ფიტნესი

რატომ ამბობენ ქალები ვარჯიშზე უარს?

იცით რატომ ამბობენ ქალები ვაჯიშზე უარს?

იშვიათი არ არის სპორტულ დარბაზში ყოფნისას განიცდიდეთ შფოთვას.

სწორად ვაკეთებ ამას? ნუთუ ხალხი ჩემი ოფლის ლაქებს აშტერდება? თუ ოდესმე შეგშინებიათ წონების ოთახში შესვლის, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ.

ახალ კვლევაზე დაყრდნობით, „დარბაზის შიში“ უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უსიამოვნებისა და შფოთვის შეგრძნებას – შოკისმომგვრელია იმ ქალების რიცხვი, ვინც ამის გამო არ მიდის დარბაზში.

ქალების 65% თავს არიდებს დარბაზს, რათა ეშინიათ განსჯის, იმავე კვლევაზე დაყრდნობით კაცების მხოლოდ 36% განიცდის იგივეს.

შიშების სია იმატებს. ქალების 55%-ს მიაჩნია, რომ საკმარისად კარგ ფრომაში არ არის და განსჯის საგანი გახდება. 49%-ს აშინებს მათი ჩაცმულობა, 25%-ს კი სტერეოტიპების.

“განსჯის შიშის სწორედ, რომ აქედან მოდის: შიში“ ამბობს ეშლი ბორდენი, სერტიფიცირებული პერსონალური ტრენერი.

„დარბაზში ყოფნისას, ყოველთვის მეგონა, რომ იგვლივ მყოფები შეწყვეტდნენ თავიანთ საქმეს და დაიწყებდნენ ჩემს განსჯას.

სინამდვილეში კი, მას შემდეგ რაც 35,000 საათი გავატარე დარბაზში დავრწმუნდი, რომ ერთადერთი, ვინც ამ ყველაფერზე ღელავს ხარ შენ.

ყველა ფოკუსირებულია საკუთარ თავზე და შესაძლებელია ზუსტად თქვენნაირადაც კი ფიქრობდეს.“

გთავაზობთ დახმარებას, თუ როგორ უნდა აიმაღლოთ თავდაჯერებულობა და დაამარცხოთ განსჯის შიში:

დაგეგმეთ ვარჯიში

არ გირჩევთ დარბაზში უმიზნო სეირნობას, ეს საკმაოდ არაკომფორტულია.

თქვენ აუცილებლად გჭირდებათ გეგმა.

სანამ დარბაზში დაიწყებთ სიარულს შეადგინეთ ვარჯიშების პროგრამა, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ.

ივარჯიშეთ სახლში

ქალების 51%-ს აქვს შიში, რომ ვარჯიშებს არასწორად აკეთებს – მიუხედავად იმისა აქვს თუ არა გეგმა.

ასევე ნახეთ:  უნდა ვარჯიშობდნენ თუ არა ბავშვები სიმძიმეებით? | ბავშვების ვარჯიში

გაივარჯიშეთ სახლში, რათა დარწმუნდეთ მოძრაობის სისწორეში და მოგემატოთ თავდაჯერებულობა, ამისთვის უამრავი აპლიკაცია და ვიდეო გაკვეთილები არსებობს.

თავდაპირველად ყოველთვის რთულია ზუსტად და სწორად შეასრულოთ მოძრაობა.

გაეცანით აღჭურვილობას

მაშინაც კი, თუ ხშირად სტუმრობთ სპორტდარბაზს, უნდა იცოდეთ, რომ ყველა სპორტული აღჭურვილობა არ არის ერთნაირი.

თქვენ შესაძლებელია ჩართვის შემდეგ გააცნობიეროთ, რომ წარმოდგენაც კი არ გაქვთ როგორ მუშაობს ტრენაჟორი.

კვლევის თანახმად, ქალების 58% ფიქრობს, რომ განსჯის საგანი გახდება ტრენაჟორის არასწორი გამოყენების შემთხვევაში.

ამისთის არსებობს თვალსაჩნო გამოსავალი: თუ არ იცით აღჭურვილობის გამოყენება, მიდით და ჰკითხეთ ტრენერს, ეს მათი მოვალეობაა.

თუკი კითხვაც გერიდებათ, უამრავი ვიდეო გაკვეთილი არსებობს იუთუბზე, თუ როგორ გამოიყენოთ სხვადასხვა ტრენაჟორი სწორად.

იუთუბის გაკვეთილებთან ერთად, გირჩევთ შეიძინოთ ჩვენი, სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ უამრავი პრობლემის მოგვარებაში.

იყავით მიმდევარი

სხვადასხვა ჯგუფურ კლასებში ჩართულობა შესაძლებელია თქვენი წარმატებისთვის საჭირო რამ აღმოჩნდეს.

მაგრამ შესაძლებელია ტრენერმა გამოგყოთ, როგორც ახალი, ან თავად არ იცოდეთ მოძრაობები, ამიტომ დასაწყისისთვის კარგი იქნება უკანა ადგილს თუ დაიკავებთ, მანამ სანამ თავს კომფორტულად იგრძნობთ.

ასე თანმიმდევრულად მიყვებით სავარჯიშო სესიას და არ იფიქრებთ, თითქოს ყველა თქვენ გიყურებდეთ.

გააპროტესტეთ შევიწროება, ძალადობა

არსებობს სხვა მიზეზებიც:სპორტდარბაზში ქალები ხშირად განიცდიან სექსუალურ შევიწროვებას.

ამის გამოსავალია აუცილებლად გააპროტესტოთ, დარბაზის ადმინისტრაციასთან, მომხდარი ფაქტი.

შესაძლებელია მათ რიცხვს დარბაზის წევრები ან ტრენერებიც კი განეკუთვნებოდნენ.

სამწუხაროდ ისინი ნამდვილად არსებობენ დარბაზში.

გახსოვდეთ თქვენი მიზნები

პირველ რიგში, აუცილებელია გახსოვდეთ რა არის დარბაზში სიარულის მიზეზი თქვენთვის: რომ გააძლიეროთ სხეული და პრიორიტეტად დააყენეთ საკუთარ თავზე ზრუნვა.

ასევე ნახეთ:  8 საკვები წონის დასაკლებად, რომლებიც გეგონათ რომ გასუქებდათ

საკუთარ თავზე ზრუნვა ასევე ნიშნავს, საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლას ან წინააღმდეგობების დაიგნორებას მაინც.

თუ ჯერ არ გჯერათ ამის, იმოქმედეთ ისე, რომ თავდაჯერებულობა იგრძნოთ.

თუ დარბაზს ხელში სავარჯიშო პროგრამით ეწვევით “ნაკლები დრო გექნებათ სხვა რამეზე საფიქრელად.

ახლა კი იცით ის მიზეზები, როს გამოც ქალები უარს ამბობენ.