სწორი კვება

საუკეთესო საჭმელი ღამით წახემსებისთვის

იცით რომელია საუკეთესო საჭმელი ღამის წახემსებისთვის?

საუზმე 8 საათზე გქონდათ, სადილის დრომაც შუადღეზე მალე გაირბინა, ხოლო არადამაკმაყოფილებელი ვახშამი 6 საათზე მიირთვით. ძილის დროც მოვიდა და პარალელურად თქვენი მუცელი იწყებს ბუყბუყს.

რა უნდა გააკეთოს ამ დროს კალორიების მთვლელმა ადამიანმა, რათა არ დაარღვიოს კალორიების მარაგი?

უპირველეს ყოვლისა, ნუ განსჯით საკუთარ თავს. შიმშილი ბუნებრივია, ხანდახან მაშინაც კი გვშივდება, როდესაც კბილები უკვე გახეხილი გვაქვს.

გვიან ღამით წახემსებას შეუძლია დაგეხმაროთ კარგად დაძინებაში, მონელების სისტემისა და იმ ჰორმონების დაბალანსებაში, რომელიც ეხმარება სხეულს დასვენებასა და რელაქსაციაში.

გვიან ღამით წახემსების მთავარი გასაღებია – ზომიერება. მომნელებელი სისტემა ნელდება შუაღამის დროს, ამიტომ რაც არ უნდა ჯანსაღი საჭმელი მიირთვათ, ეცადეთ მიიღოთ ნაკლები ოდენობით, რადგან თავს ნამდვილად არაკომფორტულად გაგრძნობინებთ.

გთავაზობთ დაბალ-კალორიულ და გემრიელ საჭმელს, რომელიც თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ღამით, წახემსებისას.

სანამ ნახსენებ სიას იხილავთ, ჩვენ გთავაზობთ სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუაურ პროგრამას. გადადგით სწორი ნაბიჯი, დაიწყეთ ვარჯიში დღესვე!

ცხელი საჭმელი

ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტი რჩევაა დაახლოებით 50 კალორია ცხელი ბულიონი ან პასტით დამზადებული წვნიანი ( 50-100 კალორია, რომელიც მიღებულია 1-2 ჩაისკოვზი პასტის ცხელ წყალში მოხარშვით).

ჩვენი დაკვირვებებით, ცხელ საკვებს უფრო მეტად შეუძლია გაგრძნობით თავი დანაყრებულად, ვიდრე ცივს, ასევე წვნიანის ჭამისას თქვენ კუჭს აქვს შეგრძნება, რომ მიიღო რაღაც სასარგებლო და ჯანსაღი.

დიეტური ნახშიწყლები

ხანდახან გვავიწყდება აღვნიშნოთ ნახშირწყლების დადებითი თვისება, რომ მცირე დოზით, მაგრამ მაინც გვეხმარება დაძინებაში.

ასევე ნახეთ:  8 საკვები წონის დასაკლებად, რომლებიც გეგონათ რომ გასუქებდათ

ისინი ხელს უწყობენ სისხლში ტრიპტოფანის დონის გაზრდას, ჰორმონის, რომელიც გვეხმარება ძილში.

რა თქმა უნდა, შეგვიძლია მივიღოთ დიდი რაოდენობით მარცვლეული, ან პოპკორნი, რომლის ერთ ჭიქაშიც 30 კალორიაა. სანამ მიკროტალღურ ღუმელში შედგამთ, დაასხით ზეითუნის ზეთი, ესეც დამატებით 50 კალორია.

და რას იტყვით ხრაშუნა პრეცელებზე? 22 ცალი ხომ მხოლოდ 120 კალორიაა. ბურღულეულსა და მარცვლეულს დამატებული ნახევარი ჭიქა რძე, სულ მცირე 160 კალორიაა, უბრალოდ ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტებზე წარწერა, სანამ გამოიყენებთ მას.

ხილი და ბოსტნეული

რა თქმა უნდა, ხილისა და ბოსტნეულის მიმართ „კალორიის მთვლელები“ მეგობრულად არიან განწყობილნი და გვიან ღამით წახემსებისასაც მათზე აკეთებენ არჩევანს.

მაგალითისთვის, მოჭერით ვაშლი და გრანულებთან ერთად მიირთვით, რაც შეიძლება იყოს ქიშმიში, შვრიის ან შაქრის ქოქოსი ან სულაც ცხელი კაკაოს მიქსი, რომელიც ნამდვილად ძალიან გემრიელია (და ეს ყველაფერი 110 კალორიაზე ნაკლებია).

გსურთ რამდენიმე გვიანი ღამისთვის რჩეული რეცეფტი?  მოასხით ლიმონი დაჭრილ სტაფილოს, ნიახურის ღეროს და ვაშლს. დაამატეთ 2 ჩაის კოვზი გატარებული კაკალი.

თქვენ მიიღებთ განსაცვიფრებელ, ძალიან გემრიელ სალათს, რომელიც 200 კალორიაზე ნაკლებია.

რძის ნაწარმი

ცოტა რაოდენობით რძის ნაწარმის მიღება დაგავიწყებთ შიმშილის გრძნობას ჩაძინებამდე.

ჩააჭერით ნახევარი ბანანი იოგურტში, ან ½ ჭიქა მოცვი დაამატეთ ხაჭოს, ეს ყველაფერი კი 200 კალორიაზე ნაკლებია.