ფიტნესი

როგორ უნდა გააკეთოთ ფეხის მომხრელი ვარჯიში

თქვენ თუ იცით როგორ უნდა გააკეთოთ ფეხის მომხრელი ვარჯიშები?

მნიშვნელობა არ აქვს ჯდომით აკეთებთ ამ ვარჯიშს თუ წოლით, ის ბარძაყის უკანა  კუნთების ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიშია.

მწვრთნელები დიდ დროს უთმობენ ფუნქციურ სავარჯიშოებს და ამის კარგი მიზეზიც აქვთ: ფუნქციური ვარჯიშები სხვადასხვა კუნთების ჯგუფსა და სახსრებს ავარჯიშებს, მატებს სიძლიერეს თქვენს სხეულს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახება.

მაგრამ ფუნქციური სავარჯიშოების ქება არ მიიღოთ ისე, თითქოს ფეხის მომხრელი ვარჯიშები ცალკე დგას და სხვა ფუნქციური ვარჯიშის გაკეთება არ შეგიძლიათ.

ფეხის მომხრელი ვარჯიშები შეგიძლიათ გააკეთოთ, როგორც წოლით ასევე ჯდომით, ორივე ვარჯიში მოითხოვს ტრენაჟორის გამოყენებას.

მნიშვნელობა არ აქვს რომელს გააკეთებთ, სარგებელი მაინც ერთია – ფეხის მოხრის ვარჯიში ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ბარძაყის უკანა კუნთების გაძლიერებისა და გაზრდისთვის.

თუმცა მხოლოდ ბარძაყის უკანა კუნთების გაძლიერება და გაზრდა დიდს არაფერს მოგცემთ, თუ გსურთ ჩადგეთ საუკეთესო ფორმაში ეწვიეთ ბმულს და შეიძინეთ ინიდივუალური პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში.

როგორ გავაკეთოთ ფეხის მომხრელი ვარჯიშები წოლით

კარგად მოერგეთ ტრენაჟორს, სახით დაბლა დაწექით, ისე რომ თქვენი ბარძაყები და ტორსო ეხებოდეს ტრენაჟორს.

როდესაც გასწორებული წევხართ, ტრენაჟორის ბერკეტი უნდა ეხებოდეს თქვენი წვივის უკანა მხარეს.

ხელები მოკიდეთ ტრენაჟორის წინა მხარეს – ახლა კი ფეხის მოხრის დროა.

მოხარეთ ფეხები მუხლებში სადამდეც შეძლებთ ისე, რომ ბარძაყები არ მოაშოროთ ტრენაჟორს.

ბოლომდე აწევისას ფეხები გააჩერეთ რამდენიმე წამით, შემდეგ კი ნელა დაწიეთ დაბლა.

ასევე ნახეთ:  რამდენი ვარჯიში გჭირდებათ წონაში დასაკლებად? | ხანგრძლივობა

შეინარჩუნეთ მოძრაობის ერთფეროვნება – თუ თქვენ მიმართავთ ბიძგებს მოძრაობისას, ეს ნიშნავს რომ ზედმეტ წონას იყენებთ.

როგორ გავაკეთოთ ფეხის მომხრელი ვარჯიში ჯდომით

მოირგეთ ტრენაჟორი ისე, რომ კომფორტულად იჯდეთ და ზურგით ეყუდებოდეთ მას.

მოათავსეთ ფეხები რბილ ბერკეტზე ისე, რომ მხოლოდ  წვივების უკანა მხარეს გეხებოდეთ და დაიდეთ რბილი ბერკეტი ბარძაყებზე, მუხლების ზემოთ.

დაიწყეთ მოძრაობა, მოხარეთ და გაშალეთ ფეხები სადამდეც შეძლებთ. მოხრისას გააჩერეთ რამდენიმე წამით და შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას.