ფიტნესიწონაში კლებაწონის კორექციაწონის მომატებაწონის შენარჩუნება

სექსუალური სხეული ზაფხულისთვის მარტივად

სექსუალური სხეული გინდათ გქონდეთ? მოდით ვაღიაროთ, ბიჭების დიდი ნაწილი ვარჯიშს მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის გამო არ იწყებს, ამაზე სპორტ დარბაზში გადაღებული სელფების რაოდენობაც მეტყველებს.

ამაში სასირცხვილო არაფერია, ვის არ მოსწონს ლამაზი და სექსუალური სხეული?!

იმისთვის რომ თქვენი საამაყო კუნთები და მუცლის პრესი კიდევ უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ჩვენ რამდენიმე მარტივ წესს გასწავლით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ეს კვებაა.

გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ივებოთ დღეში რამდენჯერმე და მცირე ულუფებით. შეცდომაა როცა სამიზნეში მხოლოდ დღიურ კალორაჟს იღებენ. ტკბილეულით და ცომეულით თუნდაც დეფიციტური კალორიების ფარგლებში, სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. საჭიროა დაბალანსებული კვება, საკმაო ცოცხალი და ასევე ცილოვანი პროდუქტების ჩართვა, სწრაფი ნახშირწყლების და ცხოველური ცხიმების რაოდენობის შემცირება.

წყალი, წყალი და ისევ წყალი.

ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი წესია, იმის მიუხედავად გსურთ თუ არა სექსუალურად გამოიყურებოდეთ.

წყალი თქვენს ორგანიზმს მავნებელი ნივთიერებებისგან დაიცავს და ამის გარდა გახდომაშიც დაგეხმარებათ.

ჭამეთ ხილი

რა მიზანსაც არ უნდა ისახავდეს თქვენი ვარჯიში, იქნება ეს წონის დაკლება, ზოგადად ჯანმრთელობა თუ სპორტული მაჩვენებლების გაუმჯობესება ძალის და კუნთოვანი მასის მომატებით, ნებისმიერ შემთხვევაში გახსოვდეთ რომ ხილი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენთვის სასურველი შედეგების მიღწევაში. ვარჯიშის დასრულებიდან პირველი 15 წუთის პერიოდში, გლიკოგენის მარაგის აღსადგენად აუცილებელია ნახშირწყლების მიღება, რაშიც ხილი დაგეხმარებათ.

ისეირნეთ

ყოველი ჭამის შემდეგ გასეირნება საჭმლის მონელებაში დაგეხმარებათ, რაც ხელს სეუწყობს იმასაც, რომ ცხიმი ორგანიზმში არ დაგროვდეს, შესაბამისად გახსოვდეთ, რომ 5-10 წუთი ფეხიტ გასეირნება ან სირბილი თქვენს მიმზიდველ 6 კუბიკს კიდევ უფრო დამშვენებს.

ივარჯიშეთ

რა თქმა უნდა ეს უკონკურენტო საშუალებაა იმისთვის, რომ თქვენი პრესით მოხიბლოთ ის, ვინც გსურთ.

თუმცა გახსოვდეთ, რომ ამ უკანასკნელი პინქტის გარდა აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების გათვალისწინებაც.

სექსუალური სხეული თუ გინდათ რომ გქონდეთ, ამისთვის დიდი ძალისხმევა საჭირო ნამდვილად არ არის, მთავარია ჯანსაღი ცხოვრება რუტინად აქციოთ და შედეგს დაელოდოთ