მოტივაციაფიტნესი

7 შთამბეჭდავი გზა, თუ როგორ მოქმედებს ვარჯიში ტვინზე

ადამიანების უმეტესობა, ვარჯიშის ეფექტურობაზე ფიქრისას, აკვირდება, თუ როგორ გავლენას ახდენს ის სხეულზე. მაგრამ აქტიურობას უფრო მეტის შეცვლა შეუძლია, ვიდრე მხოლოდ სხეულის – მას აქვს უნარი, გავლენა იქონიოს ტვინზე, გონებაზე…

უამრავი გზა არსებობს, თუ როგორ ცვლის ვარჯიში თქვენს ტვინს და თუკი ერთხელ აღმოაჩენთ, რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა თქვენი მენტალური და კოგნიტური ჯანმრთელობისთვის, სულ სხვანაირად შეხედავთ დარბაზში სიარულს.

უამრავი მიზეზის გამოა ვარჯიში ტვინისთვის სასარგებლო, ვარჯიში ეხმარება ჰორმონებისა და ქიმიკატების დარეგულირებას, რაც, თავის მხრივ, აყალიბებს კარგ განწყობას, ძილის გაუმჯობესებულ ხარისხს და საერთოდ – მოქმედებს მთლიანად ტვინზე, მის სიჯანსაღეზე; ასევე, კოგნიტურ ფუნქციაზეც, როგორიც არის კონცენტრაცია და მახსოვრობა.

ვარჯიშის სწორი რეჟიმი არეგულირებს ვეგეტაციურ ნერვულ სისტემას, რაც ხელს უწყობს შფოთის შემცირებას და ზრდის ცხოვრების სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ვარჯიში მედიცინაა.

თუკი მოტივაცია გჭირდებათ, აუცილებლად დაფიქრდით იმაზე, თუ რამხელა გავლენას ახდენს ვარჯიში სხეულზე და ტვინზე.

გთავაზობთ 7 გზას, თუ როგორ ცვლის ვარჯიში თქვენს ტვინს და აუმჯობესებს მენტალურ და კოგნიტურ ჯანმრთელობას.

1. აუმჯობესებს ხასიათს

ვარჯიშს დიდი გავლენა აქვს განწყობაზე, კვლევების მიხედვით, 5-წუთიანი ვარჯიშიც კი ცვლის და აუმჯობესებს ხასიათს.

ვარჯიში ზრდის ენდორფინებსა და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც თავს კარგად გაგრძნობინებენ და საერთო ჯამში, კარგად ყოფნის შეგრძნებას ქმნიან.

ვარჯიში ამცირებს დეპრესიის განვითარებას.

2. ამცირებს სტრესსა და შფოთვას

რეგულარული ვარჯიში ამცირებს აქტივობებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმპატიკურ ნაწილში.

ასევე ნახეთ:  7 მიზეზი, რატომაც ვერ ინარჩუნებთ შედეგს | წონის შენარჩუნება

ვარჯიში ეხმარება, დაარეგულიროს ეს რეაქცია პარასიმპატიკური ნერვული სისტემის ნაწილში აქტიურობის გაზრდით, რაც გულისხმობს სისხლის წნევის შემცირებას, სუნთქვისა და გულისცემის დარეგულირებას.

საბოლოო ჯამში, მარტივად ვეღარ დაისტრესებით და მასთან გამკლავებაც გაგიადვილდებათ.

3. აუმჯობესებს ძილს

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანებს, რომლებიც კვირაში სულ მცირე 150 საათს ვარჯიშობენ, ძილი საგრძნობლად უუმჯობესდებათ. ეს, ასევე, დაკავშირებულია გუნება-განწყობილებასთან: ვარჯიში გათავისუფლებთ სტრესისა და შფოთვისგან, ეს კი ხელს უწყობს უკეთეს ძილს.

უფრო მეტიც, ადამიანებისთვის, რომელთაც აწუხებთ ინსომნია, ვარჯიში რეკომენდირებულია, როგორც ძილის ხარისხის გასაუმჯობესებელი გზა.

ის ამცირებს ღამით გაღვიძებას და ეხმარება ადამიანებს, თავი იგრძნონ დასვენებულად დღის განმავლობაში.

4. აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს

რეგულარული ვარჯიში აუმჯობესებს კონცენტრაციისა და მახსოვრობის უნარს.

მკვლევრების თქმით, ჯერ კიდევ სრულად შესწავლილი არ არის ის ბენეფიტები, რაც ვარჯიშს გააჩნია კოგნიტურ ჯანმრთელობაზე.

შემცირებული სტრესი, დეპრესია და შფოთვა, თავის მხრივ, გავლენას ახდენს კოგნიტური უნარების გაუმჯობესებაზე.

5. გიცავთ დემენციისგან

რეგულარული ვარჯიშით, ასევე, შეგიძლიათ, შეამციროთ სისხლძარღვთა და ნეიროდეგენერაციული დაავადების რისკი ცერებრალური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებით.

ვარჯიშის დროს რეგულირდება არტერიული წნევა, როგორც სისხლის მიმოქცევის ზრდა სხეულის მასშტაბით, განსაკუთრებით კი – ტვინში.

რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს ტვინს, მიეწოდოს საჭირო მკვებავი ნივთიერებები და შემცირდეს არასასურველი ტოქსინების მიღება.

გაუმჯობესებული ტვინის სისხლის ნაკადი გმატებთ ენერგიას და აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას.

თუ თქვენი ტვინი ვერ მარაგდება სისხლით, ამ დროს იზრდება სისხლძარღვთა დაავადებების რისკი (მაგალითად, დემენცია) და ნეიროდეგენერაციული დაავადების რისკი, როგორიც არის ალცჰაიმერი.

ასევე ნახეთ:  აპლიკაცია, რომელიც გადაგიხდით ფორმაში რომ ჩადგეთ

6. აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს

ვარჯიშის დაწყება უდიდესი ნაბიჯი იქნება კონცენტრაციის უნარის გასაუმჯობესებლად.

კვლევების თანახმად, 20-30-წუთიანი ზომიერად მაღალი ინტენსივობის ვარჯიში იმწამსვე აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს; სულ მცირე ერთი კვირის შემდეგ კი აუმჯობესებს ყურადღების, შესრულებისა და დაგეგმვის უნარს.

კვლევების თანახმად დამტკიცდა, რომ ყურადღების დეფიციტის მქონე ადამიანებისთვის რეკომენდირებულია ვარჯიში, რომელიც მათ ამ ფუნქციას სწორად ჩამოუყალიბებს.

7. აუმჯობესებს მეხსიერებას

ვარჯიშს, როგორც ვიცით, უამრავი სარგებელი გააჩნია კოგნიტური უნარებისთვის და გასაკვირი არ არის, რომ ის დიდ გავლენას ახდენს, ასევე, მეხსიერებაზე.

კვლევების თანახმად, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, როგორიც არის სიარული, იოგა, წინააღმდეგობებით ვარჯიში, გეხმარებათ, გაიუმჯობესოთ თქვენი კოგნიტური უნარები.

მკვლევრები ზუსტად ვერ ასახელებენ, როგორი ტიპის ვარჯიშებია საუკეთესო, ამიტომ რეკომენდაციას უწევენ ნებისმიერი სახის გაერთიანებული აქტივობის ჩართვას დღიურ გეგმებში.