სწორი კვება

საუკეთესო შეიკი და ინგრედიენტები მიზნის მისაღწევად

იცით როგორ დაამზადოთ შეიკი საუკეთესო ინგრედიენტებით?

შეიძლება ითქვას, რომ პროტეინი სჭირდება მას, ვისაც სურს კუნთების გაზრდა და ლამაზი სხეულის დაყენება.

ორგანიზმი მარტივად ითვისებს პროტეინის კოქტეილს და შედეგის დანახვა მცირე დროშია შესაძლებელი.

უგემრიელესი შეიკის მოსამზადებლად სულაც არ დაგჭირდებათ დიდი დრო. გთავაზობთ, ინგრედიენტებს, რომლებიც შეგმატებთ ენერგიასა და კარგ განწყობას, თქვენ კი შეიძლება სულაც არ იყენებთ მათ.

სანამ ინგრედიენტების სიას იხილავთ, ეწვიეთ ბმულს, შეიძინეთ  სწორი კვებისა და ვარჯიშის ინიდივუალური პროგრამა დღესვე და ჩადექით ფორმაში, სულ რაღაც 8 კვირაში.

ჯინჯერი

ვარჯიში ააქტიურებს ორგანიზმს, რათა მოხდეს კალორიების წვა, ხოლო ჯინჯერს შეუძლია დამატებითი ეფექტის მიღწევა, რათა თქვენი მეტაბოლიზმი კიდევ უფრო გააქტიურდეს.

ეს არის არაკალორიული პროდუქტი, რომელსაც იყენებენ როგორც ჩაის სახით, ისე საკვების საკმაზის სახით. მას შეუძლია დახმარების გაწევა წონის კლების დროს.

კაკაო

გემრიელი სასმელი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებსა და უჯრედისს, რაც მთლიანობაში მას მაღალი ბიოლოგიური ღირებულების მქონე პროდუქტების ნუსხის სათავეში აყენებს.

კაკაო დაგეხმარებათ ჰიპერტენზიის შემსუბუქებაში, ამცირებს ქოლესტერინს, ამსუბუქებს დიაბეტის სიმპტომებს, სასარგებლოა ბრონქული ასთმით დაავადებული პაციენტებისთვის და მათთვისაც, ვისაც სხვადასხვა სახის ნეიროდეგენერაციული დაავადება აწუხებთ.

თუ ცუდ გუნებაზე ხართ, თქვენს დადებით განწყობაზე ერთი ჭიქა კაკაო იზრუნებს.

დარიჩინი

დარიჩინი საკმაოდ სერიოზული სამკურნალო საშუალებაა, მაგალითად ის ხელს უწყობს შაქრის დონის დაწევას, დიაბეტის დროს.

4-5 გრამი დარიჩინი 15-20%-ით ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. დარიჩინში შემავალი საკვები ბოჭკო (ცელულოზა) და კალციუმი, ხელს უწყობენ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას;

კურკუმა

მიუხედავად იმისა, რომ კურკუმა დიდი ხანია საქართველოში იყიდება, ცოტამ თუ იცის მისი სამკურნალო თვისებების შესახებ.

ის უხდება როგორც კუჭის მოქმედებას, ასევე თქვენს კანს იცავს გამოშრობისაგან და მას კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებას ანიჭებს.  

ასევე ნახეთ:  12 ხრიკი წონის დასაკლებად

პიტნა

პიტნას საოცარი სურნელი და მძაფრი გემო აქვს. მცენარის ყველა მიწისზედა ორგანო მდიდარია ეთერზეთებით, რომელთაც გამაგრილებელი, მაცოცხლებელი გემო და სურნელი აქვთ.

ეთერზეთების ძირითადი კომპონენტია მენთოლი. გარდა ამისა, პიტნის ფოთლები უხვად შეიცავს კაროტინს, ბეტაინს, ფლავონოიდებს, ტრიტერპენულ შენაერთებსა და სხვადასხვა მჟავას.

მოამზადეთ შეიკი ამ ინგრედიენტების გამოყენებით და მიაღწიეთ მიზანს მარტივად