ფიტნესიწონაში კლებაწონის კორექციაჯანმრთელობა

ყავა თუ მწვანე ჩაი?

როგორ გავიხალისოთ დღე: ყავა თუ მწვანე ჩაი?

ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ბრიტანელები 64 მილიონით უფრო ნაკლებ ჩაის იღებენ, ვიდრე წინა წლებში.

სამყარო ჯერ მზად არ არის ბოლომდე უარი თქვას მსგავსი სითხის მიღებაზე, მაგრამ ფაქტია რომ ყავა უფრო პოპულარული ხდება, ვიდრე მწვანე ჩაი. ყავის მოყვარულების რიცხვი სულ უფრო იზრდება. ბოლო წლებში ყავის მომხარება 3.2 %-ით გაიზარდა.

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც ბრიტანელები ჩაის სმისაკენ არიან მიდრეკილნი, მოძველებულია, რადგან დიდი ბრიტანეთი მეთხუთმეტეა იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ყველაზე მეტ ჩაის მოიხმარენ (უზბეკისტანი ამ სიაში პირველ ადგილასაა).

სხვა მხრივ კი, ფიტნეს მიზნებისათვის გამოსადეგობის კუთხით ეს ორი დიდი ხანია კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. მაინც რომელი მათგანის გამოყენებაა მიზანშეწონილი?

რიცხვები

ყავა:  ჯორჯიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყავის მომხმარებლებს 24%-ით ემატებათ გამძლეობა ვარჯიშის მიმართ.

მწვანე ჩაი: კვლევების თანახმად, ერთი ჭიქის მიღების შემთხვევაში შესაძლებელია 5,7 გრამი კალორიის დაწვა.

ზემოქმედების ეფექტები

ყავა: ყავის მიღება იწვევს ადრენალინისა და დოფამინის ამუშავებას, ამიტომ მარტივადაა შესაძლებელი მიღებიდან მალევე გქონდეთ საკმარისი ენერგია. გამოიყენეთ ის ვარჯიშის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, ან ოფისში მუშაობის დაწყების წინ.

მწვანე ჩაი: შემადგენლობიდან გამომდინარე, მწვანე ჩაის მიღების შემთხვევაში, გექნებათ სიმშვიდის შეგრძნება. ის, ყავისაგან განსხვავებით, ნაკლებ კოფეინს შეიცავს. მისი მიღება საუკეთესოა გვიან შუა დღეს.

სასარგებლოა

ყავა:  ტკივილის გასაყუჩებლად, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, მას ასევე შეუძლია შეგძინოთ მოულოდნელი სექსუალური ენერგია.

ასევე ნახეთ:  პრესის ვარჯიში ბორბლის გამოყენებით

მწვანე ჩაი:  ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას, ხელს უშლის დიაბეტს, აძლიერებს იმუნიტეტს და ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს.

ვერდიქტი: გაიმარჯვა მწვანე ჩაიმ

იმის გათვალისწინებით, რომ ყავა აღარ არის დიეტების შემადგენელები ნაწილი, მწვანე ჩაი უფრო მეტი პოპულარულობით სარგებლობს. მართალია, ყავა უფრო მეტად მოგმატებთ ენერგიას, ვიდრე მწვანე ჩაი, თუმცა ჯანმრთელობის კუთხით ბევრი უპირატესობის არსებობის გამო, ჩაისა და ყავის მუდმივი კონკურენცია, არა ერთი მკვლევარის პოზიციით, მწვანე ჩაის გამარჯვებით უნდა გადაწყდეს.

თქვენი რომელი უფრო გიყვართ, ყავა თუ მწვანე ჩაი?