სწორი კვებაფიტნესიწონის კორექციაწონის მომატებაჯანმრთელობა

5 პროდუქტი, რომლებიც ტესტოსტერონის დონეს ანადგურებს | ტესტოსტერონი

ტესტოსტერონი მამაკაცის ზრდის ჰორმონია, რომელზეც თქვენი კუნთის ზრდაა დამოკიდებული. მისი დონე ორგანიზმში იმის მიხედვით იცვლება, თუ რას მიირთმევთ და რა რაოდენობით.

ალბათ, უკვე იცით, რომ თქვენი სხეულის ფორმების შედეგის 70% სწორედ კვებაზეა დამოკიდებული, ვარჯიშზე კი მხოლოდ 30% მოდის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რას ჭამთ.

გთავაზობთ საკვების სიას, რომლის მოხმარებაც მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ, თუ კუნთის ზრდა გინდათ.

ალკოჰოლი და ტესტოსტერონი

ნივთიერებები, რომლებიც ალკოჰოლის მიღების პორცესში თავს კარგად გაგრძნობინებთ, პასუხისმგებელნი არიან ისეთ ქიმიურ პროცესზე, როგორიცაა ტესტოსტერონის დონის განადგურება.

ალკოჰოლი ასევე ხელს უწყობს ყველა ლიკვიდური  კალორიის ნაწლავებში მოთავსებას, რაც ასევე ამცირებს ტესტოსტერონის დონეს ორგანიზმში.

სოიოს პროდუქტები

არაერთი კვლევის თანხმად, რომლებიც სხვადასხვა ჟურნალში გამოქვეყნდა, მათ შორის Human Reproduction, სოიო ამცირებს სპერმის რაოდენობას და ტესტოსტერონის დონეს.

თუმცა ჟურნალ Fertil Steril -ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, არ არსებობს კავშირი სოიოსა და ტესტოსტერონის დონესთან.

კვლევას უპირისპირდება კოლორადოს შტატის უნივერსიტეტი, რომელიც  პირდაპირ კავშირს ხედავს სოიოს მოხმარებასა და ტესტოსტერონის დონის შემცირებასთან.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს საგანი არაერთი დავის მიზეზია, თქვენ ადგილას კი მაინც შევამცირებდით სოიოს მიღებას, რა იცით რა ხდება.

გაზიანი სასმელები

ეს ვრცელდება ტკბილეულზეც, დონატებზე და სხვა შაქრის შემცველ ნივთიერებებზე.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, რომლის ფარგლებშიც 75 კაცს 75 გრამ შაქრის შემცველ სასმელს ასმევდნენ, ტესტოსტერონის დონე 25%-ით შემცირდა.

საკონდიტრო ნაწარმი

British Journal of Nutririon-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კრუასანებს და სხვა საკონდიტრო ნაწარმს, რომელსაც უმეტესწილად საუზმეზე მივირთმევთ, პირდაპირი კავშირი აქვს მამაკაცებში ტესტოსტერონის დონის კლებასთან.

მარცვლეულები

დიუკის უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევის თანახმად, მარცვლეულს შეუძლიათ მამაკაცების ტესტოსტერონის დონე შეამცირონ. კვლევაში საუბარი იყო სელზეც, რომელიც შეიცავს ქიმიკატს, სახელად ლიგნანი, რომელიც ასევე სახიფათოა ტესტოსტერონის დონისათვის.

გაინტერსებთ რა პროდუქტები უნდა მიირთვათ? Fit.Ge გთავაზობთ თქვენი გემოვნებისა და მიზნების მიხედვით შედგენილ სავარჯიშო პროგრამასა და კვების რაციონს. გაიგეთ სერვისის შესახებ მეტი ამ ბმულზე.