საკვებდანამატებისწორი კვებაფიტნესიჯანმრთელობა

7 ჩვევა, რომელიც ფორმაში მყოფ ადამიანებს აქვთ

ფორმაში ყოფნა, იდეალური ფიზიკურობა და ჯანმრთელობა გიყალიბებთ ჩვევებს.

ჩვევები გამჯდარი ან რეგულარული პრაქტიკაა, რაზეც უარის თქმა ისევე რთულია, როგორც მათი ჩამოყალიბება.

ჩვევები, რომლებსაც ყოველდღიურად შეასრულებთ, აუცილებლად იმოქმედებს თქვენს წარმატებაზე; არა მხოლოდ თქვენ სხეულზე, არამედ ცხოვრებაზეც.

შეგიძლიათ, დაიცვათ 6-კვირიანი გამოშრობის დიეტა ან 4-კვირიანი პროგრამა მხრების გასადიდებლად; მათ ისეთივე შედეგი ექნებათ, როგორც ყოველდღიური  ჩვევების შესრულებას.

ამ ყველაფერს წარმატება მოაქვს ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობას აქცევენ ცხოვრების წესად და არა – მოკლე ვადიან მიზნად. მათ არ აქვს საუკეთესო ჩვევები, მაგრამ ავითარებენ ყოველდღიურად. ამით კი ზრდიან დიდი წარმატების შანსს.

ჩვევა არის შედეგის გამომხატველი მანერა. პირველ რიგში, უნდა იპოვოთ კითხვაზე „რატომ“ თქვენი პასუხი და შემდეგ ჩამოიყალიბოთ ძლიერი ჩვევები. ბოლოს კი იყოთ შედეგზე ორიენტირებულები.

თქვენ+თქვენი არჩევანი+თქვენი ჩვევების ნარევი=თქვენს მიზანს.

თუ თქვენი მიზანი ფორმაში ყოფნაა, დაიწყეთ ამ 7 ჩვევით, რომელსაც ფორმაში მყოფები ყოველდღე აკეთებენ.

  • საუზმეზე ბევრ პროტეინს იღებენ

საუზმე უმეტესად უნდა შედგებოდეს ფორთოხლის წვენისგან, მარცვლეულისგან და სხვადასხვა დაბალი მკვებავი ნივთიერებებისგან.

არ არის გასაკვირი, რომ ისინი, ვინც მსგავს საუზმეს მიირთმევენ, მთელი დღის განმავლობაში უფრო პროდუქტიულები არიან.

ვინც ვარჯიშობს, იცის, რომ პროტეინი ზრდის კუნთოვან მასას, ამცირებს შაქრის მიღების სურვილს და დილა მისით უნდა იწყებოდეს.

  • რეგულარულად იღებენ დანამატებს

დანამატები არიან კვების შემავსებლები, ავსებენ იმ საჭირო ნივთიერებებს, რასაც ვერ იღებთ ყოველდღიური საკვებიდან. თუ სრული განაკვეთით მუშაობთ, გყავთ ოჯახი და ასევე კარგად ვარჯიშიც გსურთ, საკვები დანამატები საუკეთესო გამოსავალია წარმატების მისაღწევად.

ასევე ნახეთ:  არის თუ არა სექსი ეფექტური ვარჯიში ?

პრობლემა ისაა, რომ საკვებ დანამატებს ცოტა ხნით მოიხმარენ და არ აქვთ შესამჩნევი შედეგი. საკვებდანამატები არ არის მაგიური რამ. ისეთი საკვები დანამატები, როგორიც არის ამინომჟავები, ვიტამინები, კრეატინი, პროტეინი და სხვა, საჭიროებს გრძელვადიან მოხმარებას, რათა შედეგი ჰქონდეს.

ვინც ამას აკეთებს, აუცილებლად შეამჩნევს დიდ შედეგს, რომელშიც საკვებდანამატების მიღება დაეხმარა.

  • გეგმავენ და ამზადებენ საკვებს

თუ აპირებთ,უკეთეს ფორმაში ყოფნას, ამისთის აუცილებელია, გქონდეთ გეგმა. უნდა იცოდეთ დღის განმავლობაში რა საკვების მიღებას აპირებთ. ამაში სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალური პროგრამა დაგეხმარებათ.

ისინი, ვინც ვარჯიშობენ, დღეს იწყებენ საკვების მომზადებით ან სულ მცირე – დაგეგმილი აქვთ დღის განმავლობაში კვების რაციონი. ეს არის ის ასპექტი, სადაც ბევრი ადამიანი კრახს განიცდის – უარს ამბობენ საკვების მომზადებაზე ან კვების დაგეგმვაზე. ამ პრობლემას კი სწრაფი კვების ობიექტების ხარჯზე ჭრიან.

  • ბევრ წყალს სვამენ

ეს არის აუცილებელი რამ, რისი ჩანაცვლებაც შეუძლებელია. წყალი ჩართულია სხეულის ყველა ფუნქციაში. წყალი საჭიროა ყველაფრისთვის, დაწყებული საჭმლის მონელებიდან, დეტოქსიკაციისთვის, აღდგენისთისა და ენერგიის გამომუშავებისთვის. ვინც ვარჯიშობს, დღის განმავლობაში დაახლოებით 3,8 ლიტრ წყალს სვამს; არჩევანი სასმელებს შორის, ძირითადად, არის – წყალი.

  • ყოველდღიურობაში მოძრაობას პრიორიტეტს ანიჭებენ

საკუთარი ვარჯიშისა და დარბაზში მისვლის დაგეგმვა საკმარისი არ არის. პრიორიტეტს მთელი დღის განმავლობაში მოძრაობას უნდა მიანიჭოთ. ეს შეიძლება იყოს დიდ მანძილზე სეირნობა დილაობით, გაწელვები, იოგა ან 50 აზიდვა შხაპის მიღებამდე.

მოძრაობა არ გულისხმობს ბოდიბილდინგის ნაწილს ან ძალისმიერი ვარჯიშების კეთებას. ეს არის ყოველდღიური ჩვევა, რომელიც უნდა შეასრულოთ, მიუხედავად თქვენი სავარჯიშო პროგრამისა.

  • საკმარისად სძინავთ

საკმარისი რაოდენობის ძილი საჭიროა თქვენი ჯანმრთელობისთვის. იმისთვის, რომ ცხიმის დაბალი მაჩვენებელი გქონდეთ და გაზარდოთ კუნთოვანი მასა, ძილი  აღდგენითი პროცესებისთვის აუცილებელია.

ასევე ნახეთ:  HIIT - მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშები

ძილი ასევე ხელს უწყობს ჰორმონების ოპტიმიზაციას, როგორიც არის ინსულინი, ტესტოსტერონი და ზრდის ჰორმონი. ესენი აუცილებელია აღდგენითი პროცესებისა და ენერგიისთვის.

თუკი საკმარისად არ გძინავთ, დიდი შანსია, მიირთვათ გადამუშავებული საკვები. ასევე, გამოტოვოთ ვარჯიში ენერგიის უქონლობის გამო.

  • ალაგებენ საკუთარ საწოლს

შეიძლება სულელურად ჟღერდეს, მაგრამ ასეა. მათთვის, ვინც სამხედრო სამსახურშია, კარგად არის ცნობილი რომ კარგი ჩვევით დღის დაწყება საწინდარია გრძელვადიანი წარმატებისა.

თუკი თქვენ საწოლს თავად ალაგებთ დილაობით, ანუ ასრულებთ დღის პირველ დავალებას. ეს მოგანჭებთ პატარა სიამაყის შეგრნებას, მოგცემთ ბიძგს, შეასრულოთ სხვა დავალებებიც და ასე გაგრძელდეს დღის განმავლობაში.

გსურთ მუდამ ფორმაში ყოფნა? მაშინ აუცილებლად აქციეთ ყოველდღიურობად ეს 7 ჩვევა!