ჯანმრთელობა

როგორ მოქმედებს თქვენს სხეულზე ტესტოსტერონის დაბალი დონე?

ტესტოსტერონი უმნიშვნელოვანესია კუნთების გაზრდისა და სექსუალური პოტენციისთვის. ამ ჰორმონის რეცეპტორები მთელ სხეულში არსებობს, ტვინის გავლით ძვლებში და სისხლძარღვებში.

ასე რომ, ტესტოსტერონიოს დაბალი დონე გავლენას მოახდენს თქვენზე, როგორც სპორტდარბაზში, ასევე საწოლ ოთახშიც.

ქვემოთ კი განხილულია ის პრობლემები, რაც ამას შეიძლება, მოჰყვეს:

1. სექსუალური პოტენცია გაქრება

ალბათ, ტესტოსტერონის დაბალი დონის ყველაზე ცნობილი ეფექტი დაბალი სექსუალური ლტოლვის არსებობაა.

თუმცა, გარდა ამისა, ამ ჩივილით ექიმის კაბინეტში აღმოჩენილი ადამიანები, ნაკლები სექსის სურვილის გარდა, ნაკლებს მასტურბირებენ და სექსუალური ფანტაზიები და სიზმრებიც ნაკლებად ახასიათებთ. სწორედ ტვინში არსებული ტესტოსტერონის რეცეპტორები მართავენ სექსუალურ სურვილებს.

ეს ჰორმონი სექსუალურ ცხოვრებას გასაღებივით ერგება და მის გარეშე შეუძლებელია კრიტიკული ნაბიჯების გადადგმა. სექსის სურვილის არ ქონდა, ასევე, იწვევს ერექციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, როდესაც ტესტოსტერონის ნაკლებობა პირდაპირ გავლენას არ ახდენს ერექციაზე და მის შენარჩუნებაზე.

2. კუნთოვანი მასა შემცირდება

საკმარისი ტესტოსტერონი ხელს უწყობს თქვენს ორგანიზმში ანაბოლურ პროცესებს, ან კუნთების ზრდის პროცესს – სხეულში საკმარისი რაოდენობის პროტეინის წარმოქმნით.

როდესაც ტესტოსტერონის დონე დაბალია, კუნთების მშენებლობის ნაცვლად იწყება კუნთოვანი ქსოვილების დაშლა.

პირველად შენიშნავთ, რომ გიჭირთ იმ წონის აწევა, რომელსაც აქამდე უპრობლემოდ წევდით, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ შეამჩნევთ კუნთოვანი მასის კლებას.

3. შესაძლოა, თქვენი პენისიც დაპატარავდეს

ტესტოსტერონის დაბალი დონე როცაა, პენისში არსებული ქსოვილები, სათესლე პარკი და სათესლე ჯირკვლები განიცდიან ატროფიას.

ამის შედეგად, შესაძლოა, პენისმა დაკარგოს სიგრძე და გარშემოწერილობა. თქვენ, ასევე, შესაძლოა, შენიშნოთ კვერცხების დაპატარავება, ამ დროს ისინი ხშირად ნახევარი ზომის ხდებიან, ვიდრე აქამდე იყვნენ.

ასევე ნახეთ:  რატომ უნდა დაივიწყოთ გაზიანი სასმელი?

მიუხედავად იმისა, რომ ტესტოსტერონის ჩანაცვლებითი პროგრამა არ დაგიბრუნებთ თქვენს ტესტიკულარულ დონეს, როდესაც საქმე თქვენს პენისს ეხება, წამლებს აღდგენის შესანიშნავი შანსი აქვს.

4. მუცელი გაგეზრდებათ

ერთ-ერთი ავსტრალიური კვლევის თანახმად, კაცებმა, რომლებსაც პროსტატას კიბო ჰქონდათ, მოიმატეს 14% სხეულის ცხიმი და 22% შინაგანი ცხიმი ერთ წლიანი მკურნალობის შემდეგ, იმ მედიკამენტებით, რომლებიც ამცირებს ტესტოსტერონის ეფექტებს.

შინაგანი ცხიმები ღრმა მუცლის ცხიმებია, რომელიც ფორმირდება ორგანოებში და ზრდის დიაბეტისა და გულის დაავადებების რისკს.

ცხიმების სწორად წვასთან დაკავშირებით კი შეგიძლიათ, სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალური პროგრამა გამოიყენოთ.

5. მეხსიერება გაგიუარესდებათ

ტესტოსტერონის დაბალი დონე კაცებში, ასევე, იწვევს ფიქრისა და მეხსიერების პრობლემებს.

2015 წლის ავსტრალიური კვლევის თანახმად, კაცებს, რომლებიც 5 წელზე მეტია განიცდიან ტესტოსტერონის ნაკლებობას, აღენიშნებათ მენტალური ფუნქციისა და მეხსიერების დარღვევები.

გარდა ნუშისებრი ჯირკვალისა, ტვინის შემადგენელი ნაწილები მნიშვნელოვანია მეხსიერებისა და ყურადღებისთვისაც, როგორიც არის ცერებრიუმი, ასევე დაკავშირებულია ტესტოსტერონის რეცეპტორებთან.

როდესაც ამ ჰორმონების ნაკლებობას განიცდით, ტვინი სრულყოფილად ვეღარ ფუნქციონირებს.

6. ხასიათი გაგიფუჭდებათ

ენდოკრინოლოგიური ჟურნალის კვლევაზე დაყრდნობით,  ახალგაზრდა კაცების 23%-ს, რომლებსაც ახლახანს დაუსვეს ტესტოსტერონის დაბალი დონის დიაგნოზი, აღენიშნებოდათ დეპრესიის კრიტერიუმები, მაშინ, როდესაც ახალგარდა მამაკაცების მხოლოდ 5 პროცენტს აღენიშნებოდა დეპრესია ჰორმონების ნორმალურად არსებობის შემთხვევაში.

თავისუფალი ტესტოსტერონის რეცეპტორები პირდაპირ კავშირშია გუნება-განწყობილებასთან, რომელიც დეპრესიასთანაა დაკავშირებული.

უფრო მეტად – თავად დეპრესიასა და შფოთვას შეუძლია, გამოიწვიოს ტესტოსტერონის ნაკლებობა და პრობლემის გაუარესება.

7. თქვენი ძვლები სუსტდება

ძვალი ცოცხალი ქსოვილია, მუდმივად შეიძლება, დაიშალოს, გატყდეს და აღდგეს. ხოლო, როდესაც ტესტოსტერონის დონე დაბალია, ძვლის მოტეხილობა შესაძლებელია უფრო სწრაფად და მარტივად, ვიდრე თქვენს სხეულს მისი აღდგენა შეუძლია.

ასევე ნახეთ:  ძილის იდეალური ხანგრძლივობა თითოეული ასაკისთვის | ძილი

შედეგად თქვენ გაქვთ დაბალი ძვლის სიმკვრივე, ოსტეოპოროზისა და მოტეხილობების მაღალი რისკი.

8. თქვენი გული რისკის ქვეშაა

ტესტოსტერონის დონის გავლენებმა გულის დაავადებებზე ექსპერტთა დაპირისპირება გამოიწვია.

ერთ მხარე ფიქრობს, რომ ტესტოსტერონის დაბალი დონე უკავშირდება გულის პრობლემებს.

ინგლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კაცები, რომლებსაც ტესტოსტერონის დაბალი დონე აღენიშნებათ, დიდი რისკის ქვეშ არიან და შესაძლოა, გარდაიცვალონ გულის დაავადებებით.

ეს იმიტომ ხდება, რომ ტესტოსტერონს შეუძლია სისხლძარღვების გაფართოება და უფრო მარტივია სისხლის მიწოდება გულისთვის.

თუმცა მეორე მხარე, რომელსაც სტუდენტები წარმოადგენენ, ფიქრობს, რომ ტესტოსტერონის თერაპიამ, განსაკუთრებით ხნიერ მამაკაცებში ან უკვე არსებული გულის პრობლემებით, შეიძლება, გამოიწვიოს გულის შეტევა ან ინსულტი.

ზედმეტმა ტესტოსტერონმა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაართულოს სიტუაცია. ასე რომ, თუკი აპირებთ ტესტოსტერონის თერაპიის ჩატარებას, აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და დარწმუნდით, რომ ის სასარგებლო იქნება.