ფიტნესი

როგორ ავარჩიოთ სავარჯიშო ტანსაცმელი სწორად

სავარჯიშო ტანსაცმელი, რომელიც სპორტდარბაზში ან სახლში გაცვიათ, განსაზღვრავს, თუ როგორ იგრძნობთ თავს ვარჯიშისას.

უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული სავარჯიშო ტანსაცმლის კომფორტულობა, მაგალითად, როგორიც არის ქსოვილი, რომლითაც ის მზადდება და ასევე, არის თუ არა ის კონკრეტული ტიპის ვარჯიშისთვის განკუთვნილი.

აირჩიეთ სწორი ქსოვილები

ზოგიერთი ქსოვილი შექმნილია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ოფლი გამოიყვანოს თქვენი კანიდან;  ზოგიერთი კი შთანთქავს მას.

ასე რომ, როდესაც საქმე სავარჯიშო ტანსაცმელს ეხება, ზოგი არჩევანი უკეთესია, ვიდრე სხვები.

  • შემწოვი ქსოვილი. უამრავი სინთეტიკური მსუნთქავი ქსოვილი არსებობს, რომელიც მოგაშორებთ ოფლს კანიდან, ააორთქლებს მას და დაგეხმარებათ, გრილად შეინარჩუნოთ სხეული.

ისეთი ქსოვილებისგან დამზადებილი ტანსაცმელი, რომელიც შეიცავს პოლიპროპილენს, როგორებიც არის COOLMAX® და SUPPLEX®, კარგია იმ ვარჯიშებისთვის და აქტივობებისთვის, როდესაც გსურთ, რაც შეიძლება მეტი ოფლი გამოიდინოთ.

ასეთ შემთხვევაში, ისინი უზრუნველყოფენ, რომ ოფლი შეიწოვონ კანიდან, თუმცა არ სველდებიან და არაკომფორტულად არ გაგრძნობინებენ თავს.

  • ბამბაბამბის შარვალი და მაისური ეხმარება კანს, გამოუშვას ოფლი და ხელი შეუწყოს მის მალე აორთქლებას.

სწორედ ამიტომ, ბამბის სავარჯიშო ტანსაცმელი შესაძლოა, იყოს მძიმე და არაკომფორტული ვარჯიშის დროს.

  • მოერიდეთ ისეთ ქსოვილს, რომელიც არ სუნთქავს. არასოდეს ატაროთ პლასტმასზე ან რეზინაზე დაფუძნებული მატერია, რომელიც არ აორთქლებს ოფლს და სხეულის მაღალ ტემპერატურას ინარჩუნებს ვარჯიშის დროს.

აარჩიეთ სწორი ზომა

იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, სწორად გაქვთ თუ არა შერჩეული სავარჯიშო ტანსაცმელი, განიხილეთ ეს რჩევები:

  • მოირგეთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც თავისუფალი და კომფორტულია. მაგრამ თუ დარბიხართ ან ველოსიპედს ატარებთ, მოერიდეთ ფართო და განიერ შარვლებს, რათა შესაძლებელია, მოყვეს ბორბლებში და თავი დაიზიანოთ.
  • აქტივობებისთვის, როგორიც არის პილატესი ან იოგა, აირჩიეთ ისეთი მატერიები, რომელიც შეიწოვს ოფლს.
  • ზოგადად, დაიმახსოვრეთ, რომ არ გჭირდებათ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ხელს შეგიძლით მოძრაობაში.
ასევე ნახეთ:  9 შეკითხვა, რომლებიც სპორტდარბაზში მისვლამდე უნდა დასვათ | სპორტდარბაზი

სეზონური ცვლილებები

თუ თქვენ ვარჯიშობთ ღია ცის ქვეშ ან დაკავებული ხართ სეზონური სპორტით, სპორტული ტანსაცმლის ცვლილება აუცილებელია სეზონების მიხედვით.

ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ ეს რჩევები:

  • ცხელი ამინდიზაფხულის ცხელ დღეებში ვარჯიშისას დარწმუნდით, რომ ისეთ ტანსაცმელს ატარებთ, რომელიც სუნთქავს და შთანთქავს ოფლს.

ჩაიცვით ისეთი ტანსაცმელი, რომელშიც თავს გრილად და კომფორტულად იგრძნობთ და შეძლებთ თავისუფლად მოძრაობას.

  • ცივი ამინდიროდესაც გარეთ ძალიან ცივა, საჭიროა თბილად ჩაიცვათ, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ ვარჯიშის დროს გულისცემა გახშირდება და სხეულის ტემპერატურაც გაიზრდება.

ჩაიცვით მოსაცმელი, რომლის მარტივად გახდასაც შეძლებთ. შიგნიდან გეცვათ ისეთი მაისური, რომელსაც ოფლი გამოჰყავს. ყოველთვის დაიფარეთ თავი, ყურები და ხელები, რათა დაიცვათ სიცივისგან.

  • სველი და ქარიანი ამინდიარაფერს შეუძლია ღია ცის ქვეშ ვარჯიშის გაფუჭება, როგორც წვიმაში დასველებას ან ქარს. ატარეთ ისეთი მოსაცმელი, რომელიც წყალგამძლეა და დაიცავს თქვენს სხეულს.

დაიმახსოვრეთ, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ტემპერატურასა და ამინდს, მაინც ივარჯიშეთ და დაიხარჯეთ ბოლომდე.

ატარეთ მაქსიმალურად კომფორტული ტანსაცმელი, რომელიც არ შეგიძლით ხელს ვარჯიშში და ოფლს გამოიყვანს კანის ზედაპირიდან. ასევე, აუცილებლად გაითვალისწინეთ ამინდი და ჩაიცვით შესაფერისად.

რომელია თქვენთვის უფრო მოსახერხებელი სავარჯიშო ტანსაცმელი?