ჯანმრთელობა

სხეულის იდეალური წონა სიმაღლის მიხედვით

ამ სქემის მიხედვით მოზრდილებს შეუძლიათ იპოვნონ სხეულის იდეალური წონა სიმაღლის გათვალისწინებით.

ადრე ქალისა და მამაკაცისთის განსხვავებული მეთოდები გამოიყენებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში, კვლევებზე დაყრდნობით, სხეულის მასის ინდექსის უნისექსი მოდელი შემოგვთავაზეს.

სხეულის მასის ინდექსი – 22 არის ნორმალური წონის შუაში და ასოცირებულია საუკეთესო ჯანმრთელობასთან.

გაითვალისწინეთ, ეს გრაფიკი არ არის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

იდეალური წონის გრაფიკი მოზრდილთათვის

სიმაღლე (სმ) ქალი (კგ) კაცი (კგ) სხეულის მასის ინდექსი 22 (კგ)
152 49 52 52 კგ.
155 51 54 54
157 52 56 56
160 54 58 58
163 56 60 60
165 57 62 62
168 59 63 64
170 61 65 66
173 63 67 68
175 64 69 70
178 66 71 72
180 68 73 74
213 69 75 76
216 71 77 78
218 73 79 80
221 74 81 82
224 76 82 84
226 78 84 86
229 80 86 88

 

ტრადიციული იდეალური წონის კალკულაცია, კვლევებთან და სწავლებებთან შედარებით დაუწერელი კანონივითაა

ქალი: სხეულის იდეალური წონა = 49 კგ + 1,7 კგ 150 სმ-ზე ზევით ყოველ 2,5 სანტიმეტრზე

კაცი: სხეულის იდეალური წონა  = 50 + 1.9 კგ 150 სმ-ზე ზევით ყოველ 2,5 სანტიმეტრზე

ეს განტოლებები შექმნილია ექიმების მიერ, ნარკოზის დოზების დასადგენად.

2016 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ სხეულის მასის იდექსის კორელაცია ქალებისთვის 21-ია და კაცებისთის 22,5, რომელიც ჯანმრთელი სხეულის მასის ინდექსის შუაში იმყოფება.

ასევე ნახეთ:  როგორ აზიდოთ მეტი წოლჭიმზე: მოკლევადიანი გეგმა | წოლჭიმი

უახლესი კვლევის თანახმად, ქალებისთვის და მამაკაცებისთვის საშუალო ჯანმრთელი სხეულის მასის ინდექსი არის ერთნაირი, რომელიც მერყეობს 18,5 დან 24,9 მდე, ხოლო საშუალო საუკეთესოდ მიჩნეულია 22.

შემოთავაზებული განტოლება:

[(2.2 x სხეულის მასის ინდექსი) + (3.5 x სხეულის მასის ინდექსი)] x (სიმაღლე მეტრში – 1.5)

ძველ და ახალ განტოლებებს შორის ყველაზე დიდი განსხვავებას მაღალ სიმაღლეებში ვხვდებით.

იწონიდეთ უფრო მეტს ან ნაკლებს, თქვენ სიმაღლესთან მიმართებაში
იდეალური წონა არ არის აბსოლუტური საზომი ჯანმრთელობისა და გარეგნობის გათვალისწინებით.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყურებოდეთ კარგად და ჯანმრთელად, მაგრამ არ იწონიდეთ თქვენთვის შესაფერის სხეულის იდეალურ წონას.

თუ თქვენი წონა უფრო მეტია ვიდრე სქემაში მითითები, ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს კუნთოვანი მასის სიდიდით.

სამწუხაროდ, ადამიანები ხშირ შემთხვევაში მეტს იწონიან იმიტომ, რომ მათი სხეულის ცხიმია ბევრი და არა კუნთოვანი მასა.

თქვენი სხეულის მასის იდექსის კალკულაცია ხდება წონითა და სიმაღლით, ძირითადად კი ხდება ჯანმრთელობის მდგომარეობის და სიმსუქნის შესამოწმებლად.

ძალიან დიდი კუნთოვანი მასის მქონე ადამიანებს აქვს დიდი სხეულის მასის ინდექსი, მაგრამ აქვთ დაბალი სხეულის ცხიმი.

ამავდროულად, ადამიანებმა, რომლებმაც დაკარგეს დიდი რაოდენობით კუნთოვანი მასა და ეს ჩაანაცვლა სხეულის ცხიმმა, მაინც შეიძლება ნორმალური სხეულის მასის ინდექსი ჰქონდეთ, რადგან მათ ახლა ექნებათ ბევრი ცხიმი და არასაკმარისი კუნთები, რაც ჯანმრთელობისთის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას უწვეს, როგორც სხეულის მასის ინდექსის, ასევე წელის გარშემოწერილობის გაზომვას, რათა დადგინდეს ხართ თუ არა ჯანსაღი წონის.

ასევე ნახეთ:  წონის დაკლება სიმძიმეებით ვარჯიშით | სიმძიმეები

იმ შემთხვევაში თუ წონა სცდება ნორმის ფარგლებს, რეკომენდებულია ჯანსაღი ცხოვრების დაწყება.

თუ თქვენც იგივე პრობლემა გაწუხებთ, გთავაზობთ სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და ამასთანავე, სხეულის ფორმების გამოკვეთაში.

სხეულის იდეალური წონის სხვა საზომები

არსებობს სხვა საზომი საშუალებებიც, იწონით თუ არა ჯანმრთელ წონას და მოიმატეთ თუ არა სხეულის ცხიმი.

სხეულის მასის ინდექსის კალკულაცია

სხეულის მასის ინდექსი მარტივი კალკულაციის გამოყენებით შეგიძლიათ, წონისა და სიმაღლის გამოყენებით.

ის გამოგითვლით, როგორც ნორმალურ, ასევე ნაკლებ, ზედმეტ წონასა და სიმსუქნეს.

ამ კლაკლულატორის ნახვა აქ შეგიძლიათ

სხეულის ცხიმის პროცენტულობა

სხეულის ცხიმის პროცენტულობა არ არის იგივე, რაც სხეულის მასის ინდექსი.

ეს საზომი ძირითადად გამოიყენება იმის დასადგენათ, იმატებთ კუნთოვან მასას ან იკლებთ თუ არა ცხიმს.

ამ შემთხვევაში ჯანსაღი მაჩვენებალი განსხვავებულია ქალებსა და კაცებში.

ასევე განსხვავებულია მისი გაზომვის გზები, რაშიც შედის სხეულის ცხიმი და იყენებს ბიოელექტრულ წინააღმდეგობას.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ აქ ნახოთ.

როგორია განსხვავებულა წონისა და სიმაღლის მიხედვით?

თქვენი სიმაღლისთვის იდეალურ წონას იწონიდეთ, არ ნიშნავს, რომ ანალოგიური იქნებით, როგორიც სხვა იმავე წონის და სიმაღლის ადამიანი.

არსებობს უამრავი ფაქტორი, რაც გავლენას ახდენს იმაზე თუ როგორ გამოიყურება ხალხი ერთსა და იმავე სიმაღლისა და წონის დროს:

კუნთოვანობა: ადამიანებს, რომლებსაც ნაკლები ცხიმი აქვთ ორგანიზმში, ბუნებრივია ექნებათ განსხვავებული გარეგნობა.

პროპორციულობა: ყველა ადამიანს განსხვავებული პროპორციები აქვს.

ზოგს გრძელი ფეხები აქვს და მოკლე ტანი, ზოგს პირიქით. ზოგს წვრილი წელი აქვს, ზოგს კი პირიქით.

ასევე ნახეთ:  მითები საკვების შესახებ, რომლებისაც ყველას სჯერა

სხეულის ფორმა: 2014 წლის კვლევის თანახმად, ქალების 46 პროცენტს წვრილი წელი აქვს, თეძოებსა და გულ-მკერდის გარშემოწერლობასთან მიმართებაში.

14 პროცენტს სამკუთხედისებრი ტანი და გულმკერდის გარშემოწერილობა უფრო დიდი ვიდრე თეძოები.

მხოლოდ და მხოლოდ 8 პროცენტს აღმოაჩნდა ერთმანეთის პროპორციული ტანის ფორმები, ერთნაირი თეძოები, გულმკერდი და შედარებით წვრილი წელი.

სად “ინახავთ” ცხიმს: ცხიმი განლაგებულია მთელ სხეულში, მაგრამ სხვადასხვა ადამიანი დამატებით ცხიმს განსხვავებულ ადგილებში “ინახავს”, ეს შეიძლება იყოს კუჭი და ზედა ტანი, რაც მათ ვაშლის ფორმას აძლევს.

ცხიმის შენახვის სხვა ადგილებია: თეძეობი, საჯდომი და ბარძაყები, რაც ადამიანებს მსხლის ფორმას აძლევს.

ასაკი: სხეულის კომპოზიცია ასაკთან ერთად იცვლება.

უფრო გვიანდელ ასაკში შესვლისას, ქალებიც და კაცებიც საჭიროებენ უფრო მეტ ვარჯიშს, რათა შეინარჩუნონ კუნთოვანი მასა.