წონაში კლებაწონის კორექცია

ფეხით სიარული წონის დასაკლებად

როგორ ფიქრობთ, შეიძლება ფეხით სიარული წონის კლების მიზეზი აღმოჩნდეს?

ამ დროს არ ხარჯავთ დიდ თანხას სპორტდარბაზის აბონიმენტში ან უბრალოდ სახლში ვარჯიშობთ, რათა დაიკლოთ არასასურველი  წონა.

მაღალი ინტენსივობის აქტივობები, როგორიც არის სირბილი ან ველოსიპედი შეიძლება ბევრ კალორიას წვავს, მაგრამ ფეხით სიარულს აქვს, როგორც ეფექტური ასევე ხანგრძლივი შედეგი.

კვლევა

„კვების ჟურნალი“-ში გამოქვეყნებული ბოლო კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მონაწილეები რომლებიც იკვებებოდნენ ჯანსაღად და კვირაში მინიმუმ 3 საათს (დღეში 25 წუთი) მაინც დადიოდნენ ფეხით, წონაში საგრძნობლად დაიკლეს.

12 კვირიანი კვლევის პერიოდში, ფეხით მოსიარულეებმა 9 კილო დაიკლეს, ხოლო დანარჩენებმა დაახლოებით 5 კილო.

ფეხით მოსიარულეებს ასევე ნაკლები სხეულის ცხიმი და პატარა წელის გარშემოწერილობა ჰქონდათ.

გარდა ამისა დაბალი ქოლესტერინისა და ინსულინის მაჩვენებელი.

მეორე კვლევა, რომელიც ჟურნალში „რისკების ანალიზი“ გამოქვეყნდა, აჩვენებს იგივეს, რომ ფეხით მოსიარულე ადამიანები იკლებენ მნიშნელოვან წონას.

ისინი, ვინც ფეხით გადაადგილდებიან დღეში სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში აქვთ დაბალი სხეულის მასის ინდექსი და ვიწრო წელის გარშემოწერილობა.

ეს მაჩვენებლები განსაკუთრებით დიდი იყო ქალებში და ხანდაზმულებში.

ასე, რომ ფეხით სიარული არის ისეთი რამ, რაც მარტივად შეგვიძლია შევიყვანოთ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ამის მეშვეობით კიდევ უფრო მარტივია ფიტნეს გეგმის შედგენა.

თუ გსურთ სასურველ შედეგს სწრაფად და მარტივად მიაღწიოთ, ეწვიეთ ბმულს. ჩვენ გთავაზობთ სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალურ პროგრამას.

სიარული, როგორც წონის კლება

წონის კლებისთვის, ფეხით სიარულისას მთავარია სიჩქარე, ტემპი.

ისეთი ტემპით უნდა გადაადგილდებოდეთ, რომ შეგეძლოთ ლაპარაკი, მაგრამ არა სიმღერა.

ასევე ნახეთ:  5 პროდუქტი, რომლებიც ტესტოსტერონის დონეს ანადგურებს | ტესტოსტერონი

აქ მთავარია გულის ცემა აჩქარდეს და ეს უკანასკნელი კი ყველა ადამიანისთის განსხვავებულად ხდება.

ასე რომ, უარი თქვით ნელ გასეირნებაზე და შეარჩიეთ სწორი ტემპი.

ჟურნალ „სპორტული მეცნიერებებში“ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ადამიანმა დაახლოებით 5 კილომეტრი უნდა დაფაროს, რომ გულის ცემა 70%-თ (ან მეტით) აუჩქარდეს და ეს გამოიწვევს კალორიების დაწვას.

მიუხედავად იმისა, რომ სიარული ითვლება დაბალ ინტენსივობის აქტიურობად, ადამიანთა უმეტესობისთვის ის 50-70%-ით მაინც აჩქარებს გულის ცემას და ეს სრულებით საკმარისია ბენეფიტების სტიმულირებისთვის.

იმისთვის, რომ სასწორის სკალაზე ისარი სწორი მიმართულებით წავიდეს, აუცილებელია კვირაში 5 დღე, სულ მცირე 30 წუთით საჭირო ტემპით ფეხით სიარული.

ზოგადად თუ არ ხართ აქტიური ადამიანი, დაიწყეთ ნელი ტემპით და როგორც კი გაიუმჯოიბესებთ ფიტნესის დონეს, მოუმატეთ ტემპს, რაც გამოიწვევს გულის ცემის აჩქარებას და კალორიებიც დაიწყებს ნელ-ნელა წვას.

დამატებითი ნაბიჯები უდრის დამატებით დამწვარ კალორიას.

ამერიკულ ჟურნალში „ჯანმრთელობის ხელშეწყობა“ გამოქვეყნდა 9 თვიანი კვლევა, რომელშიც გამოკვლეული იქნა 460 ადამიანი და აღმოჩნდა, რომ დღეში დამატებით გადაგმული 1000 ნაბიჯი უკავშირდებოდა კაცებში 1,7 კილოგრამის, ხოლო ქალებში 1 კილოგრამის დაკარგვას სხეულის მასის ინდექსის შემცირებასთან ერთად.

ფეხით სიარული ყველა შემთხვევაში სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის!