მასის მომატებარეცეპტებისაკვებდანამატები

ღამის შეიკი კუნთოვანი მასის ზრდისთვის

იცით როგორ მზადდება ღამის შეიკი, რომელიც დაგეხმარებათ კუნთოვანი მასის გაზრდაში?

შესანიშნავი ღამის შეიკი – რეცეპტი

30 გრამი Casein (კაზეინი) პროტეინი
2 გრ. L- Arginine (ელ-არგინინი)
2 გრ L- Lysine (ელ- ლიზინი)
5 გრ. Glutamine (გლუტამინი)
1 გრ. HMB

კაზეინი – ნელა ათვისებადი პროტეინი

7-9 საათი ძილი, აუცილებელია კუნთოვანი მასის ზრდისთვის.

თუ რამდენიმე საათში ერთხელ არ შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის ხორცი, მაშინ თქვენ აუცილებლად გჭირდებათ ღამის პროტეინი, რომელიც აწვდის თქვენს ორგანიზმს სასიცოცხლო ამინომჟავებსა და პეპტიდებს.

საფრანგეთში, აუვერგენის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ ამინომჟავების ათვისება უფრო ნელა ხდება კაზეინის შემთხვევაში, ვიდრე ვეი პროტეინის.

ასე რომ კაზეინი სასარგებლოა ღამის შეიკის მოსამზადებლად.

ელ – ლიზინი და ელ – არგინინი

თქვენი სხეული გამოიმუშავებს 70%-მდე ზრდის ჰორმონს მაშინ, როდესაც გძინავთ.

ტურინის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ იმ სუბიექტებს, რომლებიც იყენებდნენ L- Arginine დანამატს HGH-ის დონე გაუსამმაგდათ.

რომის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ L-Arginine-ს მიღება L-Lysine-სთან ერთად 10-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ L-Lysine.

კუნთოვანი მასის მოსამატებლად მხოლოდ შეიკი, ნამდვილად, არ კმარა. თუ გსურთ მიზანს სულ რაღაც 8 კვირაში მიაღწიოთ ეწვიეთ ბმულს!

გლუტამინი

ღრმა ძილის დროს თქვენი სხეული გამოყოფს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებენ თქვენს იმუნურ სისტემას.

დუბლინის უნივერსიტეტის კოლეჯის კვლევამ აჩვენა, რომ გლუტამინის თვისება გაეძლიერებინა იმუნური სისტემა, იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მას იყენებდნენ ანთებითი პროცესების სამკურნალოდაც.

ჩაყარეთ 5 გრამი გლუტამინი თქვენს შეიკში, რათა გაიძლიეროთ იმუნური სისტემა დაზიანებებისა და ავადმყოფობების თავიდან ასაცილებლად.

ასევე ნახეთ:  ბეტა-ალანინი - Beta-Alanine

HMB

HMB (beta-hydroxy beta-methylbutyrate) არის ამინო, რომელიც გამოიყენება კუნთის ცილების დაშლის თავიდან ასაცილებლად, ხელს უწყობს ქსოვილების ზრდას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.