ფიტნესიჯანმრთელობა

5 მიზეზი, რატომაც საცურაო აუზი ყოველდღიურობის ნაწილი უნდა გახადოთ

თქვენ თუ იცით როგორ გეხმარებათ საცურაო აუზი?

აუზი და ცურვა აუცილებელია – ამას ოლიმპიური თამაშებიც ამტკიცებს, (გაიხსენეთ მაიკლ ფელფსი თავისი სხეულითა და უამრავი მედლით) როდესაც საქმე ეხება შესაშურ ფიზიკურ სხეულს და ამაღლებულ ფიტნესის დონეს, რთულია ცურვის დამსახურება უარყო.

დიდი მანძილის დაფარვა და ხანგრძლივი კარდიო მთავარი არ არის: ცურვით მოკლე მანძლის დაფარვაც კი უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის გაზრდას და მეტაბოლიზმის ფუნქციის გაუჯობესებას.

თქვენი ერთი სავარჯიშო დღე დაუთმეთ ცურვას, შედეგად კი შემდეგ ბენეფიტებს მიიღებთ:

არ მიიღებთ დაზიანებებს

თქვენი სხეული მუდმივად იტვირთება ცურვის დროს, რაც გაძლიერებთ და ამავდროულად გიცავთ დაზიანებებისგან.

კუნთების დისბალანსის აღმოფხვრა

უყურეთ პროფესიონალი მოცურავეების ვარჯიშს და შეამჩნევთ, რომ ზედა და ქვედა ტანი იდენტურად არის განვითარებული.

ეს არ ხდება შემთხვევით.

თუ გსურთ ფელფსს გაუწიოთ კონკურენცია V-ფორმის ტანით, ან გსურთ რონალდოს ნაირი „ფრთები“, მაშინ აუცილებლად უნდა გაცუროთ.

კალორიების წვა

ფიქრობთ, რომ მყარი ზედაპირი საუკეთესო ადგილია წონის დასაკლებად?

მოგიწევთ ბევრი დრო გაატაროთ დარბაზში ტრენერებთან ერთად.

ჟურნალ „მედიცინა და სპორტისა და ვარჯიშის მეცნიერება“-ს ინფორმაციით, ცურვით უფრო მეტი კალორიის დაწვა შეგიძლიათ ვიდრე, სირბილით.

მაგალითად 40 წუთიანი ცურვით, შესაძლებელია 1000 კალორიაზე მეტის დაწვა.

ძლიერი კუნთები

თუ გსურთ ნამდვილი ძალა, მაშინ მეტი დრო უნდა გაატაროთ საცურაო აუზში.

6 კუბიკი წყლის სიმჭიდროვის გამო (რაც დაახლოებით 800x-ზე მეტია ჰაერში) დაიწყებს მუცელზე დატყობას.

ცურვისას თქვენი სხეული თანაბრად დაიტვირთება და უფრო მეტადაც კი, ვიდრე ეს მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის დროს ხდება.

ასევე ნახეთ:  7 მიზეზი თუ რატომაა თქვენი ფეხები ისევ გამხდარი

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწორად შედგენილი სწორი კვებისა და ვარჯიშის პროგრამის გარეშე, მხოლოდ ცურვით სასურველ შედეგს ნამდვილად ვერ მიაღწევთ.

ეწვიეთ ბმულს და შეიძინეთ სწორი კვებისა და ვარჯიშს ინდივიდუალური პროგრამა, ახლავე.

სამსახურით გამოწვეული სტრესის დაძლევა

თუ ეძებთ საშუალებას, რომ დაასვენოთ თქვენი გონება მუშაობისგან, ცურვა საუკეთესო რამაა რაც დაგეხმარებათ.

კვლევებმა აღმოაჩინეს, რომ ცურვას იოგასთან შედარებით, შფოთვისა და სტრესის შემცირება შეუძლია დაახლოებით 12 კვირაში.

აი, ახლა კი იცით, რატომ არ უნდა უგულებელყოთ საცურაო აუზი.