ჯანმრთელობა

სასარგებლოა, თუ არა, ყველი?

ყველი ძალიან გემრიელია, სწორედ ამიტომ გახდა მსოფლიოს ყველა კუთხეში ერთ-ერთი პოპულარული საჭმელი.

გარდა იმ ხალხისა, ვისაც ყველის ჭამა არ შეუძლია ან ვეგანია, ნებისმიერი ტიპის ადამიანისთვისაა შესაძლებელი, იპოვოს მისთვის მოსაწონი ყველის სახეობა.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, ის არის თუ არა კარგი ჩვენთვის, მაინც რჩება ყველას სამზარეულოში.

და მაინც, რამდენადაა ყველი სასარგებლო?

ყველის სასარგებლო მხარეები

ის  პროტეინისა და კალციუმის მშვენიერი წყაროა და მცირე დოზით შეიცავს ლაქტოზას.

ყველს რომ კალციუმი აქვს, ალბათ, ეს სიახლეს არ წარმოადგენს; საინტერესოა ის, რომ ყველის ზოგიერთი სახეობა საკმაოდ დიდი რაოდენობით პროტეინსაც შეიცავს.

მაგალითად, 100 გრამ პარმეზანში 32 გრამი პროტეინია, ხოლო ედამსა და ჩედარს 27 და 25.

ყველის უარყოფით მხარეები

ის შეიცავს დიდი ოდენობით ცხიმს, განსაკუთრებით გაჯერებულ ცხიმებს.

ცხიმის მაღალი შემცველობის გარდა, ბევრი უარყოფითი მხარე ყველს არ გააჩნია, მაგრამ მაინც სჯობს, ძალიან მარილიან სახეობებს მოერიდოთ.

ასევე, თუ სუსტი იმუნური სისტემა გაქვთ, ალბათ, უმჯობესია, ლურჯი ყველი არ მიირთვათ, რომ ლისტერია არ დაგემართოთ.

ყველის რომელი სახეობებია ყველაზე სასარგებლო?

იმდენი განსხვავებული სახეობის ყველი არსებობს, რომ ყველას გასასინჯად, შესაძლოა, მთელი ცხოვრება არ გეყოთ.

ყველა სახეობა განსხვავდება შემადგენლობით.

არსებობს დაბალცხიმიანი სახეობები, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ნაკლებად გემრიელია.

ზოგი სახეობა ნაკლებად კალორიულია, მაგალითად – ფეტა.

ზოგ სახეობას (მაგ: პარმეზანს) მძაფრი არომატი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლები ყველიც დაგაკმაყოფილებთ.

თუ ყოველდღიური რეჟიმი წინასწარ დაგეგმილი გაქვთ, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა, რათა სწორი კვების რაციონში ყველი სწორედ იმ დოზით შეიყვანოთ, როგორც თქვენი სხეულისთვისაა საჭირო.

ასევე ნახეთ:  რა უნდა გააკეთოთ თუ ჩემსავით კომპიუტერთან გიწევთ დიდხანს ჯდომა