზე უკეთესად ვერაფერი დაგეხმარებათ.

მისი ფასია £2.99 და ხელმისაწვდომია  App Store-ზე.

17.    FitStar

ფასიანი, მაგრამ იმაზე ბევრად იაფი ვიდრე პირადი ტრენერი.

სპეციალურად თქვენთვის ადაპტირებული ვარჯიშის გეგმა FitStar-ზე არის ისევე კარგი, როგორც პირადი ტრენერისგან შემოთავაზებული მომსახურება.

აპლიკაციის ღირებულება £5.99- თვიურად, £29.99- წლიურად, ხელმისაწვდომია  App Store და Google Playfitstar.com-ზე.

18.    Pocket Yoga

თუ იმედები გაგიცრუვდათ სიმძიმეებით ვარჯიშით და HIIT class- ებით, ეს მარტივი აპლიკაცია მეგზურობას გაგიწევთ 200 პოზასა და 27 სხვადასხვა სავარჯიშო სესიაზე.

ხელმისაწვდომია App Store-ზე (£2.29), Google Play-ზე (£2.51) და pocketyoga.com-ზე.

19.    Fitocracy

ეს პროგრამა, დატვირთულია სოციალური ფუნქციებითა და ონლაინ სათამაშო სისტემით, საშუალებას გაძლევთ ერთი საფეხურით მაღლა ახვიდეთ და გახდეთ უფრო მოხდენილი.

Fitocracy არის ძალიან სახალისო და შესანიშნავი სავარჯიშო ტრენერი.

აპლიკაციის ღირებულებაა £3.99 თვიურად, ხელმისაწვდომია  App Store-ზე, Google Play-ზე და fitocracy.com-ზე.