წონის კორექციაწონის მომატებაჯანმრთელობა

ტესტოსტერონის ამაღლება 7 საკვები პროდუქტით

გსურთ ტესტოსტერონის ამაღლება, თუმცა არ იცით ამაში რა დაგეხმარებათ?

საკვებ პროდუქტებთან ერთად, მნიშვნელოვანია ვარჯიში. ის ხელს უწყობს ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის მატებას.

დაიწყეთ ვარჯიში ახლავე, ეწვიეთ ბმულს და ჩვენ შეგიდგენთ ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი მიზნების მიღწევაში.

ახლა კი, გთავაზობთ საკვები პროდუქტების სიას, რომელიც აგიმაღლებთ ტესტოსტერონის დონეს:

1.      ტკბილი (წითელი) კარტოფილი

ყველა გზა პროტეინამდე არ მიდის. უახლესი კვლევების თანახმად, პროტეინებსა და ნახშირწყლებს შორის დეფიციტი, რაც უფრო დიდია, მით უფრო ნაკლებია ტესტოსტერონის დონე.

ტკბილი კარტოფილი ნახშირწყლების მიღების კარგი საშუალებაა და რაც მთავარია, ჯანსაღი საკვებია.

2.      კაკალი | ნიგოზი

კვლევების თანახმად, ნიგვზის მიღება 28%-ით ზრდის ტესტოსტერონის დონეს.

3.       კომბოსტო

შეიცავს დიდი რაოდენობით რკინებს, მინერალებს, რომლებიც კუნთების შენებაში დაგეხმარებათ, ასევე სავსეა ინდოლ-3-ით და კარბინოლით.

ეს მინერალი ხელს უწყობს თქვენი ორგანიზმიდან ქალის ჰორმონ ესტროგენის გამოდევნას, რის შემდეგაც სხეულში ტესტოსტერონის დონე იმატებს.

4.      კვერცხის გული

კვერცხის გული შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლესტეროლს, ასევე ლიპოპროტეინს, რაც თქვენს უჯრედებს მემბრანის შენებაში დაეხმარება და გაზრდის ტესტოსტერონის დონეს სხეულში.

5.      გოგრის თესლი

მდიდარია მინერალებით, რომლებიც ტესტოსტერონის დონის მომატებას აჩქარებს, აშენებს კუნთებს და ზრდის სპერმის ხარისხს.

6.      მაკა

მცენარე წარმოშობით პერუდან, რომელიც, არაერთი კვლევის თანახმად, პირდაპირ კავშირშია ტესტოსტერონის დონესთან, სპერმის ხარისხსა და ზრდასთან.

7.      Chia-ს თესლი

შეიცავს კალიუმს, რკინას, მაგნიუმს, თუთიას. შეგიძლიათ მიიღოთ დილით, რადგან  ტესტოსტერონის დონის ასამაღლებლად ასე უფრო ეფექტური იქნება.

ასევე ნახეთ:  6 აქტივობა, რომლითაც ვარჯიშის გარეშე დაწვავთ კალორიებს

ახლა კი ზუსტად იცით, რა გჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ ტესტოსტერონის ამაღლება გსურთ.