ფიტნესი

უნდა გეკეთოთ თუ არა სავარჯიშო ქამარი სიმძიმეების აწევისას?

ნებისმიერი, ვისთვისაც სავარჯიშო ქამარი მუდმივად მნიშვნელოვანია, საკმაოდ პროფესიონალურად გამოიყურება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, მართლა აქვს თუ არა რაიმე სარგებელი?

რას აკეთებს მძლეოსნური ქამარი?

ქამრის ფუნქციაა სიმძიმეების აწევისას ხერხემალზე დაწოლის შემცირება. ის მაქსიმალურად ეცდება, თავიდან აგაცილოთ ტრავმები.

შეიძლება, დამწყებებს ეგონოთ, რომ ქამარი ფიზიკურად იცავს ხერხემალს, მაგრამ სინამდვილეში ქამრის მიერ წარმოქმნილი დაწოლა წელისა და მუცლის კუნთებზე ანიშნებს მათ, რომ დატვირთვისთვის მოემზადონ; თავად კუნთები კი ამცირებს დატვირთვას ხერხემალზე.

კვლევები აჩვენებს, რომ ხერხემალზე შემცირებული დაწოლა ამცირებს ტრავმების რისკს. დამატებითი კვლევები კი იმაზე მიუთითებს, რომ ვარჯიშისას ქამრის კეთება ამცირებს დაწოლას ხერხემალზე.

გარდა ამისა, ვარჯიშის დროს იზრდება დაწოლა კვადრიცეფსზე და ხელს უწყობს კუნთების უკეთ ზრდას.

ასევე, ზოგს ჰგონია, რომ ქამარი დაეხმარებათ წელის გარშემოწერილობის შემცირებაში, მაგრამ ეს ასე არ არის.

ზოგ შემთხვევაში შეიძლება, პირიქითაც მოხდეს, რადგან მუცლის გვერდითა კუნთები იზრდება.

როდის უნდა ატაროთ სავარჯიშო ქამარი?

ქამარი რომ სასარგებლოა, უკვე გავარკვიეთ, მაგრამ საჭიროა თუ არა, რომ ის ყოველი ვარჯიშის დროს გვეკეთოს?

ექსპერტების რჩევაა, ქამარი გავიკეთოთ მხოლოდ სიმძიმეებით ვარჯიშისას, რომელიც ხელს უწყობს ხერხემლის დატვირთვას, მაგალითად, ძელით ჩაჯდომები, ატაცი და ა.შ.

თუ ვარჯიშობთ ისეთი სიმძიმით, რომლის აწევაც ხუთჯერ ან უფრო ნაკლებად შეგიძლიათ, მაშინ ქამრის გაკეთება რეკომენდირებულია.

სანამ იმდენად დიდ სიმძიმეებზე გადახვალთ, რომ ქამარი დაგჭირდეთ, აუცილებელია, მანამდე დაბალი სიმძიმეებით ივარჯიშოთ და სწორი ფორმა და ტექნიკა გქონდეთ.

თავიდანვე ქამრით დაწყება არ მოგცემთ საშუალებას, ისწავლოთ სწორად ვარჯიში.

ასევე ნახეთ:  5 გზა ტრამვის თავიდან ასაცილებლად | ტრამვა

დასკვნა

თუ დიდი ხანია ვარჯიშობთ სიმძიმეებით და გსურთ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა, მაშინ ქამარი ნამდვილად დაგეხმარებათ უკეთესი შედეგის მიღწევაში.