ფიტნესი

5 მიზეზი, რატომაც CrossFit-ის მიმდევარი უნდა გახდეთ | ქროსფიტი

2000 წლის შემდეგ CrossFit-მა და მისმა ათლეტებმა შეცვალეს წარმოდგენები, რას ნიშნავს, იყო კარგ ფორმაში. რა არის ქროსფიტი და რატომ იძლევა ასეთ კარგ შედეგს?

აი, 5 მიზეზი, თუ რატომ არიან ისინი უკეთეს ფორმაში, ვიდრე თქვენ.

CrossFit-ით შედეგის მიღება გარდაუვალია

მას შემდეგ, რაც ქროსფიტმა მიიღო საკულტო სტატუსი, ოჰაიოს უნივერსიტეტის ადამიანური მეცნიერებების დეპარტამენტმა დაიწყო მისი ბენეფიტების ანალიზი. მათ გამოიკვლიეს აერობიკის ფიტნესის ხარისხი და CrossFit-ის ათკვირიანი ტრენინგ პროგრამა.  შედეგებმა მამაკაცებს შორის განსაკუთრებული პროგრესი აჩვენა, მათ შეძლეს საგრძნობლად დაეკლოთ წონაში.

პროგრამის დასრულების შემდეგ მამაკაცების სხეულში იყო ნაკლები რაოდენობით ცხიმი და მეტი რაოდენობით კუნთოვანი ქსოვილი. მათ შეეძლოთ ევარჯიშთ უფრო მეტი ინტენსივობით, ვიდრე ქროსიფიტს დაწყებამდე. ისინი არ ყოფილან არჩევანის წინაშე სურდათ დაკუნთული სხეული, თუ ცხიმების დაწვა, რადგან პროგრამამ  მათ ორივეს შესაძლებლობა მისცა.

ქროსფიტი = ქაოტური ვარჯიში

კიდევ ერთი ბენეფიტი არის მუდმივად განვითარებადი პროგრამა, რასაც ქაოტურ ვარჯიშსაც უწოდებენ. თორის როლის შემსრულებელი – კრის ჰემსვორზი, სხვა ათლეტების მსგავსად, აღნიშნავს, რომ ქროსფიტის პროგრამა ნამდვილად მუშობს.

ამ პოზიციას იზიარებს The Journal of Strenght and Conditioning.

ჟურნალში აღნიშნეს, რომ ქაოტური ვარჯიშების წყალობით ათლეტები მუდმივად მობილიზებულები არიან, რათა ფეხი აუწყონ შეცვლილ სავარჯიშო პროგრამას, რაც მათ მოტივაციის ზრდაშიც ეხმარებათ.  მაგალითად, მათ უწევთ ყოველდღიური ვარჯიში ცურვით, ფერდობებზე ცოცვით შეცვალონ.

CrossFit ზრდის დამოკიდებულებას

ერთ-ერთი წარმატებული CrossFit-ის ათლეტი ჯორდან ვალასი ამბობს, რომ რთულია არ გახდე CrossFit-ით შეპყრობილი.

ასევე ნახეთ:  შეცდომები, რომლებსაც კარდიოს დროს უშვებთ | კარდიო ვარჯიში

ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ თითქოს გინდა, საკუთარ თავს დაუმტკიცო, რომ საკმარისად კარგი ხარ და იმსახურებ იყო ამ საზოგადოების წევრი.

ქროსფიტი ხსნის რეკორდებს

CrossFit აღვიძებს სურვილს, იყო საუკეთესო. 2017 წლის თებერვალში CrossFit-ის ათლეტებმა 44 მსოფლიო რეკორდი დაამყარეს მსოფლიოს 4 სხვადასხვა ქალაქში.

ათლეტებმა თავი მოიყარეს სიდნეიში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ლოს ანჯელესში.

CrossFit ქმნის ახალ ფიტნეს ტრენდს

ყოველდღიური ვარჯიშები და მეგობრული გარემო აყალიბებს CrossFit-ის საზოგადოებას.

ერთ-ერთი წამყვანი ტრენერი ტომ პარკერი ამბობს, რომ წევრებს შორის კომუნიკაცია და ურთიერთობები არის ფანტასტიკური, ისეთი, რომელსაც, როგორც წესი, ვერ ნახავთ სპორტდარბაზებში.

გთავაზობთ ვიდეოებს 2016 და 2017 წლის ქროსფიტის ჩემპიონატებიდან: