სწორი კვებაჯანმრთელობა

რატომ უნდა დავლიოთ უშაქრო ყავა?

იცით, რატომ უნდა დავლიოთ უშაქრო ყავა?

ცხელ სასმელის შაქრის გარეშე მიღება შესაძლოა მცირე ცვლილება იყოს თქვენი დიეტის ფარგლებში, თუმცა ის ზოგადი ეფექტი, რომელიც ამ მოქმედებას შეიძლება მოჰყვეს, ამ ცდას ღირებულს ხდის.

ყურადღება მიაქციეთ

ერთი ჩაის კოვზი შეიცავს 5 გრამ შაქარს, რომელიც 20 კალორიაა.

სამი ფინჯანი ცხელი სასმელის მიღების შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ 60 კალორიას, რაც რეკომენდებული კალორიების 2,5%-ს წარმოადგენს.

თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ადამიანების დიდი ნაწილი, დღის განმავლობაში ხშირად სვამს ყავას და არც 1 ჩაის კოვზ შაქარს ჯერდება, ერთიანად საკმაოდ დიდი რაოდენობის კალორია გამოდის.

უარი თქვით შაქრის მიღებაზე და წლის განმავლობაში “მარაგში” 22,000 დამატებითი კალორია გექნებათ, რომელიც შეგეძლებათ სხვა პროდუქტზე დახარჯოთ.

ჯანსაღი ცხოვრების წესი, დიდხანს სიცოცხლის ტოლფასია, ნუ გადადებთ ხვალისთვის, დიწყეთ ვარჯიში დღესვე.

ჩვენ გთავაზობთ სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში.

უშაქრო ყავა

პრობლემა ისაა, რომ ჩვევის შეცვლა ყოველთვის გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

ერთ-ერთმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ შაქრისათვის ნელ-ნელა თავის დანებება ყველაზე არაეფექტური გზაა.

კვლევა გამოქვეყნდა “Journal of Health Psychology”-ში, რომლის თანახმადაც, ცივი თურქული ყავის ან, ზოგადად, დიდი რაოდენობით ყავის დალევა ბევრად უკეთესი გზაა, ვიდრე შაქარზე ნელ-ნელა თავის დანებება.

კვლევის ფარგლებში დაკვირვება 127 შემთხვევით შერჩეულ პირზე ტარდებოდა, რომლებიც სამ ჯგუფად გაყვეს და ორი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ შეეცვალათ მათი ჩვევები.

ერთი ჯგუფი ნელ-ნელა ამცირებდა შაქრის რაოდენობას ცხელ სასმელში. მეორე ჯგუფმა სრულად ამოიღო შაქარი კვების რაციონიდან.

ასევე ნახეთ:  როგორ ვიმკურნალოთ და თავიდან ავიცილოთ წელის ტკივილი

მესამე ჯგუფს კი ასწავლიდნენ ყავის გონივრულად დალევას, ანუ ისინი აგემოვნებდნენ ყავას, რათა განესაზღვრათ სიტკბო, მჟავიანობა და სხვა დეტალები.

ყავის დალევსიას ისინი ამ ყველაფერზე ახდენდნენ ფოკუსირებას.

გასული ორი კვირის შემდეგ, მონაწილეებს აკვირდებოდნენ ექვსი თვის განმავლობაში, რათა დაედგინათ, რამდენად შეიცვალა მათი ჩვევები.

სამივე ჯგუფი უფრო მეტ უშაქრო ყავას სვამდა, ვიდრე მანამდე, თუმცა იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც ყავის დალევისას სხვადასხვა დეტალზე იყვნენ კონცეტრირებული, ყველაზე ნაკლებად იყენებდნენ შაქარს.

ამან კვლევის ავტორის გაკვირვება გამოწვია, ვინაიდან მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ეს შედეგი იმ პირების მიმართ დადგებოდა, რომლებმაც სრულად ამოიღეს შაქარი კვების რაციონიდან.

„ცვლილებების ინიცირება შედარებით ადვილია, თუმცა მათი შენარჩუნებაა ძნელი“ – თქვა კვლევის ავტორმა.

„ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, რომ კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობა დაუბრუნდებოდა შაქრის მიღებას, თუმცა ჯგუფი, რომელიც ყავის სმისას ფიქრობდა სხვადასხვა დეტალზე, ასე არ მოიქცა.“

საბოლოო ჯამში, გემოს გასინჯვისას ფიქრი, გეხმარებათ გაიაზროთ ყავის სხვადასხვა სასარგებლო მხარე, რა თქმა უნდა, როცა მას შაქრის გარეშე სვამთ.