ჯანმრთელობა

რა არის ქოლესტერინი და როგორ შევამციროთ ის ბუნებრივად?

ქოლესტერინი – მაღალი და დაბალი, კარგი და ცუდი – დაკავშირებულია ჯანმრთელობის საკითხებთან, საჭმლით, მედიცინით და სხვა ფაქტორებით, რაც ცხოვრების ჯანმრთელობის დონეს უკავშირდება.

მიუხედავად მრავალი შესწავლისა, რაღაც მხრივ ის მაინც ამოუცნობი რჩება.

რა არის ქოლესტერინი და რაში გვჭირდება ის?

ქოლესტერინი ჩვენი სხეულის ყველა უჯრედშია, აქვე ვხვდებით მის მნიშვნელოვნებას.

ჩვენ ის გვჭირდება ვიტამინ D-ს გამოსამუშავებლად.

ქოლესტერინის ყველაზე დიდი ფუნქცია ყველანაირი ჰორმონის შექმნაა (მაგალითად ტესტოსტერონი).

რა განსხვავებაა „კარგ“ HDL და „ცუდ“ LDL  ქოლესტერინს შორის?

LDL და HDL ორივე ქოლესტერინის მატარებელია, მაგრამ აქვთ ორი განსხვავებული ფუნქცია.

LDL მას აწვდის არტერიაში, მაგრამ პრობლემა მისი დალექვაა.

დროთა განმავლობაში, დალექილი ქოლესტერინი არტერიებს ხდის ნაკლებად მოხერხებულს (რასაც ქოლესტერინის თრომბოციტს უწოდებენ).

ის ბლოკავს არტერიის გარკვეულ ნაწილს, რამაც შესაძლოა გულის შეტევა ან ინსულტი გამოიწვიოს.

სწორედ ესაა LDL-ს პრობლემა. რაც უფრო მეტი გაქვთ, მით უფრო დიდია გულის დაავადებების წარმოქმნის შანსი.

HDL ცნობილია, როგორც კარგი, რადგან ის LDL-ის საპირისპიროს აკეთებს.

მას გააქვს ქოლესტერინი არტერიიდან და მიაქვს ღვიძლთან, სადაც ის ნაკლები რაოდენობითაა და საჭიროა.

რა იწვევს LDL-ის მაღალ დონეს?

არაჯანსაღი დიეტა, ვარჯიშის ნაკლებობა, დიდი რაოდენობით ალკოჰოლი, რაც უფრო მეტს იწონით, მით უფრო დიდი შანსია მაღალი დონის LDL  და დაბალი დონე HDL გქონდეთ.

მოკლედ, რომ ვთქვათ კვებასა და ვარჯიშზეა დამოკიდებული. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გენეტიკურად მიდრეკილნი არიან მაღალი ქოლესტერინისკენ, ეს არის ისეთი რაღაც, რისი დახმარებაც თითქმის შეუძლებელია.

ასევე ნახეთ:  6 მიზეზი, თუ რატომ გილურჯდებათ კანი მარტივად | კანის დალურჯება

როგორ შეინარჩუნოთ ქოლესტერინის ჯანსაღი დონე?

ჯანსაღი დიეტა, ხილი, მარცვლეული, ბოსტნეული. უფრო მეტად მცენარეული დიეტა, ვიდრე ცხოველური სკავები.

ასევე ვარჯიში, რაც გეხმარებათ წონის შენარჩუნებაში და ცხიმის დაკლებაში, განსაკუთრებით მუცლის არეში.

ეს უფრო LDL-ის შემცირებაა, ვიდრე HDL-ის გაზრდა?

დიახ ასეა, არსებობს საკვები, რომელიც ზრდის HDL-ს, ასეთია: თევზის ქონი და მონოგაჯერებული ცხიმები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი.

ზრდის თუ არა გაჯერებული ცხიმი LDL-ს?

დიახ. ბევრი გაჯერებული ცხიმი პირდაპირ კავშირშია ქოლესტერინის დონის გაზრდასთან.

კვერცხი?

კვერცხი არ შეიცავს დიდი რაოდენობით გაჯერებულ ცხიმებს.

კვერცხი სრულებით მისაღებია, რა თქმა უნდა ნორმის ფარგლეში.

უნდა ინერვიულონ თუ არა ახალგაზრდებმა ქოლესტერინზე?

ქოლესტერინის დონე დროთა განმავლობაში იზრდება, რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყებთ ჯანსაღ კვებას უკეთესია, განსაკუთრებით მაშინ თუ გენეტიკურად მიდრეკილნი ხართ გულის დაავადებებისკენ.

ამაზე ფიქრი დაიწყეთ დღესვე! მიჰყევით ბმულს და შეიძინეთ სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და საუკეთესო შედეგის მიღწევაში.

შესაძლებელია იყოთ გამხდარი და გქონდეთ ქოლესტერინის საშიში დონე?

შესაძლებელია. ჭარბი მასის მქონე ადამიანებს უფრო აწუხებთ ქოლესტერინთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ გამხდარი ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ გაჯერებულ ცხიმებზე, რომელსაც ისინი ჭამენ.

ისინი ფიქრობენ, რომ ისედაც გამხდრები არიან და რაც მოესურვებათ იმის ჭამა შეუძლიათ, რაც არაა სწორი მიდგომა.

5 საკვები, რაც გაგიუმჯობესებთ ქოლესტერინის დონეს

თევზის ქონი

ის შეიცავს პოლიგაუჯერებელ ცხიმებს, განსაკუთრებით კი ომეგა3-ის ცხიმებს, რაც ძალიან კარგია თქვენი გულისთვის.

ყველა პოლიგაუჯერებელ ცხიმს შეუძლია თქვენი LDL-ის დონე შეამციროს,  HDL-ის დონის შეხების გარეშე.

ასევე ნახეთ:  5 თითქოს უმნიშვნელო რამ, რაც ხელს შეგიშლით ფიტნეს მიზნების მიღწევაში | ფიტნეს მიზანი

ომეგა 3-ს შეუძლია გულის შეტევისა და ინსულტის რისკების შემცირება.

ასეთი თევზებია: სკუმბრია, სარდინიები, ორაგული და ტუნა (ახალი და არა დაკონსერვებული).

შვრია

მარცვლეული და სხვა საკვები, რომელიც მდიდარია ხსნადი ბოჭკოებით, საგრძნობლად ამცირებს LDL ქოლესტერინის დონეს.

შვრიის გარდა, სასარგებლოა ქერი, მარცვლეული, ბადრიჯანი და ტკბილი კარტოფილი.

ზეითუნის ზეთი

მცენარის ზეთების უმეტესობა საუკეთესო წყაროა ჯანმრთელი, უჯერი ცხიმების.

ზეთისხილის და რაფსის ზეთი შეიცავს უფრო მეტ მონოუჯერ ცხიმებს ვიდრე სიმინდი, მზესუმზირა და სოიოს ზეთები, ისინი მდიდარია პოლიუჯერი ცხიმებით.

ნაჯერი ცხიმების (მაგ: კარაქი), უჯერი ცხიმებით ჩანაცვლება დაგეხმარებათ LDL ქოლესტერინის დონის შემცირებაში.

ავოკადო

ინსტაგრამის რჩეული სკავები, არა მხოლოდ ფოტოებში გამოიყურება კარგად, არამედ სასარგებლოცაა და ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს.

ის შეიცავს კალიუმს, რომელიც აკონტროლებს სისხლის წნევას, რაც თავის მხრივ ამცირებს გულის დაავადებების რისკს მამაკაცებში.

თხილი

ყოველდღე თხილის ერთი შეკვრით წახემსება, ძალიან დიდ სამსახურს გაუწევს თქვენს გულის სიჯანსაღეს, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით უჯერ ცხიმებს.

ამ ტიპის ცხიმების მირთმევა ამცირებს ცუდ ქოლესტერინს, კარგი ქოლესტერინის გაზრდის ხარჯზე.

უბრალოდ დარწმუნდით, რომ თხილს ჭამთ ბუნებრივი ფორმით, და არა თაფლით, შაქრით ამ მარილით დაფარულს.